რჩევები ორთქლით წმენდის შესახებ

ოქტომბერი 23 2024

რჩევები ორთქლით წმენდისას
რჩევები ორთქლით წმენდისას

ჩვენი ორთქლით საწმენდი აპარატები სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება: აწმენდის გარდა, ისინი შესანიშნავად ართმევენ თავს დაუთოებასა და ტექსტილის მოვლას. ამ ბლოგში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმაზე, თუ რა დანიშნულებით და რა მასალებზე შეგიძლიათ ორთქლით საწმენდი აპარატის გამოყენება:

იატაკის ფილების წმენდა

ზედაპირული წმენდისა და სიღრმისეული წმენდის შემდგომ ეტაპზე, გამოიყენეთ ტილოს ნაჭერი: გადაკეცეთ და მჭიდროდ შემოახვიეთ იატაკის საწმენდ თავაკზე. განსაკუთრებით ეფექტური წმენდისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მიკროფიბრის ქსოვილი (ან სხვა სპეციალური საწმენდი აქსესუარი).

ორთქლის გამოშვების შემდეგ სწრაფად ამოძრავეთ იატაკის საწმენდი თავაკი წინ და უკან. არ არის საჭირო ორთქლის უწყვეტად გამოშვება. ღრიჭოების გასაწმენდად, თავაკი უნდა ამოძრაოთ არა მხოლოდ სწორ გაყოლებაზე, არამედ დიაგონალურადაც ღრიჭოების მიმართულებით.

ორთქლით საწმენდი აპარატი

ლამინატის საფარის წმენდა

თუ ორთქლის ნაკადს მხოლოდ ნახევარ სიძლიერეზე ჩართავთ, შეგიძლიათ მშვიდად გაწმინდოთ ლამინატიც და პარკეტის იატაკიც. ორთქლის მოცულობა რეგულირდება ორთქლის გამშვებ პისტოლეტზე. იმუშავეთ ორი ტილოთი (ანუ თავაკი გამოყენებამდე 4 ფენა ნაჭრით დაფარეთ), რათა რაც შეიძლება ნაკლები ორთქლი მოხვდეს პირდაპირ ზედაპირზე. არ მიმართოთ ორთქლის ნაკადი დიდხანს ერთ ადგილზე, რათა იატაკი ზედმეტად არ დასველდეს. უნდა დარჩეს ტენის მინიმალური რაოდენობა - ამ შემთხვევაში ის სწრაფად და ზოლების გარეშე გაშრება.

ეს საყურადღებოა:

გირჩევთ ორთქლით წმენდის დაწყებამდე იატაკებს ზედაპირულად მაინც გადაატაროთ მტვერსასრუტი. ლამინატით დაფარულ ზედაპირზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ის პროფესიონალურად არის გადაკრული და საიმედოდაა დაწებებული.

აბაზანებისა და ტუალეტების წმენდა

ორთქლით საწმენდი აპარატი უმოკლეს დროში სიღრმისეულად ასუფთავებს სააბაზანო სივრცეს: მათ შორის კედლის ფილებს, მინისა და სარკის ზედაპირების, შემრევებს, ღრიჭოებს, ვიწრო ადგილების და ა.შ.

კირისა და საპნის ნადების წმენდა

კირისა და საპნის სიღრმისეულად ჩამჯდარი ნადების მოშორებაც კი ადვილად შეიძლება თუ პროცესში აბრაზიულ ნაჭერს (მიკროფიბრის აბაზანის საწმენდი ტილოები) გამოიყენებთ.


შემრევების წმენდა:

