იმისთვის, რომ თქვენი სახლი და ბაღი წყლით მარტივად უზრუნველყოთ, სასურველია წყლის ტუმბო (იგივე პომპა) შეიძინოთ. “Kärcher” გთავაზობთ წყლის ტუმბოებს ნებისმიერი მოთხოვნისა და გამოყენების სფეროსთვის.
“Kärcher”-ის წყლის პომპა წვიმის და მიწისქვეშა წყლის მიწოდებას წვიმის კასრებიდან, ცისტერნებიდან და ღრმა ჭაბურღილებიდან უზრუნველყოფს.
მეორეს მხრივ, წყლის ტუმბო ზედმეტ არასაჭირო წყალს ამოქაჩავს სწრაფად - ეს შეიძლება მოხდეს აუზის გასუფთავების პროცესში ან სარდაფის დატბორვის შემთხვევაში.
“კერხერი” თბილისში აკაკი ბელიაშვილის #167-სა და ვაჟა-ფშაველას #4-ში მდებარეობს.
ჩასაძირი პომპა
Kärcher-ის ჩასაძირი პომპები მარტივად და სწრაფად უზრუნველყოფს წყლის რეცირკულაციას.
“კერხერის” პომპების გამოყენება შესაძლებელია როგორც დაბინძურებული, ისე სუფთა წყლის ამოსატუმბად.
Booster პომპა
ეს პროდუქტები აქტიურად გამოიყენება როგორც ბაღის მორწყვისთვის, ისე შენობაში სარეცხი მანქანისა და სველი წერტილების ჭაბურღილის, მიწისქვეშა, წვიმისა და წყაროს წყლით მომარაგებისთვის.
დრენაჟული პომპა სუფთა წყლის ამოსატუმბად
კერხერის დრენაჟული პომპები იღებენ წყალს სწრაფად და მარტივად ან წყლის რეცირკულაციისთვის ან სრულიად ბოლომდე ამოსატუმბად. შეგიძლიათ აირჩიოთ მოდელები ჭუჭყიანი წყლის ამოსატუმბად, სუფთა წყლის ან საშუალოდ დაჭუჭყიანებული წყლისთვის.
დრენაჟული პომპა დაბინძურებული წყლის ამოსატუმბად
მსგავსი ტუმბო წყალდიდობის შედეგად მოვარდნილი წყლის ან გათხრილი ორმოებიდან წყლის სწრაფად გადასაქაჩად გამოიყენება.
Booster პომპა: ბაღის მორწყვა
სარწყავი წყლის ტუმბო ჭაბურღილებიდან, ცისტერნებიდან და კასრებიდან მცენარეებისა და გაზონების მოსარწყავადაა შექმნილი.
საყოფაცხოვრებო Booster პომპა
საყოფაცხოვრებო პომპებს წყალი ალტერნატიული წყაროებიდან სახლში გამოსაყენებლად გადააქვს (მაგ., ტუალეტის ჩარეცხვა და სარეცხი მანქანები).
დაუბრუნეთ თქვენს ოაზისს ბრწყინვალება
“კერხერის” კატალოგში ეზოს მოვლისთვის საჭირო ტექნიკა შეგხვდებათ, რომელიც თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს იქნება მორგებული. ჩვენი ინოვაციური პროდუქტები დაგეხმარებათ თქვენი ბაღი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მორწყათ. Booster ტუმბოები წვიმის ან მიწისქვეშა წყალს მოგაწვდიან თქვენთვის სასურველ ადგილას. დრენაჟული პომპები კი არასასურველი წყლის ამოტუმბვაში დაგეხმარებათ.
ამ პროცესში კი თქვენი ჩართულობა მინიმალური იქნება, რადგან “კერხერის” პროდუქტები მაქსიმალურ კომფორტს გთავაზობთ.
წყალქვეშა ტუმბოები
კერხერის მძლავრი წყალქვეშა ტუმბოები სწრაფ და საიმედო დახმარებას გთავაზობთ, თუ გსურთ სუფთა ან ჭუჭყიანი წყლის ამოტუმბვა. იქნება ეს სარეცხი მანქანის გაჟონვა, ძლიერი წვიმა თუ დახშული სადრენაჟო სისტემა, კერხერის წყალქვეშა ტუმბო უსაფრთხოდ და საიმედოდ გეხმარებათ წყლის მომენტალურად მოშორებაში.
