როგორ გავწმინდოთ ავტოფარეხი მარტივად: შიდა სივრცე, კარი, ფანჯრები, მისასვლელი გზა
ოქტომბერი 15 2024
დროთა განმავლობაში ავტოფარეხში ჭუჭყის დაგროვება ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით თუ ის სხვა ფუნქციასაც ითავსებს, მაგალითად სახელოსნოსი ან საწყობის. ავტოფარეხის კარი ისედაც მტვრისა და ჭუჭყის მაგნიტია, რადგან ის ხშირად სრულიად დაუცველია ამინდის პირობებისგან. თუმცა, მეორეს მხრივ, ავტოფარეხის წმენდა საკმაოდ მარტივი საქმეა და ბევრად ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე, მაგალითად, საძინებელი ან სასადილო სივრცის. კერხერის რჩევებს თუ მიყვებით, ადვილად შეძლებთ ავტოფარეხსა და სახელოსნოში ჭუჭყისგან განთავისუფლებას, იქნება ეს მრავალფუნქციური მტვერსასრუტის, მაღალი წნევით რეცხვის თუ ორთქლით საწმენდი აპარატის გამოყენებით.
რამდენად ხშირად უნდა გაიწმინდოს ავტოფარეხის კარი?
ავტოფარეხის კარი წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა გაიწმინდოს, და ეს იმ შემთხვევაში თუ რბილი კლიმატის პირობებში ცხოვრობთ. თუ ისეთ ადგილას გაქვთ სახლი, სადაც ამინდის პირობები ხშირად იცვლება და ნალექი ჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ ავტოფარეხის კარს რეგულარული წმენდა სჭირდება - ყოველ ორ-სამ თვეში ერთხელ მაინც. საერთო ჯამში, წმენდის სიხშირე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის რამდენად დაცულია ავტოფარეხი გარემო პირობებისგან და რამდენად ექსტრემალურია კლიმატი თქვენს საცხოვრებელ ადგილას. ძალიან ცივი და მკაცრი ზამთრები, წყალდიდობები, სეტყვა ან ძლიერი ქარი თუ ჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ ავტოფარეხის კარზე ჭუჭყი რეგურალურად და მაღალი რაოდენობით დალექება - შესაბამისად, უფრო ხშირად უნდა გაიწმინდოს კიდეც.
აქვე, უნდა გვესმოდეს, რომ ავტოფარეხის კარის წმენდა მხოლოდ ესთეტიკური მიზეზებით არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მისი გამართული ფუნქციონირებისთვისაც. მაღალია შანსი ჭუჭყის დიდი რაოდენობით აკუმულირებამ მექანიზმის გამართულად მუშაობას შეუშალოს ხელი - მაგალითად ხშირია შემთხვევები, როდესაც ავტოფარეხის კარის ნაწილები იჭედება, იმის გამო რომ ხრახნებში მტვერის დიდი რაოდენობა დაგროვდა, სიღრმისეულად ჩამჯდარი ჭუჭყი გაქვავდა, ან თავად კარის ზედაპირი დაზიანდა იმის გამო რომ ჭუჭყი დიდი ხნის განმავლობაში არ ჩამოირეცხა და დანალექმა მასალაში შეაღწია.
როგორ გავწმინდოთ ავტოფარეხის კარი მარტივად და სწრაფად?
თუ ავტოფარეხის კარს რეგულარულად - ორ-სამ თვეში ერთხელ - ვწმენდთ, წესით ამას არც ბევრი ძალისხმევა და არც ძლიერი საწმენდი საშუალებები დასჭირდება, ჭუჭყი უბრალოდ ვერ მოასწრებს სიღრმისეულად ჩაჯდომას (თუ რაიმე სპეციფიკურ ნივთიერებაზე არ გვაქვს საუბარი).
ზედაპირული ჭუჭყს სრულად თავისუფლად გაუმკლავდებით ე.წ. “კლასიკური გზით”: ცოტა თბილი წყლისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გაჟღენთილი ჩვრის დახმარებით. მეორეს მხრივ, ისიც უნდა გაითვალისწინოთ რომ მართალია ამგვარად მარტივად მოაშორებთ მტვერს, მაგრამ თავად პროცესს საკმაოდ დიდი დრო და ენერგია დასჭირდება.