  • ქრომის ან უჟანგავი ფოლადის შემრევის წმენდისას გამოიყენეთ მხოლოდ ნაზი წმენდის თავაკი, ასე მის დაკაწვრას აირიდებთ თავიდან. მიმართეთ თავაკი გასაწმენდი ობიექტისგან მოკლე მანძილზე და დაელოდეთ, სანამ კირის ნადები არ დაიშლება. თუ ნადები არ იძვრის ან უხერხულ ადგილას არის ჩამჯდარი, სცადეთ თავაკზე ჯაგრისის დამაგრება. გახეხეთ ჯიუტი არეალი ორთქლის ძლიერი ნაკადის გამოყენებით.
  • თუ ცხიმი უკვე დიდი ხანია რაც ჩამჯდარია, მზად იყავით, რომ ამოყვანას საკმაო ძალისხმევა დასჭირდება. გამოიყენეთ ორთქლის ძლიერი ნაკადი. კარგად გახეხეთ და პერიოდულად ნაკადით დააწექით დაბინძურებულ არეალს, სანამ ცხიმი სრულად არ მოშორდება. 
  • პერიოდულად ცვალეთ ტილო - ცხიმი ნაჭერში ძალიან მალე ჯდება.
  • ნესტმა ზედაპირზე ზოლები რომ არ დატოვოს, გადაუსვით გასუფთავებულ ზედაპირს მიკროფიბრის ტილო.
  • ყველაზე ჯიუტი ჭუჭყის მოშორებაც კი შეიძლება ორთქლის ძლიერი პირდაპირი ნაკადით და ენერგიული ხეხვით - უბრალოდ მზად იყავით, რომ ზოგიერთი ნადების მოშორებას დრო სჭირდება.
  • სქელი კირის ნადები გაწმენდამდე გაჟღინთეთ ძმრით ან ლიმონის წვენით და აცალეთ სანამ კარგად შეიწოვება.
  • გახსოვდეთ, რომ ზედაპირების რეგულარული ორთქლით წმენდა ხელს შეუშლის კირის ნადების ფორმირებას.
ორთქლით საწმენდი აპარატი თავაკებით

ფანჯრებისა და სარკეების წმენდა

  1. ორთქლით საწმენდი აპარატის გამოყენებამდე ჩაატარეთ ღრმა წმენდა. გადაუსვით მთელ ზედაპირს ტილო. ზამთარში თუ მინები ძალიან ცივია, წინასწარ გაათბეთ ორთქლის სუსტი ნაკადით დაახლოებით 5 სმ-ის მანძილიდან - პირდაპირ ძლიერი ნაკადის გამოყენებამ შესაძლოა მინები დააზიანოს.
  2. შემდეგ გაძლიერებული ორთქლის ნაკადი მიმართეთ მინებისკენ და ჩამოუყევით ზევიდან ქვევით. გამოიყენეთ ნაზი წმენდის თავაკი.
  3. ჩამოწმინდეთ კონდენსირებული წყალი ზევიდან ქვევით ფანჯრების საწმენდის გამოყენებით. პროცესი 2-3-ჯერ გაიმეორეთ. იმისთვის, რომ ზოლები არ დარჩეს, ყოველი ჩამოწმენდის შემდეგ გაამშრალეთ საწმენდი ტილოთი. 
  4. შესაძლოა ჩამოწმენდის შემდეგ მინებზე რამდენიმე წვეთი დარჩეს - ეს პრობლემა არაა. უბრალოდ სუფთა რბილი ნაჭრით ჩამოწმინდეთ. ზოლები არ დარჩება. 

ფილებს შორის ღრიჭოების წმენდა

  1. ნაზი წმენდის თავაკი ფილებს შორის ღრიჭოების გასაწმენდადაც გამოდგება - თუ ჭუჭყი ღრმად ჩამჯდარია და უბრალოდ ორთქლის გამოყენებით არ ამოდის, დაამაგრეთ აპარატზე მრგვალი ჯაგრისი. 
  2. გახსოვდეთ, რომ ყველაზე სიღრმისეული ჭუჭყის დაშლაც კი შესაძლებელია ორთქლის ძლიერი პირდაპირი ნაკადით და ენერგიული ხეხვით.
  3. ორთქლით სიღრმისეული წმენდის შემდეგ, გაამშრალეთ ნესტიანი ზედაპირი რბილი ნაჭრით. თუ ფილების დასამაგრებლად გამოყენებულია სილიკონი, ფრთხილად იყავით ორთქლის გამოყენებისას - ხანგრძლივმა ნაკადმა შესაძლოა მასალა დააზიანოს.

