გახსოვთ ის შეგრძნება, როდესაც თქვენმა ახალმა მანქანამ გზაზე პირველად გაიარა? როდესაც ბაღში პირველად დადგით ახალნაყიდი ავეჯი და კედლები უნაკლოდ სუფთა იყო? მსგავს მომენტებს WOW მომენტებს ვეძახით. დროსთან ერთად ისინი ქრება - მაგრამ არა როდესაც Kärcher-ის წნევით რეცხვის აპარატია თქვენს მხარეს. მას წინ ვერანაირი მტვერი და ჭუჭყი ვერ აღუდგება - ასე რომ, WOW მომენტი აღარასოდეს გაქრება! კერხერის მაღაზიაში შეიძენთ კომპაქტური და მარტივი დიზაინის წნევით სარეცხ აპარატებს, რომლებიც მარტივად უმკლავდებიან ყველანაირ დაბინძურებას და წმენდის პროცესს სწრაფ, სასიამოვნო პროცესად აქცევენ.
მაღალი წნევით რეცხვის აპარატი K7 POWER
- რეგულარული ფასი
- 1,755.00 ₾
- გასაყიდი ფასი
- 1,755.00 ₾
- რეგულარული ფასი
-
- ერთეულის ფასი
- per
მაღალი წნევით რეცხვის აპარატი K5 COMPACT
- რეგულარული ფასი
- 1,050.00 ₾
- გასაყიდი ფასი
- 1,050.00 ₾
- რეგულარული ფასი
-
- ერთეულის ფასი
- per
მაღალი წნევით რეცხვის აპარატი K7 COMPACT
- რეგულარული ფასი
- 1,695.00 ₾
- გასაყიდი ფასი
- 1,695.00 ₾
- რეგულარული ფასი
-
- ერთეულის ფასი
- per
მაღალი წნევით რეცხვის აპარატი K4 POWER CONTROL
- რეგულარული ფასი
- 895.00 ₾
- გასაყიდი ფასი
- 895.00 ₾
- რეგულარული ფასი
-
- ერთეულის ფასი
- per
მაღალი წნევით რეცხვის აპარატი K5 POWER CONTROL
- რეგულარული ფასი
- 1,160.00 ₾
- გასაყიდი ფასი
- 1,160.00 ₾
- რეგულარული ფასი
-
- ერთეულის ფასი
- per
მაღალი წნევით რეცხვის აპარატი K3 POWER CONTROL
- რეგულარული ფასი
- 550.00 ₾
- გასაყიდი ფასი
- 550.00 ₾
- რეგულარული ფასი
-
- ერთეულის ფასი
- per
მაღალი წნევით რეცხვის აპარატი K2 CLASSIC
- რეგულარული ფასი
- 295.00 ₾
- გასაყიდი ფასი
- 295.00 ₾
- რეგულარული ფასი
-
- ერთეულის ფასი
- per
მაღალი წნევით რეცხვის აპარატი K3 Classic
- რეგულარული ფასი
- 450.00 ₾
- გასაყიდი ფასი
- 450.00 ₾
- რეგულარული ფასი
-
- ერთეულის ფასი
- per
მაღალი წნევით რეცხვის აპარატი K4 CLASSIC
- რეგულარული ფასი
- 650.00 ₾
- გასაყიდი ფასი
- 650.00 ₾
- რეგულარული ფასი
-
- ერთეულის ფასი
- per
მაღალი წნევით რეცხვის აპარატი K4 COMPACT
- რეგულარული ფასი
- 850.00 ₾
- გასაყიდი ფასი
- 850.00 ₾
- რეგულარული ფასი
-
- ერთეულის ფასი
- per
შეარჩიე წნევით რეცხვის აპარატი, რომელიც შენს საჭიროებებს ერგება

SMART CONTROL
ეს მაღალი წნევით რეცხვის აპარატი ყველანაირი ტიპის სამუშაოს უმკლავდება. ინტეგრირდება Home & Garden მობილურ აპლიკაციასთან, Bluetooth-სთან და ჭკვიან აღჭურვილობასთან, როგორიცაა Smart Control სასხლეტი და 3-რეჟიმიანი გამფრქვევი თავაკი.

POWER CONTROL
ენერგიის დაბალანსება წმენდის ინტენსივობასთან არასდროს ყოფილა ისე ადვილი, როგორც ამ სერიის აპარატებით! ინტეგრირდება Home & Garden აპლიკაციასთან და ძლიერ აქსესუარებთან, როგორიცაა Power Control პისტოლეტი ან Vario Power გამფრქვევი.

