როგორ გავწმინდოთ ფანჯრები: რჩევები პროფესიონალური სისუფთავისთვის

იანვარი 09 2025

ფანჯრების წმენდა
ფანჯრების წმენდა

ფანჯრების წმენდა ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი საოჯახო საქმეა. ის მოითხოვს ფიზიკურ შრომას, დროს და შედეგიც იშვიათად არის დამაკმაყოფილებელი, რადგან ხშირად მასზე ზოლები რჩება. 

გამოიყენეთ ჩვენ მიერ გაზიარებული რჩევები და სამუდამოდ დაემშვიდობეთ მინაზე არასასურველ ნაკვალევს.

რა სიხშირით უნდა გაწმინდოთ ფანჯრები?

როდესაც სახლში ბევრი და თანაც, დიდი ზომის ფანჯარაა, ოთახები მზის სინათლით ივსება და ეს განწყობაზეც დადებითად აისახება. თუმცა, მტვრის მაღალი კონცენტრაციის დროს, უამინდობის შემდეგ ან ხანგრძლივი გვალვიანი პერიოდების დროს, სულ რამდენიმე დღეში ფანჯრები ისე გამოიყურება, თითქოს თვეების განმავლობაში არ გაწმენდილა.  მხოლოდ ეს გარეგანი ფაქტორები როდია, სახლს შიგნითაც ბევრი გამოწვევაა: ბავშვები და შინაური ცხოველები მინებზე ანაბეჭდებსა და ლაქებს ტოვებენ. 

დაბინძურების ხარისხის მიხედვით, ფანჯრები უნდა გაიწმინდოს როგორც შიგნიდან, ისე გარედან, დაახლოებით ორ თვეში ერთხელ.

რჩევა 1: შეარჩიეთ სწორი დრო

არასდროს გაწმინდოთ ფანჯრები მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ან ცხელ დღეებში. ეს იმიტომ, რომ მინა ძალიან სწრაფად გაშრება და მასზე არასასურველი კვალი გაჩნდება. მოღრუბლული, მაგრამ მშრალი დღე ყველაზე შესაფერისი დროა ფანჯრების გასაწმენდად.

როგორ გავწმინდოთ ფანჯრები წყლისა და საყოფაცხოვრებო საშუალებების დახმარებით

ფანჯრის მინებსა და ჩარჩოებზე არსებული ჭუჭყის  ეფექტური მოშორება მხოლოდ სუფთა წყლითაც შეიძლება. ამისათვის უბრალოდ გაწმინდეთ მინის ზედაპირები და ჩარჩო სველი მიკროფიბრის ან უბოჭკო ბამბის ქსოვილით და შემდეგ გაამშრალეთ. მაგრამ,  თუ რამდენიმე კვირის განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყის მოშორება გინდათ მაშინ, უნდა გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო საშუალებები ან სპეციალური გამწმენდები. 

აი, საუკეთესო საყოფაცხოვრებო საშუალებები ფანჯრის მინების გასაწმენდად:

  • ძმარი ან ძმრის ესენცია: დაამატეთ 1 ჭიქა ძმრის ესენცია 1 ლიტრ წყალს და ნარევი ფანჯრების გასაწმენდად გამოიყენეთ. 

 გაფრთხილება: იმ შემთხვევაში თუ ფანჯრის რაფა ქვის მასალისაგან, მაგალითად, მარმარილოსაგანაა დამზადებული, დამწმენდამდე დაფარეთ, რადგან ესენციამ შესაძლოა ზედაპირი დააზიანოს;

  • ლიმონმჟავა: დაამატეთ 2-3 სუფრის კოვზი ლიმონმჟავას ფხვნილი 1 ლიტრ წყალს, მიკროფიბრის ქსოვილი ხსნარით დაასველეთ და გასამწნედად გამოიყენეთ;

  • ჭურჭლის სარეცხი სითხე: კარგი შედეგის მიღწევა შესაძლებელია თბილი წყლისა და ჩვეულებრივი — დამარბილებელი დანამატების გარეშე — ჭურჭლის სარეცხი სითხის ნარევით. სარეცხი სითხის რაოდენობა დამოკიდებულია მინის დაბინძურების ხარისხზე.

  • შავი ჩაი ლიმონით: შეურიეთ 1 დიდი ფინჯანი მაგარი შავი ჩაი დაახლოებით 3 ლიტრ წყალს და დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და ფანჯრები მიკროფიბრის ქსოვილით გაწმინდეთ. ჩაის ტანინები შლის ცხიმს და ნიკოტინსაც კი, ხოლო ლიმონმჟავა ეფექტურია კირის ნადების წინააღმდეგ.

  • სპირტი: დაამატეთ ერთი ჭიქა მეთილის სპირტი 5 ლიტრ თბილ წყალს და მიღებული ხსნარი მინების გასაწმენდად გამოიყენეთ.