ცხიმის ნადების მოშორება

  1. უჟანგავი ფოლადის შემრევი ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ ადვილად ილაქება, განსაკუთრებით ცხიმით. მეტალს პირვანდელი ბზინვარება რომ დაუბრუნოთ, სიღრმისეული წმენდის შემდეგ გააპრიალეთ ხავერდოვანი ნაჭრის ან მიკროფიბრის ტილოთი.
  2. თუ ცხიმის ლაქა უკვე ძველია, ხანგრძლივი ხეხვა და პერიოდულად ორთქლის ძლიერი ნაკადით დაწოლა ერთადერთი გამოსავალია. მზად იყავით, რომ პროცესი დროს წაიღებს.
  3. პერიოდულად ცვალეთ ტილო - ცხიმი ნაჭერში ძალიან მალე ჯდება.

ქურისა და ღუმელის წმენდა

  1. ხშირად დალაგებისას ქურის მინის ან კერამიკის საფარი პრობლემური ზონა ხდება, მაგრამ არა ორთქლით წმენდის აპარატის გამოყენებისას. უჟანგავი ფოლადის სპირალური თავაკი მრგვალ ჯაგრისთან ერთად ეფექტურად აპრიალებს კერამიკულ ზედაპირს.
  2. არ შეგეშინდეთ მინასა თუ კერამიკაზე ნაკაწრების. ორთქლი წმენდისას ქმნის ერთგვარ საპოხ ფენას. ქურის ღრიჭოები და კიდეები შეგიძლიათ გაწმინდოთ ნაზი წმენდის თავაკითა და მრგვალი ჯაგრისით (ჯაგრისი თავაკზე მაგრდება), ყველანაირი დამატებითი საფარის გარეშე.
ორთქლით საწმენდი აპარატი კერხერისგან

ტანსაცმლისთვის განახლებული სახის დაბრუნება

ერთ-ერთი საინტერესო აქსესუარი, რომელიც ორთქლით წმენდის აპარატზე მაგრდება არის ტექსტილის მოსავლელი თავაკი. ინტეგრირებული ბუსუსების მოსაშორებელი ეფექტურად აშორებს ნაჭერს თმებსა და ბუსუსებს. ორთქლის გამოყენებით მარტივად შეიძლება ფარდებისა თუ ტანსაცმლიდან ნაოჭებს, ისე რომ გაუთოება აღარ არის საჭირო. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ორთქლის გამოყენება ნაჭრიდან არასასიამოვნო სუნის ამოსაყვანად.

ორთქლი ბუნებრივია და საფუძვლიანად წმენდს

მარტივი, ბიოლოგიურად სუფთა და ეკოლოგიურად უსაფრთხო: ორთქლით წმენდა არის წმენდის ყველაზე ბუნებრივი გზა - და თითქმის ყველა სხვა წმენდის მეთოდის იდეალური ალტერნატივა. 

ჩვენი ორთქლით წმენდის აპარატები გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით. წმენდის გარდა, მათ დაუთოებისა და ტექსტილის მოვლის ფუნქციებიც გააჩნიათ. ორთქლის გამოყენება ზოგავს დროს, და მარტივია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაოდენ დიდი ან მცირეც არ უნდა იყოს საოჯახო საქმე.

როგორ გვიმარტივებს ორთქლით წმენდა ცხოვრებას

ჯერ კიდევ უხსოვარ დროს, სანამ პირველი ადამიანები სისუფთავეზე დაფიქრდებოდნენ, ორთქლი ამოდიოდა მიწიდან ვულკანებისა თუ გეიზერების სახით. მაგრამ მხოლოდ 1700 წელს მივიდა კაცობრიობა ორთქლის ძალის პრაქტიკულ გამოყენებამდე. ორთქლით წმენდა ორთქლის ძალის ყველაზე თანამედროვე გამოყენების მეთოდია.

მულტიფუნქციური ორთქლით საწმენდი აპარატი

რატომ ითვლება ორთქლით წმენდა ერთ-ერთ ყველაზე ეკომეგობრულ წმენდის მეთოდად?