თუ დროის ეკონომია თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია და/ან რეგულარულად გიწევთ ავტოფარეხის კარიდან ჯიუტი ჭუჭყის მოშორება, მაშინ გირჩევთ პროცესში მაღალი წნევით რეცხვის აპარატი დაიხმაროთ. რეგულირებადი წყლის ჭავლის წნევის წყალობით აპარატს იოლად ამოყავს სხვადასხვა მასალის ზედაპირიდან ყველაზე ჯიუტი ჭუჭყიც კი. აპარატის პისტოლეტს აქვს წნევის სამი დონე, სიძლიერეს არჩევთ იმის მიხედვით რა დანიშნულებისა და როგორი ტიპის ზედაპირზე გსურთ მოწყობილობის გამოყენება. უფრო მგრძნობიარე ზედაპირებისთვის გამოიყენება "რბილი" წნევის დონე, რომლის დაყენებაც შეიძლება პისტოლეტზე მოწყობილობის იატაკზე დადების გარეშე. მყარი და გამძლე მასალები კი შედარებით მაღალი წნევის ჭავლით იწმინდება.
ავტოფარეხის კარის წმენდა მასალის ტიპის მიხედვით
ავტოფარეხის კარის მასალა უმთავრესი დეტალია, რომელიც წმენდისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
- შეღებილი ლითონის კარების წმენდისას ჯერ სპეციალური საღებავის საწმენდი საშუალება უნდა გამოიყენოთ, რათა ზედაპირი გაგლუვდეს და წვრილი ნაკაწრები მოშორდეს. წმენდის შემდეგ კი უმჯობესია თუ გამოიყენებთ საპრიალებელ საშუალებას კარისთვის ბზინვარების მისაცემად.
- ხის ავტოფარეხის კარი გაწმენდის შემდეგ დაამუშავეთ ცვილით ან ლაქით დამცავი ეფექტისთვის, რათა მომავალში ჭუჭყს გაუჭირდეს სიღრმისეულად ჩაჯდომა
- პლასტმასის ავტოფარეხის კარის ზედაპირი კი უმჯობესია დაიცვათ ამინდისა და გარემო ზემოქმედებისგან სპეციალური პლასტმასის საწმენდი საშუალებებით.
როგორ გავწმინდოთ ავტოფარეხის ფანჯრები: შუშა vs. პლასტმასა
ბევრ ავტოფარეხს აქვს პატარა ფანჯრები, საფუძვლიანი წმენდისას კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას მიაქცევთ და სათანადოდ დაიცავთ.
მაგალითად, ავტოფარეხის კარებებზე ხშირად დატანილია პლასტმასის ფანჯრები, რომელიც მარტივად ზიანდება ცუდი ამინდის პირობებში. ამ ფანჯრების საფუძვლიანად გასაწმენდად კარგი იქნება მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენება. მაგრამ რადგან პლასტმასა მოწყვლადი მასალაა, წმენდამდე დარწმუნდით, რომ წნევის დონე "SOFT" არის დაყენებული. სწორად შერჩეული რეჟიმი დაიცავს ფანჯრებს წმენდისას ფანჯრებზე, მაშინ როდესაც ზედმეტად მაღალმა წნევამ შეიძლება დააზიანოს.
თუ თქვენი ავტოფარეხის კარს მინის ფანჯრები აქვს, წმენდისას ორთქლით საწმენდი აპარატის გამოყენებაც შეგიძლიათ. ორთქლით საწმენდი არ იყენებს ქიმიკატებს და უზრუნველყოფს სიღრმისეულ წმენდას მხოლოდ წყლის გამოყენებით. მოწყობილობა ჯერ თანაბრად აორთქლებს ფანჯარას, შემდეგ კი გამფრქვევი თავაკისა და მიკროფიბრის ტილოს გამოყენებით მოაშორებთ ფანჯარას დარბილებულ ჭუჭყს. როდესაც ჭუჭყი მთლიანად მოშორდება, ორთქლის დატოვებული ტენი უნდა მოიწმინდოს რეზინისპირიანი საწმენდის ან მშრალი მიკროფიბრის ნაჭრით.
მეორე მხრივ, პლასტმასის ფანჯრები არვითარ შემთხვევაში არ უნდა გაიწმინდოს ორთქლის საწმენდით: დიდია ალბათობა რომ ორთქლის ტემპერატურა, რომელიც თავისუფლად აღწევს 100°C და ზოგჯერ მეტსაც, პლასტმასს დააზიანებს.
უსადენო მინის საწმენდი ასევე კარგი ვარიანტია ავტოფარეხის წმენდის დროს გამოსაყენებლად. აპარატი უზრუნველყოფს ფანჯრების თანაბარ წმენდას და არ ტოვებს ზოლებს. უბრალოდ შეურიეთ წყალი ფანჯრის საწმენდ ხსნარს, მიასხურეთ ფანჯარას, მოაშორეთ დარბილებული ჭუჭყი მიკროფიბრის ნაჭრის დახმარებით და გამოიყენეთ აპარატის შეისრუტვის ფუნქცია შუშაზე დარჩენილი სინესტის მოსაშოებლად.
