ბაღის მორწყვა - გამოსადეგი რჩევები კერხერისგან
ოქტომბერი 24 2024
ზაფხულის თვეებში ტემპერატურა იმატებს და კვირებს განმავლობაში შეიძლება არ იწვიმოს. ეს ნიშნავს, რომ ბაღის მფლობელების ახალი საზრუნავი აქვთ - ყვავილები, ბოსტნეული მცენარეები და გაზონი რეგულარულად უნდა მოირწყოს. მაგრამ რა უნდა გაითვალისწინოთ ბაღის მორწყვისას? კერხერის ამ ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გამოყენებაც უზრუნველყოფს თქვენმა ბაღმა ადვილად გადაიტანოს თბილი სეზონი.
როდის და როგორ უნდა მოირწყოს ბაღი?
გაზონის, დეკორატიული თუ კულტივირებული მცენარეების და ყვავილების რეგულარული მორწყვა აუცილებელია, თუ გსურთ რომ ბაღმა ლამაზი და ჯანსაღი მწვანე ლანდშაფტი შეინარჩუნოს. მაგრამ ბაღის მორწყვისას რამდენიმე რამ უნდა გაითვალისწინოთ. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს დრო, აღჭურვილობა და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შესაფერისი მორწყვის ტექნიკა. ასევე უნდა იცოდეთ, რომ სხვადასხვა ტიპის მცენარეებსა და ნიადაგებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ და აუცილებელია ეს მოთხოვნები დაიცვათ ბაღის მოვლისას.
ხუთი რჩევა ბაღის სწორად მორწყვისთვის
1. სწორად შეარჩიეთ დრო:
განთიადი ან დილა იდეალური დროა ბაღის მოსარწყავად. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მით უკეთესი, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც დღის განმავლობაში ძალიან ცხელა. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს წყალი თანდათანობით ჩაიღვაროს მიწაში, როდესაც ტემპერატურა ჯერ კიდევ შედარებით დაბალია. არასდროს მორწყოთ თქვენი ბაღი შუადღის მზეზე - სიცხეში წყალი უფრო სწრაფად ორთქლდება და შესაძლოა საერთოდ ვერ მოასწროს მცენარეების ფესვებში შეღწევა. ბევრი ადამიანი, ვინც ოფისში მუშაობს, სწორედ ამ მიზეზის გამო არჩევს ბაღი საღამოს, სამსახურის შემდეგ მორწყოს. ეს ვარიანტი შუადღის სიცხეზე მორწყვას ნამდვილად ჯობია, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს სხვა არასასურველი ეფექტი, მაგალითად მოიზიდოს ლოკოკინები. საღამოს მორწყვისას ფოთლები ძალიან დიდხანს რჩება ნესტიანი და ძალიან მიმზიდველ სიტუაციას ქმნის ბაღის მავნებლებისთვის.
2. გამოიყენეთ შესაფერისი სარწყავი აღჭურვილობა:
წინასწარ დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: წყლის რომელი წყარო გსურთ გამოიყენოთ? როგორ უნდა მიაღწიოს წყალმა წყაროდან მცენარეებამდე? ბაღის სარწყავი სამი ძირითადი წყლის წყარო არსებობს. დიდი ალბათობით, თქვენ გამოიყენებთ ან შეგროვებულ წვიმის წყალს შემკრები რეზერვუარიდან, ან გრუნტის წყალს ჭიდან, ან დააერთებთ ტრადიციულ სარწყავ მილს ან სარწყავ სისტემას სახლის წყლის წყაროსთან.