STANDARD
ყველაფერი რაც საჭიროა ეფექტური წმენდისთვის: მარტივი საოპერაციო სისტემა, სხვადასხვა სახის დასუფთავებისთვის ოპტიმალური სიმძლავრეები და მოხერხებული სათავსოები აქსესუარების შესანახად.

CLASSIC
ვინც ეძებს კომპაქტურ და პორტატიულ აპარატს, ამ სერიაში იდეალურ დამხმარეს იპოვის. CLASSIC სერიის აპარატები იკავებენ მინიმალურ სივრცეს, ადვილად შესანახია და სწრაფად აკეთებს საქმეს. მოჰყვება მოხერხებული, ინტეგრირებული შლანგის სათავსო.

BATTERY
იდეალურია ისეთი ლოკაციებისთვის, სადაც ლიმიტირებულია წვდომა დენის როზეტზე. უკაბელო, კომფორტული დიზაინის, მობილური და მოქნილი. აქვს ბატარეის დიდი რეზერვი და ადვილად გაწმენდს რაც გჭირდება!
SMART CONTROL სერიის აპარატები
პირველი წნევით რეცხვის აპარატი მობილური აპლიკაციის კონტროლით!
მაღალი წნევით რეცხვის აპარატები, რომლებიც ნებისმიერი სირთულის სამუშაოს უმკლავდება. კერხერის SMART CONTROL სერიის აპარატები ერთ-ერთი პრემიუმ კატეგორიაა, რომელიც შეგიძლიათ დაუკავშიროთ Home & Garden-ის მობილურ აპლიკაციას (App Store, Google Play). იმის მიხედვით, თუ რა უნდა გაწმინდოთ, აპლიკაციის ჭკვიანი კონსულტანტი შესაბამის პარამეტრს არჩევს და მას თქვენი სმარტფონიდან კერხერის აპარატს უგზავნის. როდესაც იყენებთ, გაქვთ გარანტია რომ ყოველთვის შერჩეულია სწორი წნევა და სწორი აქსესუარები მაქსიმალურად ოპტიმალური შედეგისთვის.
ინდუსტრიის სტანდარტი
SMART CONTROL სერიის წნევით რეცხვის აპარატებით კერხერი განსაკუთრებით ამაყობს! მობილური აპლიკაცია საშუალებას იძლევა სრულად აკონტროლოთ აპარატის პისტოლეტი და 3 სახის წყლის ნაკადის მარეგულირებელი მოწყობილობა, რომელთა შექმნაც კერხერის მრავალწლიანი გამოცდილების კულმინაციაა.
Boost რეჟიმი
Smart Control აპარატების ეს რეჟიმი დამატებითი ენერგიის მუხტს იძლევა 30-წამიან მონაკვეთზე უფრო ძლიერი სიღრმისეული წმენდისთვის.
რეჟიმის გააქტიურება შესაძლებელია როგორც მოწყობილობიდან, ისე აპლიკაციის დახმარებით.
მრჩეველი აპლიკაცია
მობილური აპლიკაცია იძლევა პრაქტიკულ რჩევებს გასარეცხი ზედაპირისგან გამომდინარე - აწვდის აპარატს ინფორმაციას გაწმენდის ოპტიმალურ წნევაზე და ავტომატურად უცვლის რეჟიმს.
ყველაფერი, რაც გჭირდებათ
ჭკვიანი დეტალების დახმარებით, როგორიცაა Smart Control პისტოლეტი, 3 რეჟიმიანი გამფრქვევი თავაკი და ქიმიის დაერთების მარტივი სისტემა შეძლებთ ყველაზე ღრმად ჩამჯდარ დაბინძურებასაც კი მარტივად გაუმკლავდეთ.
POWER CONTROL სერიის წნევით რეცხვის აპარატები
დასუფთავებისას აუცილებელია სწორი ტექნიკის გამოყენება. POWER CONTROL სერიის აპარატები კი სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა, რადგან უამრავი აქსესუარი აქვს და ჩვენი მობილური აპლიკაციის საშუალებით Home & Garden (App Store, Google Play) შესაძლებელია ისეთი რჩევებისა და ინფორმაციის მიღება, რაც თქვენს აპარატს უფრო ეფექტურს გახდის.
წყალი - კერხერის ძალა
Power Control სერიის წნევით რეცხვის აპარატები მრავალ შთამბეჭდავ ფუნქციას ითავსებს. ტელესკოპური სახელურით ადვილი და კომფორტულია აპარატის შენახვა-ტრანსპორტირება. სხვადასხვა მოდელს სარეცხი საშუალებების დამატების განსხვავებულ ფუნქცია აქვთ, მათ შორის Plug 'n' Clean სისტემა. K3 მოდელიდან მოყოლებული, დაყენებული წნევა ჩანს პისტოლეტზე. ეფექტური წმენდა უფრო მარტივია, ვიდრე ოდესმე.