როგორ გავწმინდოთ ავტოფარეხამდე მისასვლელი გზა?
ავტოფარეხის წინ ტერიტორია - მათ შორის ავტოფარეხამდე მისასვლელი გზა და უშუალოდ ავტოფარეხის შესასვლელი - ის ადგილია, სადაც ჯიუტ ჭუჭყს განსაკუთრებით უყვარს დაგროვება.
ავტოფარეხამდე მისასვლელ გზაზე და შესასვლელ მონაკვეთზე ხშირად იყრის თავს დაბინძურება და ნარჩენები, როგორიცაა ფოთლები, მიწა და მტვერი. ამ ტიპის დაბინძურების მოსაშორებლად იდეალურია მექანიკური მოსახვეტი აპარატი. აპარატს აქვს სიმაღლის რეგულირებადი, ერგონომიული სახელური, ამიტომ მისი გამოყენებისას საერთოდ არ არის საჭირო დახრა, ხოლო მარტივად მართვადი მექანიზმის მეშვეობით არ სჭირდება დიდი დრო და ძალისხმევა ტერიტორიის საფუძვლიანად გასაწმენდად. ამასთან, თუ ისეთ ადგილას ცხოვრობთ სადაც ზამთარში თოვლი და ყინვა იცის, უმჯობესია იცოდეთ, რომ მექანიკური მოსახვეტი აპარატის გამოყენება ზამთრის შემდეგ დარჩენილი ხრეშის მოსაშორებლადაც შეგიძლიათ.
თუ ავტოფარეხამდე მისასვლელი ტერიტორია ძალიან ჭუჭყიანია, კვლავაც ოპტიმალური გამოსავალია მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენებაა, თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღებად კარგი იქნება რამდენიმე მომენტის გათვალისწინება:
- მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენებამდე, არსებული დაბინძურება უნდა მოშორდეს ცოცხით ან მექანიკური მოსახვეტი აპარატით;
- თუ ავტოფარეხამდე მისასვლელი ტერიტორია ძირითადად სიღრმისეულად ჩამჯდარი ჭუჭყითაა დაფარული, უმჯობესია თავდაპირველად ქვის საწმენდი ხსნარის გამოყენება რათა ჭუჭყი დარბილდეს და უკვე შემდეგ მაღალი წნევის წყლის ჭავლით მოიხსნას;
- დაბინძურების მოშორების და სიღრმისეული ჭუჭყის დარბილების შემდეგ მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენება უკვე იძლევა ეფექტურ შედეგს, მაგრამ მისი გამოყენება კიდევ უფრო ეფექტურია ზედაპირის საწმენდ ჯაგრისთან კომბინაციაში - ასე ყველაზე ღრმად ჩასული, ჭუჭყის ამოყვანაც კი რამდენიმე წუთის საქმეა.
როგორ გავწმინდოთ ავტოფარეხის შიდა სივრცე მარტივად და სწრაფად?
ადამიანების უმეტესობას სახლში ლიმიტირებული სივრცე აქვს, ამიტომ ცალკე მდგარი ავტოფარეხიც, როგორც წესი, რამდენიმე ფუნქციას ითავსებს. ბევრისთვის ის დამატებით სათავსო ან სახელოსნოც კია.
იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ავტოფარეხს უბრალოდ მანქანის დასაყენებლად იყენებენ, შიდა სივრცე მარტივად ივსება მტვრით, ხოლო თუ დამატებით ბევრი ნივთის შესანახად ან DIY პროექტებისთვისაც გამოიყენება - ავტოფარეხის დამტვერიანება და დაბინძურება ერთი-ორად სწრაფად ხდება. თუნდაც იმის გამო, რომ იქ შენახულ ნივთებს ხელს არ ვკიდებთ თვეობის განმავლობაში - და ამასთან არ გვახსენდება უბრალოდ მტვერსაწმენდი ჯაგრისი მაინც გადავუსვათ.