ეს უკანასკნელი ვარიანტი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვნად უფრო ძვირია. თუ უფრო ეკონომიურ გამოსავალს ეძებთ, შესაძლოა ღირდეს ინვესტიცია სარწყავ სისტემაში ტუმბოთი. არსებობს მრავალი ტიპის წყლის გადამანაწილებელი მოწყობილობა: გავრცელებულია გაზონების სარწყავები, შლანგები, საქშენები, პომპები და წყლის ტაიმერები. ამ მოწყობილობების, როგორც წესი, საკუთარი სპეციალური შენახვის წესები აქვთ. მაგალითად, შლანგის სისტემის შენახვისთვის არსებობს საკუთრივ შლანგის კოჭები.
3. მორწყეთ ბაღი რეგულარულად:
ბაღის მორწყვას ერთი მთავარი პრინციპია აქვს: რეგულარული მორწყვა უპირველეს ყოვლისა! მცენარეები და კლუმბები უნდა მოირწყოს მოკლე ინტერვალით და უხვად, რათა წყალმა შეძლოს ღრმად ჩავიდეს მიწაში და მიაღწიოს ფესვებს.
მაგრამ, მეორეს მხრივ, რეგულარული არ ნიშნავს ყოველდღიურს. პირიქით, ყოველდღიურ მორწყვას მაქსიმალურად უნდა აარიდოთ თავი. ეს არა მხოლოდ ძვირი და ენერგოინტენსიურია, არამედ უბრალოდ არ არის საჭირო. რამდენად ხშირად უნდა მოირწყოს ბაღი პირველ რიგში დამოკიდებულია ნიადაგის ტექსტურაზე, ზოგს უფრო ხშირად სჭირდება, ზოგს ნაკლებად.
დაიმახსოვრეთ მარტივი წესი: მორწყეთ ქვიშიანი ნიადაგები დაახლოებით ყოველ ოთხ დღეში, თიხნარი ნიადაგებს კი კვირაში ერთხელაც ეყოფა.
4. გაითვალისწინეთ მცენარეებისა და ნიადაგების საჭიროებები:
ეცადეთ არასდროს გამოიყენოთ ძალიან ცივი წყალი. მცენარეების უმეტესობაში ცივი ონკანის წყლით მორწყვა სტრესს იწვევს. უკეთესი იქნება თუ გამოიყენებთ წყალს წვიმის წყლის შემგროვებელი კასრიდან და ბაღში გამაძლიერებელი პომპის მეშვეობით გაუშვებთ. რა თქმა უნდა, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ონკანის წყალი ბაღის მოსარწყავად, თუმცა ამ მიდგომას გარკვეული მინუსები აქვს გრუნტის წყლით ან წვიმის წყლით ბაღის მორწყვასთან შედარებით. ონკანის წყალი, როგორც წესი, გაცილებით უფრო ცივია, და სტრესავს მცენარეებსა და ყვავილების. ასევე უნდა იცოდეთ, როგორია ადგილობრივი წყლის ხარისხი. ზოგიერთი რეგიონის ონკანის წყლის გამოყენება არ შეიძლება მოწყვლად მცენარეებზე - ხისტი წყალი მათ უბრალოდ დააზიანებს.
შედარებით რთული დასასახია მორწყვის გეგმაც. თუ თქვენს ბაღში მხოლოდ ერთი ტიპის მცენარე არ ხარობს, საერთო მორწყვის გეგმა არ გამოგადგებათ - სხვადასხვა მცენარეებს წყლის სხვადასხვა მოთხოვნილება აქვს. კლუმბებში დარგულ მცენარეებს ქოთნის მცენარეებთან შედარებით ნაკლები წყალი სჭირდებათ.
იმისათვის, რომ მიახლოებით გათვალოთ თუ რამდენი წყალი სჭირდება მცენარეს, ხშირად საკმარისია მხოლოდ მისი ფოთლების დათვალიერება. ბევრი თხელი და რბილი ფოთოლი მიუთითებს წყლის მაღალ მოთხოვნილებაზე. ხოლო მცენარეებს სქელი, მაგარი ან ბეწვიანი ფოთლებით ნაკლები წყალი სჭირდებათ.