Power Control სერიაში იპოვით K2, K3, K4 და K5-ის კლასის მოდელებს.
STANDARD სერიის აპარატები
ჩვენი STANDARD სერიის დიაპაზონში შედის მაღალფუნქციური, მინიმალისტური დიზაინის წნევით რეცხვის აპარატები. ასორტიმენტი ფართოა, დაწყებული მაღალი წნევით რეცხვის მსუბუქი და კომპაქტური აპარატის მოდელებით და დასრულებული წყალზე გაგრილების სისტემის მქონე ძრავიანი აპარატებით, რომლებიც ყველაზე რთულ ამოცანებს უმკლავდება. ყველა იპოვის ამ სერიაში აპარატს, რომლითაც გამოცდის ნამდვილ WOW მომენტს!
ყველაფერი, რაც გჭირდება
ეს სერია მოიცავს ყველაფერს, რაც საჭიროა ეფექტური წმენდისთვის: მარტივად გამოყენებადი, საკმარისი სიმძლავრე სხვადასხვა სირთულის დასუფთავების ამოცანებისთვის, და მოხერხებული სათავსოები აქსესუარების შესანახად.
STANDARD სერიაში შეგხვდებათ K2, K3, K4, K5 და K7 კლასის მოდელები.
CLASSIC სერიის აპარატები
უბრალოდ ძლიერი აპარატი
ჩვენი CLASSIC სერიის აპარატები არის მაგალითი იმისა, რომ არ არის საჭირო იყო დიდი, რომ მიაღწიო დიდ შედეგს. ეს სრულიად მარტივია, კონკრეტული სერიის აპარატები აკეთებს იმას, რაც მათი საქმეა - რეცხავს რაც გასარეცხია და რეცხავს საუკეთესოდ. მათი გადაადგილება და შენახვა მარტივია, შესაძლებელია ატაროთ ავტომობილით, თავისუფლად თავსდება ავტომობილის საბარგულში.
და, რაც მთავარია, მათი გამოყენება ძალიან მარტივია. აპარატი შექმნილია ყველასთვის, ვისაც უბრალოდ სურს მაღალი წნევით გაწმენდა.
არანაირი კომპრომისი
თუ უბრალოდ გსურთ მალე დაალაგოთ ეზო ან გარეცხოთ ავტომობილი, კერხერის აპარატები უმოკლეს დროში დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღებაში. მარტივი გამოსაყენებელი და მარტივი შესანახი - ეს აპარატები ნამდვილი მისწრებაა.
CLASSIC სერიის აპარატების ჩამონათვალი მოიცავს K2, K3, K4 და K5 სერიის მოდელებს.
აქსესუარები და სარეცხი საშუალებები
იმისთვის, რომ მაღალი წნევით რეცხვის აპარატები შეუფერხებლად მუშაობდეს, აუცილებელია სწორი აქსესუარებისა და ქიმიური სარეცხი საშუალებების სწორად შერჩევა. სწორად შერჩეული აქსესუარები უზრუნველყოფს აპარატის გამოყენების ეფექტურობას, ზრდის კომფორტს და ზოგავს დროს.
რისთვის გამოიყენება მაღალი წნევით რეცხვის აპარატი?
მაღალი წნევით რეცხვის მანქანები მრავალმხრივი მოწყობილობებია. შესაბამისად, მათი შესაძლებლობები თითქმის უსაზღვროა. მაგალითად, თუ მაღალი ნევით რეცხვის აპარატები ბიზნესში გამოყენებისთვის გჭირდებათ, სასურველია, კერხერის პროფესიონალური ტექნიკა შეიძინოთ. პირადი გამოყენებისთვის კი საუკეთესოა საყოფაცხოვრებო აპარატები, რომელთა სიმძლავრეც K2-დან K7 აპარატების სერიებამდე ზრდადი და განსხვავებულია, ე.წ. “ხელის” მოდელები.
მათი დახმარებით შეგიძლიათ გაასუფთაოთ:
- ველოსიპედები
- ბაღის მანქანები და ხელსაწყოები
- ბაღი / ტერასა / აივანი ავეჯით
- ღობეები და მცირე ზომის ბაღის ბილიკები
- მოტოციკლები და სკუტერები
- პატარა მანქანები
- გარე კიბეები და დიდი ბილიკები
- საშუალო ზომის მანქანები
- ბაღის კედლები და ქვის კედლები
- ფურგონები და Off-Road მანქანები
- საცურაო აუზები და დიდი ბაღები
მაღალი წნევით რეცხვა - სად და რისთვის გამოვიყენოთ?