ძალიან მარტივად რომ ავხსნათ: ორთქლით წმენდა არ იყენებს არანაირ ქიმიკატს. ორთქლის ძალისა და ტემპერატურის კომბინაცია საკმარისია სიღრმისეული ჭუჭყის დასაშლელადაც კი, რის გამოც საწმენდი საშუალებები უბრალოდ აღარ არის საჭირო. ეს კი ახდენს მნიშვნელოვან წყლის ეკონომიას

ონკანის წყლის ერთი ლიტრი საკმარისია 1,700 ლიტრი ორთქლის შესაქმნელად! ეს ის რაოდენობაა, რომელიც წარმოიქმნება დაახლოებით 20 წუთი ორთქლით წმენდის განმავლობაში - სრულიად საკმარისი დრო პატარა ბინის გასაწმენდად. და რადგან ელექტროენერგია საჭიროა მხოლოდ წყლის გასათბობად, ენერგიის მოხმარებაც მინიმუმამდეა დაყვანილი. 

ეს მომგებიანია, როგორც ბუნებისთვის, ისე საოჯახო ბიუჯეტისთვის!

ამასთან, ორთქლით წმენდა ამცირებს ბუნებასა და მის რესურსებზე დატვირთვას სხვა მხრივაც. მაგალითად, აღარ არის საჭირო საწმენდი საშუალებების შეფუთვის გადაყრა, რაც ამცირებს დანაგვიანებას და დამატებით რესურსებს ზოგავს.

რატომ ითვლება ორთქლით წმენდა ჯანსაღ მეთოდად?

ორთქლით წმენდა გიცავთ თქვენ და თქვენს ოჯახს. სარეცხი საშუალებებისგან განსხვავებით, კონდენსირებული ორთქლი არ ტოვებს პოტენციურად ალერგიის გამომწვევ ნაწილაკებს გაწმენდილ ზედაპირებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ ოჯახში გყავთ პატარა ბავშვები, რომელთაც უყვართ ნივთების პირში ჩადება. ორთქლის გამოყენებისას შეგიძლიათ არ იდარდოთ პოტენციურად არასწორი საწმენდი საშუალების გამოყენებით გამოწვეულ უბედურ შემთხვევებზე, კანის გაღიზიანებაზე ან ჯანმრთელობაზე სხვა უარყოფით ეფექტებზე.

ალერგიულ ადამიანებსაც შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ. ორთქლი კრავს მტვერს და არ გააბნევს ალერგენებს ჰაერში (მაგ. მტვრის ტკიპები და მათი ექსკრემენტები). ამით ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ფიზიკური დაძაბულობაც ორთქლის წმენდის დროს მნიშვნელოვნად მცირდება, რადგან ნაკლებად იტვირთებით - ძლიერი ორთქლი ხომ გაცილებით სწრაფად და ეფექტურად წმენდს, ვიდრე სტანდარტული მეთოდები.

რატომ აქვს ორთქლს ასეთი ძლიერი ეფექტი წმენდისას?

ორთქლით წმენდის ეფექტურობის საიდუმლო ორთქლის ნაკადისა და ტემპერატურის კომბინაციაშია. ცხელი ორთქლის ნაკადი არა მხოლოდ უფრო ადვილად აცილებს ჭუჭყს, არამედ უფრო მარტივად აღწევს ძნელად მისაწვდომ ადგილებში და, შესაბამისად, უფრო სიღრმისეულადაც წმენდს. და თანაც ყველანაირი ქიმიკატის გარეშე! 

კონკრეტულ შემთხვევებში ორთქლით წმენდას შესაძლოა დასჭირდეს მექანიკური წმენდით (მაგ. ჯაგრისით ან ტილოთი) წახმარება, მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო ეფექტური შედეგი უფრო მალე დგება, ვიდრე ნებისმიერი სხვა მეთოდის გამოყენებისას. 

გარდა ამისა, რადგან ორთქლის გენერაცია ფილტრავს წყალს მინერალებისგან, ჩვენი საწმენდი აპარატები არ ტოვებენ ზედაპირზე ნარჩენებს ან ზოლებს.

კერხერის ორთქლით საწმენდი აპარატი

რატომ არის ორთქლით წმენდის მეთოდი უფრო მარტივი და სწრაფი?