ბაღში წყლის ყველაზე ხარბი მომხმარებელი გაზონია, განსაკუთრებით თუ ის ქვიშიან ნიადაგზეა გაშენებული. ამგვარი გაზონი კვირაში სამ-ოთხჯერ მაინც უნდა მოირწყოს. თიხნარი ნიადაგები მეტ ტენიანობას ინახავს, ამიტომ კვირაში ერთხელ საფუძვლიანი მორწყვაც შესაძლოა სრულიად საკმარისი იყოს.
5. რა ვქნათ, როდესაც ზამთარი ახლოვდება:
ბაღის სარწყავი სისტემიდან წყლის ამოღება ყოველწლიური თავსატეხია ლამაზი და მოვლილი ბაღის პატრონთათვის, არადა ეს ბაღის ზამთრისთვის მომზადების აუცილებელი წინაპირობაა.
დრენაჟული პომპა დაბინძურებული წყლის ამოსატუმბად კარგად ართმევს თავს ტბორებიდან და ჭებიდან წყლის ამოღებას, ხოლო დრენაჟული პომპა სუფთა წყლის ამოსატუმბად კარგია აუზების დასაცლელად.
რით მოვრწყოთ ბაღი? ძველებური სარწყავით, შლანგით, თუ სპეციალური სარწყავი სისტემით?
წინა თაობებისთვის ბაღის მოსარწყავად შესაფერისი აღჭურვილობის პოვნის საკითხი საერთოდ არ არსებობდა. სარწყავი ერთადერთი ვარიანტი იყო. დღესდღეობით კი საქმე სრულიად სხვაგვარად დგას. შეიქმნა მრავალი ინსტრუმენტი, განსხვავებული ფუნქციებით, მაგალითად მობილური გაზონის სარწყავები, გამფრქვევი პისტოლეტები ან თუნდაც მრავალმხრივი სარწყავი სისტემები (მაგ. წვიმის წყლის პომპები). ეს მოწყობილობები ძალიან მოსახერხებელია, როდესაც სწორი დანიშნულებით გამოიყენება. მაგრამ მებაღეებს ხშირად უჭირთ სწორად განსაზღვრონ რომელი აღჭურვილობა დააკმაყოფილებს მათ პირად საჭიროებებს.
სარწყავი კვლავ შედის ძირითადი აღჭურვილობის სიაში. მიუხედავად იმისა, რომ ბაღის სარწყავი უამრავი თანამედროვე და ეფექტური მოწყობილობა არსებობს, სარწყავს მაინც თითქმის ყველა ბაღში იპოვით. ის იდეალურია ქოთნის მცენარეების და კლუმბების მარტივად მოვლისთვის. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიული მცენარეების მოსავლელად სპეციალური აქსესუარების დახმარებით. მაგრამ მას ერთი დიდი ნაკლი აქვს – სარწყავის მრავალჯერადი შევსება და ტარება დიდ დროსთან და ფიზიკურ დატვირთვასთანაა დაკავშირებული. და თუ საკმარისი ძალა არ გაქვთ, შეიძლება გამოიწვიოს ზურგისა და მხრების ტკივილიც კი.
რა ჯობია? თავად მორწყოთ ბაღი თუ სპეციალური სისტემა დაამონტაჟოთ? თუ საუბარი საშუალო ფართობებზეა, მხოლოდ შლანგის გამოყენება გარკვეული მასშტაბის მერე აღარაა გონივრული. თუ საუბარია მხოლოდ მცირე გაზონის მორწყვაზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ შლანგი საშხეფთან ან გასასხურებელთან ერთად. კერხერის სარწყავი მილები მყარია და არ იკეცება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ გამძლეობას.