გაფრთხილება: გამოიყენეთ ხელთათმანები წმენდისას, რათა ხელები არ გამოგიშრეთ.

ფანჯრების გასამშრალებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რეზინის ზედაპირიანი საწმენდი, სუფთა მიკროფიბრის ან სხვა უბოჭკო ქსოვილი. ამით შეძლებთ, რომ ფანჯრებს სიპრიალე შეუნარჩუნოთ. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი  ქსოვილი, შეგიძლიათ გაზეთიც გამოიყენოთ: უბრალოდ დაჭმუჭნეთ რამდენიმე ფურცელი და გამოიყენეთ მინის ზედაპირის გასაწმენდად.

ფანჯრების წმენდა გზამკვლევი საწმენდი საშუალებებით

თუ ფანჯრის მინები ძალიან ჭუჭყიანია, უმჯობესია თუ  სარეცხ საშუალებებს გამოიყენებთ. კომერციულად ხელმისაწვდომი მინის საწმენდების გარდა, არსებობს სპეციალური ფანჯრის საწმენდი კონცენტრატები, რომლებიც შეიძლება გამოყენებამდე წყლით გააზავოთ. მსგავსი ხსნარები მარტივად შლის მძიმე ჭუჭყსაც კი, მაგალითად, ცხიმს, მწერებს, კანის ცხიმსა და გამონაბოლქვს. 

დამატებითი უპირატესობა: ტოვებს დამცავ გარსს მინაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მინაზე წვიმა მარტივად ჩამოედინება და ხელახალ დაბინძურებას მეტი დრო სჭირდება.

რჩევა 2: გამოიყენეთ საწმენდი საშუალებები ზომიერად

თუ ხსნარში ძალიან ბევრ საწმენდ საშუალებას გამოიყენებთ, მინაზე შეიძლება ცხიმოვანი აპკი წარმოიქმნას. ამიტომ ყოველთვის გამოიყენეთ მინის საწმენდი ან საყოფაცხოვრებო საშუალებები სწორი დოზირებით. სწორედ ზომიერებაში მდგომარეობს პრიალა ფანჯრების საიდუმლო.

გაითვალისწინეთ, ყველაფერი სწორ ტექნიკაზეა დამოკიდებული

გაწმინდეთ ფანჯრები პროფესიონალებივით - სახლშიც კი. ფანჯრების წმენდისას, უპირველეს ყოვლისა, გჭირდებათ სწორი ტექნიკა:

  • ნაბიჯი 1: ღრუბლის ან სასხურებელი ბოთლის დახმარებით, წყლისა და სარეცხი საშუალების ან საყოფაცხოვრებო საშუალების ხსნარი, ფანჯარაზე უხვად დაიტანეთ. გაითვალისწინეთ, მინაზე თუ საკმარისი სინოტივე არ არის, ზედაპირზე საწმენდი სათანადოდ ვერ ისრიალებს;

  • ნაბიჯი 2: საწმენდი რვიანის ფორმის რიტმული, თანაბარი ზეწოლით, ზემოდან ქვემოთ ამოძრავეთ. დარჩენილი სითხე  კი სუფთა, ქსოვილით მოაშორეთ;

  • ნაბიჯი 3: გამოიყენეთ მიკროფიბრის ქსოვილი ან ჩაის პირსახოცი, გააპრიალეთ ფანჯრის მინა და მოაშორეთ წყლის უკანასკნელი წვეთები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კიდეებს.

გაწმინდეთ ფანჯრის ჩარჩოები სწორი ტექნიკით

ფანჯრების წმენდისას, არ დაგავიწყდეთ ჩარჩოები. ბოლოს და ბოლოს, ეს ნაწილებიც ზუსტად ისე განიცდის გარემო პირობების ზემოქმედებას, როგორც მინები. პირველ რიგში, მოაშორეთ უხეში, ჭუჭყი ჯაგრისით ან მშრალი ქსოვილით. შემდეგ საფუძვლიანად გაწმინდეთ ჩარჩო სველი ქსოვილით ან რბილი ღრუბლით. ძალიან ჩამჯდარი ჭუჭყისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხი საშუალება. თუმცა, ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გაამახვილოთ მასალაზე:

  • ხისთვის არსებობს მოვლის საშუალებები, რომლებიც იცავს მას გამოშრობისგან;

  • პლასტმასის ჩარჩოები შეიძლება გაიწმინდოს ანტისტატიკური საწმენდებით, რომლებიც სპეციალურად ამ მასალისთვისაა შექმნილი.

ფანჯრის რაფაც ნუ დაგავიწყდებათ: მოაშორეთ ზედაპირული ჩამჯდარი ჭუწყი და შემდეგ საფუძვლიანად გაწმინდოთ ისიც.