ორთქლით წმენდა სისწრაფის ეკვივალენტია. სიღრმისეული ჭუჭყი და ცხიმის ლაქებიც კი წამებში იხსნება და შორდება ორთქლის გამოყენებისას. იმ შემთხვევებშიც კი, თუ ორთქლს მექანიკური წმენდით უნდა დაეხმაროთ, პროცესი გაცილებით ნაკლებ დროის მოითხოვს ვიდრე სხვა საწმენდი საშუალებების გამოყენებისას. ორთქლი გიზოგავთ დროს დაუთოებისასაც – თეთრეული არ საჭიროებს დამატებით დატენიანებას და ნაოჭები ბევრად სწრაფად სწორდება.

და თანაც არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის მასალისა თუ ზედაპირს წმენდთ, ყველაფრისთვის საკმარისია ერთადერთი მოწყობილობა: ორთქლით წმენდის აპარატი. ეს კი გაძლევთ საშუალებას საოჯახო საქმეები მალე მოილიოთ და მეტ დრო დაუთმოთ უფრო მნიშვნელოვან რამეებისთვის.

როგორ მუშაობს ორთქლით წმენდის აპარატი?

ორთქლით წმენდის აპარატი ორთქლის ქვაბის მსგავსი პრინციპით მუშაობს: წყალი ცხელდება დალუქულ ბოილერში, სანამ არ ადუღდება და ორთქლი არ წარმოიქმნება. ამ პროცესს დაახლოებით ერთიდან ექვს წუთამდე სჭირდება ერთ ლიტრ წყალზე (დეტალები კონკრეტულ აპარატზეა დამოკიდებული).

ეს საყურადღებოა

ორთქლი ყველაზე კარგად ფორმირდება, როდესაც ავზი არ არის სრულად შევსებული. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ძალიან სველი იყოს და ზედმეტად სწრაფად შეიწოვებოდეს. როდესაც წყალი დუღს, ორთქლი გამოიყოფა კონკრეტული რაოდენობით ორთქლის პისტოლეტიდან. რაც უფრო მაღალია ორთქლის წნევა, მით უფრო სწრაფად გამოიყოფა ორთქლი, და მით უფრო მეტია მისი ჭუჭყის გამხსნელი ძალა. როგორც ხედავთ აპარატი საკმაოდ მარტივია გამოყენებაში. ჩვენი რჩევაა თავიდანვე გამოიყენოთ თბილი წყალი - ეს დააჩქარებს ორთქლის წარმოქმნის პროცესს. 

ეს უნდა ვიცოდეთ:

კერხერის ორთქლით წმენდის აპარატები აკმაყოფილებს ყველა უსაფრთხოების მოთხოვნას. ამას ადასტურების TÜV-ისა და საერთაშორისო ტესტირების ცენტრებისგან მიღებული სერტიფიკატებით. ყველა ელექტროგამტარი ნაწილი, რა თქმა უნდა, წყალგამძლეა.

7 საუკეთესო მიზეზი ორთქლით წმენდის აპარატის გამოსაყენებლად:

  • ორთქლით წმენდა ეკომეგობრულია – არ საჭიროებს დამატებით საწმენდ საშუალებებს და ითხოვს წყლის მინიმალურ მოხმარება.
  • ორთქლით წმენდა უზრუნველყოფს ჰიგიენის მაღალ სტანდარტებს - აღწევს ყველაზე რთულ ადგილებშიც და ამოჰყავს ძველი, ჯიუტი ჭუჭყი.
  • ორთქლით წმენდას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა - დაივიწყეთ ხანგრძლივი და დამღლელი პროცესები.
  • ორთქლით წმენდა უფრო ჯანსაღია - არ არის საჭირო ქიმიკატების გამოყენება.
  • ორთქლით წმენდა მრავალმხრივია - გამოიყენება როგორც სამზარეულოს, სააბაზანოს, თუ ფანჯრების წმენდისთვის, ისე უთოობისთვის და ტექსტილის გასაახლებლად.
  • ორთქლით წმენდა ზოგავს დროს - ჭუჭყი ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით გაცილებით სწრაფად შორდება.
  • ორთქლით წმენდა ზოგავს ფულს – მოითხოვს ნაკლებ ელექტროენერგიას, ეკონომიურად ხარჯავს წყალს, და არ სჭირდება დამატებითი საწმენდი საშუალებები.