დიდი ფართობებისთვის უკეთესია დაამონტაჟოთ სარწყავი სისტემა. უმეტეს შემთხვევაში საკმარისი უნდა იყოს თუნდაც სტანდარტული გაზონის სარწყავი, რომელიც შლანგით უერთდება წყლის პირდაპირ წყაროს ან პომპას. ამისთვის განსაკუთრებით კარგად გამოდგება მობილური გაზონის სარწყავები. ისინი აღჭურვილია რეგულირებადი წყლის საფრქვევით, ასე რომ შეგიძლიათ მანუალურად დაარეგულიროთ წყლის მოცულობა და გაფრქვევის დიაპაზონი. მსგავსი მოქნილობა ბაღის მორწყვას უფრო ეფექტურს ხდის. აქვე მნიშვნელოვანია, რომ გაზონის სარწყავი სისტემა შერჩეული უნდა იყოს მოსარწყავი ფართობის ფორმის, მასშტაბისა და საჭიროებების მიხედვით.
სარწყავი სისტემა: ეფექტური და წყლის დამზოგავი! ვისაც სურს კიდევ უფრო პროფესიონალურად მიუდგეს საქმეს, შეუძლია გამოიყენოს ერთმანეთზე მისადაგებული პომპა და სარწყავი სისტემა. ასეთი სარწყავი სისტემა საშუალებას იძლევა არა მხოლოდ დაზოგოთ დრო და ამავდროულად ეფექტურად მორწყოთ ბაღი, არამედ ზოგავს რესურსების და სტანდარტულ სისტემებზე უფრო მდგრადია. მსგავსი სისტემა გათვლილია მიზნობრივად მიაწოდოს წყალი ცალკეულ მცენარეს თუ უბნებს გაზონზე.
როგორ მოვრწყოთ ბაღი წვიმის წყლით
როგორ იქნება ორგანიზებული თქვენი ბაღის მორწყვის მოწყობა საბოლოოდ, ბუნებრივია, დამოკიდებულია როგორც ბაღის ფორმასა და ფართობზე, ისე პირად გემოვნებაზე. მაგრამ როგორც მებაღეობის მოყვარულმა, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რა უპირატესობები აქვს ბაღის მორწყვას წვიმის წყლით, რათა საბოლოო ჯამში ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოთ.
პირველ რიგში, ეს მეთოდი განსაკუთრებით ეკოლოგიურია და არ ხარჯავს წყალს ზედმეტად. მეორე რიგში, წვიმის წყალს აქვს გადამწყვეტი უპირატესობა ონკანის წყალთან - წვიმის წყალი არის ბუნებრივად დისტილირებული, თავისუფალია მიკრობებისა და მინარევებისგან. მართალია, ჩვენი ონკანის წყალიც ძალიან სუფთაა, მაგრამ სიხისტის დონე იცვლება რეგიონების მიხედვით და ზოგიერთ რეგიონში შეიძლება აჭარბებდეს შედარებით ნაზი მცენარეებისთვის რეკომენდებულ დონეს, ან, მაგალითად, შეიცავდეს არასასურველ ნალექებს ძველი მილსადენების გამო. თუ გინდათ უზრუნველყოთ თქვენი ბაღის უსაფრთხოება, მორწყვამდე ჯერ წყლის ხარისხი უნდა შეამოწმოთ. წვიმის წყლის გამოყენების შემთხვევაში მსგავსი რისკებისგან ავტომატურად დაცული ხართ.
წვიმის წყალი ბუნებრივად სუფთაა და აქვს ნეიტრალური pH. იმ მებაღეს, რომელიც მის გამოყენებას გადაწყვეტს ერთადერთი საზრუნავი ექნება - როგორ შეაგროვოს უფრო ეფექტურად, ისე რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო და ენერგია დახარჯოს. ვარიანტებია ცისტერნები, ღრმა ჭები და სპეციალური კასრები; მათი შეგროვებული წვიმის წყლის ეფექტურად განაწილება ბაღში კი უკვე სპეციალური პომპების, შლანგისა და ბაღის სარწყავი სისტემების გამოყენებით შეიძლება.