ამიტომ, სანამ წმენის პროცესს დავიწყებთ, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ავტოფარეხის სივრცის სწორი ორგანიზების გეგმის შემუშავება. თაროები და ორგანიზაციის სისტემის ქონა - სად და რა დავაწყოთ - სივრცის დასუფთავებას სამომავლოდ ბევრად გააადვილებს. ავტოფარეხის შიდა სივრცის სიღრმისეული წმენდის დაწყებამდე, რეკომენდებულია გადააწყოთ ყველაფერი, რაც აღარ გჭირდებათ. მიეცით მეზობლებს, მეგობრებს ან ნათესავებს ნივთები რომლებსაც არ იყენებთ და მხოლოდ მტვერს აგროვებს - თქვენი გამოუყენებელი ყვავილის ქოთნები ან ინსტრუმენტების ყუთები სხვებისთვის შესაძლოა ბევრად გამოსადეგი იყოს. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადრესატი არ გამოჩნდა, ნუ ეცდებით სამომავლოდ შეინახოთ ნივთები რომლებიც წლების განმავლობაში არ დაგჭირვებიათ. შიდა სივრცის საფუძვლიანი დალაგება გრძელვადიან შედეგს არ მოიტანს, თუ ისევ მტვრის დაგროვების პოტენციურ ბუდედ დარჩა.
ავტოფარეხის შიდა სივრცის დასუფთავება: მოკლე გიდი
ავტოფარეხის შიდა სივრცეში იატაკის ყველაზე ხშირად ბეტონისაა, რაც მოსახერხებელია - ბეტონი გამძლე მასალაა და თან ადვილად იწმინდება. პირველ რიგში მოგავეთ იატაკი ცოცხით, ან, დროის ეკონომიის მიზნით, გამოიყენეთ მექანიკური მოსახვეტი აპარატი. ასე შესაძლებელია იქნება რომ მტვერი, ფოთლები, მწერების ნარჩენები, არ შეიტანთ საცხოვრებელ სივრცეში.
კიდევ უფრო უკეთესი იქნება თუ იატაკის მოსაწმენდად მშრალი და სველი წმენდის მტვერსასრუტებს გამოიყენებთ, რადგან ასე შეძლებთ როგორც მშრალი ისე სველი ჭუჭყის სწრაფად აღებას, ისე რომ ერთი ხელსაწყოს შენახვასა და მეორეზე გადასვლაში დროს არ დაკარგავთ. თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტულად ავტოფარეხის წმენდისას უმჯობესია არჩევანი მრავალფუნქციურ მტვერსასრუტზე შეაჩეროთ: ის უფრო მყარია და ამიტომ შეუძლია უპრობლემოდ გაუმკლავდეს წვეტიან ან მყარ მასალებს, მაგ. ხრახნები ან ლურსმნები. ჩვეულებრივი მტვერსასრუტები მყარმა მასალებმა, როგორიცაა ლითონის პატარა საგნები, შესაძლოა დააზიანოს.კერხერის კატალოგში ყველა სველი და მშრალი წმენდის მტვერსასრუტი ასევე აღჭურვილია ფართო და მოქნილი შემწოვი შლანგით, რაც იძლევა გარანტიას, რომ დიდი რაოდენობით მტვრის შესრუტვისას არ იქმნება შლანგის გაჭედვის საშიშროება.
თუ ავტოფარეხი ძალიან ჭუჭყიანია ბეტონის იატაკის გასაწმენდად კარგად გამოდგება მაღალი წნევით რეცხვის აპარატიც. თუმცა, გახსოვდეთ რომ ავტოფარეხის სველად წმენდას თუ გეგმავთ, აუცილებელია წინასწარ დარწმუნდეთ, რომ ჭუჭყიან წყალს აქვს ადგილი სად ჩაედინოს. კიდევ ერთი ვარიანტია მაღალი წნევით რეცხვის აპარატზე ძლიერი სახეხის მიმაგრება ავტოფარეხის იატაკის გასაწმენდად. სახეხის პირი ადვილად გამოდევნის წყალს ავტოფარეხიდან პირდაპირ ხეხვის პროცესში. სხვა შემთხვევაში კი შეიძლება დავუბრუნდეთ სველი და მშრალი წმენდის მტვერსასრუტს და ნარჩენი წყალი უბრალოდ ავისრუტოთ მისი დახმარებით.
ფრთხილად, ზეთის ლაქები!
ყოველთვის არსებობს შანსი, რომ სადაც მანქანა დგას, იქ ძრავიდან შეიძლება ზეთმა გაჟონოს და იატაკზე გუბე დააყენოს. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ზეთის გუბეები სპეციალური საშუალებით “შეიკრას” და შემდეგ მოშორდეს მართებული ეკოლოგიურად სუფთა წესით. იატაკზე დარჩენილი ლაქა კი უნდა დამუშავდეს სპეციალური საწმენდი ხსნარისა (bile soap) და ცხელი წყლის ნაზავით. ჯერ დაასხით ცხელი წყლისა და საპნის ნაზავი ზეთის ლაქაზე და ცოტა ხანს დაელოდეთ ხსნარის რეაქციას, შემდეგ კი საფუძვლიანად გახეხეთ ლაქა სუფთა ცხელი წყლით.