SP Flat
SP Flat სერიის ბრტყელი წყლის პომპა წყალს მხოლოდ 1 მმ-მდე დონემდე აგროვებს. ასეთი მოწყობილობა საუკეთესოა ტანსაცმლისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაჟონვის შემთხვევაში.
SP Dirt
ამ მოწყობილობას შეუძლია ისეთი ნაწილაკების მოშორებაც, რომელთა ზომაც 30 მმ-მდეა.
პროდუქტი საუკეთესოა ინდუსტრიული დაბინძურების გასასუფთავებლად.
SP Dual
იძლევა ძალიან ჭუჭყიანი, შლამიანი ნარჩენების ამოტუმბვის შესაძლებლობას. 30 მმ-მდე ზომით ნაწილაკებიც კი არ წარმოადგენს პრობლემას ამ მოწყობილობისთვის.
Booster პომპა
ონკანის წყალი ძვირფასი და ძვირია. სწორედ ამიტომ, ბაღის მფლობელებს ეს პომპა წვიმის წყლის შესაგროვებლად შეუძლიათ გამოიყენონ.
BP Garden
BP Garden ტიპის სარწყავი წყლის ტუმბო გაზონების მოსარწყავად გამოიყენება. მოწყობილობის ჩამრთველი ფეხით ფუნქციონირებს, რის გამოც მომხმარებელს მისი ამუშავებისთვის დახრა აღარ სჭირდება.
BP Home
BP Home საშუალებას გაძლევთ თქვენს სახლს წყალი ჭებისა და სხვადასხვა ცისტერნების წყალი მიაწოდოთ. ტუმბო, საჭიროების შემთხვევაში, ავტომატურად ირთვება.
BP სახლი და ბაღი
ეს მოწყობილობები კიდევ უფრო მეტ სიმძლავრეს გთავაზობთ. სამუშაოდ მათ, დაახლოებით 30%-ით ნაკლები ენერგია სჭირდებათ, ვიდრე სტანდარტულ ტუმბოებს.
პროდუქტის შეძენამდე გაითვალისწინეთ ის, რომ წყლის ტუმბოს ფასი სწორედ მისი სიმძლავრით განისაზღვრება, ამიტომ ძლიერი მოწყობილობა, ხშირად, ნაკლებად ბიუჯეტურია.
BP კასრის ტუმბოები
BP კასრის ტუმბოები ამარტივებს წყლის კასრიდან ბაღის მორწყვისთვის წყლის გამოყენებას. ტუმბოების მართვა მარტივია. ჩართვა/გამორთვის ღილაკი უშუალოდ კასრის კიდეზეა დამონტაჟებული, რაც მის გამოყენებას ადვილს ხდის.
BP ცისტერნა
ეს ტუმბოები უშუალოდ წყლის ცისტერნებში, კასრებში ან ჭაბურღილების შახტებშია მოთავსებული.
კოროზიის მიმართ მდგრადი უჟანგავი ფოლადის კორპუსი ტუმბოს მექანიზმს გრძელვადიან დაცვას უზრუნველყოფს. ტუმბო მოსახერხებელი და უსაფრთხოა - ის ავტომატურად გამოირთვება თუ წყლის დონე დაბალია.
BP ჭებისთვის
ამ ტიპის ტუმბო შესაძლებელია ღრმა ჭების ვიწრო ღიობებში გამოიყენოთ. პროდუქტი წყლის სიღრმიდან მოპოვებას უზრუნველყოფს. მრავალსაფეხურიანი ჰიდრავლიკა კი საჭირო წნევას უზრუნველყოფს.
ტუმბოებს უჟანგავი ფოლადის კორპუსი აქვს , რომელიც მათ დაზიანებისგან იცავს.
გახანგრძლივებული გარანტია
“კერხერი” შესაძლებლობას გაძლევთ გარანტია BP Garden, BP Home, BP Home & Garden და SP Dirt, SP Flat და SP Dual მოდელებზე 5 წლამდე გაზარდოთ.