ტერასები
ჩვენი T-Racer ტერასის სარეცხი, გვაძლევს ოპტიმალურ შედეგს, მარტივი მოქმედებით , დიდ არეალებზეც კი. სიმაღლის რეგულირებადი პროპელერების ინოვაციური კომბინაცია და ორი მაღალი წნევის მქონე საქშენები ქმნიან დიდ ეფექტს , რაც საშუალებას აძლევს T-Racer-ს ზედაპირზე გადაადგილდეს მარტივად, ინტეგრირებული დამცავი იცავს პატარა ქვებისგან რომ არ დაზიანდეს თავად პროპელერი.მოწყობილობა გვაძლევს მაღალ შედეგს დასუფთავებისას.

ავტომობილები
Kärcher – ის სპეციალური აქსესუარები და სარეცხი საშუალებები გაძლევთ საშუალებას ფაქიზად მოუაროთ თქვენს ავტომობილს.იმისათვის რომ თქვენი მანქანა ბრწყინავდეს , ამისთვის საჭიროა რამოდენიმე ნაბიჯი , ჯერ მოაშორეთ ჭუჭყი მაღალი წნევის აპარატით მანქანას , შემდეგ დაასხით თქვენს რადიატორს Kärcher – ის მწერების მოსაშორებელი ხსნარი ,ასევე ბამპერზე და საქარე მინაზე. ბორბლებისთვის გამოიყენეთ Kärcher – ის სპეციალური დისკების სითხე . დაასხით მთელ მანქანას Kärcher- ის მანქანის შამპუნი სპეციალური Foam Jet – ით , და ბოლოს გარეცხეთ მანქანა Power ჯაგრისით ზემოდან ქვემოთ , იმისათვის რომ ოპტიმალურად გამოიყენოთ სარეცხი საშუალებების ძალა.

ხავსიანი ზედაპირი
ხავსი არა მარტო ქმნის სქელ ფენას ზედაპირზე , არამედ რჩება მათ ღრიჭოებს შორის , ამის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Dirt Blaster . იგი წარმოქნის ბრუნავ წყლის ნაკადს რომელიც ქმნის წყლის დიდ ძალას . დაიჭირეთ მაღალი წნევის თოფი ვერტიკალურად ხავსიან ზედაპირზე, დაიჭირეთ დისტანცია ზედაპირიდან Blaster – ამდე 20-30 სმ და დაფარული ხავსით ზედაპირი გაიწმინდება.

ბაღის მანქანები
დაემშვიდობეთ ზედაპირების ხელით ხეხვას ! ჭუჭყის და მიწის მოშორება მცენარისა და ყვავილის ქოთნებიდან , ნიჩბებიდან და ა.შ. Vario Power და Multi Power Jet- ის საცმები განსაკუთებით შეესაბამება ამ ამოცანას. ბაღში მუშაობა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი !

ჟალუზები
გაწმენდის წინ დახურეთ ჟალუზები. დააყენეთ აპარატის საცმი მინიმალურზე რათა გამოყენოთ სარეცხი საშუალება.დაიწყეთ ჟალუზების დაბლითა სექციიდან. სარეცხი საშუალების დასხმის შემდგომ დაელოდეთ რამოდენიმე წუთი, რათა ხსნარი მოქმედებაში შევიდეს ჭუჭყთან იმისათვის რომ მთლიანად მოშორდეს ჭუჭყი, დარჩენილი დაბინძურება ამოიღეთ ჯაგრისით და შემდეგ გარეცხეთ მაღალი წნევით.

ბაღის ავეჯი
ადვილად გაუმკლავდებით Kärcher – ის ბაღის დასუფთავების კომპლექტით ლაქებს, ბაღის ავეჯზე რომელიც გაჩნდა ჰაერის დაბინძურების შედეგად ან წინა ზამთრიდან . Kärcher – ის ჯაგრისით და სარეცხი საშუალებებით რეკომენდირებულია გაწმინდოთ ჩამჯდარი ჭუჭყი.