ბაღის მორწყვა ჭით და გრუნტის წყლით
ისევე როგორც წვიმის წყლით მორწყვისას, გრუნტის წყლით ან ჭის წყლით მორწყვისას არ გჭირდებათ წყლის ხარისხზე ნერვიულობა. თუ გსურთ რომელიმე ამ წყაროს მიმართოთ ბაღის მოსარწყავად, წინასწარ უნდა გაარკვიოთ გრუნტის წყლების დონე. ეს ინფორმაცია როგორც წესი შესაძლებელია გაარკვიოთ ადგილობრივ საინფორმაციო სამსახურთან. თუმცა, საინფორმაციო სამსახურთან დაკავშირებამდე სცადეთ გაესაუბროთ მეზობლებს. შესაძლოა რომელიმე თქვენმა მეზობელმა უკვე იცოდეს საჭირო დეტალები და ინფორმაციაც გაცილებით უფრო სწრაფად მოგაწოდონ.
ზოგადად, ბაღის გრუნტის წყლითა და ჭის წყლით მორწყვის საკითხი პირველ რიგში ფინანსური საკითხია. ბაღის ონკანის წყლით მორწყვა მუდმივად განმეორებადი ხარჯია, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება. ჭის მშენებლობა კი პირიქით - ერთჯერადი დიდი ინვესტიციაა, რომელმაც სამაგიეროდ რამდენიმე წელიწადში სრულიად უნდა აანაზღაუროს თავისი თავი. კიდევ ერთი რამ, რაც არ უნდა დაგავიწყდეთ, არის ის, რომ თუ ჭის აშენება გსურთ, წინასწარ უნდა გაარკვიოთ გაქვთ თუ არა ამის უფლება მარეგულირებელ ორგანოში. ნებართვის მოთხოვნები და სამართლებრივი შეზღუდვები განსხვავდება რეგიონების და ზოგჯერ მიწის ნაკვეთის დანიშნულების მიხედვითაც კი - ამიტომ ჯობია მთელი პროცესი ლეგალური დეტალების დაზუსტებით დაიწყოთ.
ბაღის მომარაგება საკუთარი ჭის წყლით არის ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური ალტერნატივა. იმისათვის, რომ მცენარეებსა და კლუმბების ჭიდან წყალი გარანტირებულად მიეწოდებოდეს, დაგჭირდებათ სპეციალური პომპა.როგორც წესი, სპეციალური გამაძლიერებელი პომპა სარწყავად ყველაზე უკეთეს ვარიანტად ითვლება. მას საათში 7000 ლიტრამდე ტუმბვის სიმძლავრე აქვს, მყარია და ხანგრძლივ მოხმარებაზე გათვლილი. ამასთან, გამაძლიერებელი პომპა იდეალურად იღებს წყალს ტბორიდან თუ ჭიდან, საჭიროების შემთხვევაში.
ავტომატური მორწყვა პომპას დახმარებით
ავტომატურად კონტროლირებადი სარწყავი სისტემის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მორწყოთ თქვენი ბაღი ბევრად უფრო ეფექტურად, ბევრად ნაკლებ დროში. სარწყავი სენსორებისა და წყლის ტაიმერების გამოყენებით, თქვენ, როგორც ბაღის მფლობელს, გაქვთ სრული კონტროლი, თუ როდის და რა რაოდენობის წყლით უნდა მოირწყოს კონკრეტული ტერიტორია. მაგალითად, სარწყავი სისტემა შეიძლება დაპროგრამდეს ისე, რომ ჩაირთოს დილის საათებში, როდესაც ყველას ჯერ კიდევ სძინავს. ავტომატური სარწყავი სისტემა ასევე იდეალური გამოსავალია, თუ მოგზაურობა გაქვთ დაგეგმილი, მაგრამ ვერავინ ახერხებს მოგზაურობის პერიოდზე თქვენი ბაღის მოვლის თავის თავზე აღებას.