მინის საწმენდი აპარატი: სწრაფი და კრიალა შედეგისათვის

მინის საწმენდი აპარატის გამოყენება ძალიან ამარტივებს ამ პროცესს:

  1. პირველ რიგში, მინაზე შეასხურეთ სარეცხი საშუალებისა და წყლის ნარევი;

  2. მიკროფიბრის ან სპეციალური საწმენდი ქსოვილით მოაშორეთ დაბინძურება;

  3. გამოიყენეთ მოწყობილობა სითხის შესაწოვად. ჭუჭყიანი წყალი პირდაპირ ავზში ჩაედინება  და იატაკს არ აბინძურებს.

ამის შემდეგ მიიღებთ კრიალა ფანჯრებს ნაკვალევის გარეშე. თუ კვლავ ხედავთ ზოლებს მინაზე, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მოწყობილობის საწმენდი პირით:

  • ფანჯრის მწმენდის საწმენდი პირი გარკვეული დროის შემდეგ ცვდება. შედეგად, ზედაპირი ხდება არათანაბარი და ეს მინის ზედაპირებზე ნაკვალევს წარმოქმნის. 

სასარგებლო რჩევა: მოწყობილობის საწმენდი პირის რეზინი შეგიძლიათ ორივე მხრიდან გამოიყენოთ. როდესაც ერთი მხარე გაცვდება, უბრალოდ გადმოაბრუნეთ და გააგრძელეთ წმენდა დაუზიანებელი მხრიდან.

  • ზოლების წარმოქმნის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება მტვრისა და ჭუჭყის მიკრონაწილაკები იყოს, რომლებიც გროვდება საწმენდ პირზე გროვდება და მას არათანაბარს ხდის. სანამ ფანჯრების წმენდას დაიწყებთ, მინის საწმენდი აპარატი სველი ქსოვილით რეზინი მტვრისა და ჭუჭყისგან გაწმინდეთ. 

პროცედურა მინის საწმენდი აპარატის გამოყენებით ყოველთვის ერთნაირია, მიუხედავად იმისა, რომელ ზედაპირზე იყენებთ მას. ეს შეიძლება იყოს:

  • ფანჯრები/გისოსებიანი ფანჯრები;

  • სარკეები;

  • საშხაპე კაბინები;

  • მინის მაგიდები;

  • ფილები;

  • შუშაბანდები;

  • მინის კარები;

  • სხვა გლუვი ზედაპირები.

გაწმინდეთ ფანჯრები ორთქლის აპარატის დახმარებით

თუ სახლში ორთქლის აპარატი გაქვთ, შეგიძლიათ მისი გამოყენება არა მხოლოდ სარკეებისა და მინის ზედაპირების გასაწმენდად შეგიძლიათ, არამედ მისი დახმარებით ფანჯრებსაც მარტივად გაწმენდთ:

  • ნაბიჯი 1: დაამუშავეთ მინის ზედაპირი ორთქლით, გამოიყენეთ ხელის საქშენი და მიკროფიბრის ქსოვილი ჭუჭყის მოსაშორებლად. ნაზი, წრიული მოძრაობებით გაწმინდეთ ზედაპირი. ან თუ გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ სპეციალური საქშენი ან მინის საწმენდი ორთქლის მისაწოდებლად. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია რთულად მოსაშორებელი ლაქების შემთხვევაში.

  • ნაბიჯი 2: წყლის ნარჩენების მოშორება რეზინის საწმენდით ან მინის საწმენდი აპარატით შეგიძლიათ. ასევე, შეგიძლიათ რბილი ქსოვილის გამოყენება კიდეებისა და ფანჯრის ჩარჩოების გასამშრალებლად.

ორთქლის საწმენდიდან გამოსული წყალი დემინერალიზებულია და ამიტომ როგორც დისტილირებული წყალი ისე მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ ის მინაზე ნაკვალევს არ ტოვებს. თუმცა, თუ წმენდის შემდეგ მოულოდნელად გაჩნდება ზოლები ან ხაზები, ეს ჩვეულებრივ იმიტომ ხდება, რომ სარეცხი საშუალების ნარჩენები არ არის ბოლომდე მოშორებული. 

ამ შემთხვევაში იყავით მომთმენი და კიდევ რამდენჯერმე გაწმინდეთ მინა მანამ, სანამ ყველა ნარჩენი არ მოშორდება.

ბოლო ეტაპი: არ დაგავიწყდეთ ფარდები და ჟალუზები

თუ გსურთ ფანჯრების საფუძვლიანი გაწმენდა, არა მხოლოდ ჩარჩოებსა და მინებს, არამედ ფარდებსაც კარგად რეცხავთ და ჟალუზებს მტვერს აშორებთ.

  • სარეცხ მანქანაში გაშრობის შემდეგ, ფარდები პირდაპირ ჩამოკიდეთ - ასე დაუთოება აღარ დაგჭირდებათ.

  • ჟალუზებს სველი ქსოვილით მოაშორეთ მტვერი. გაწმენდა ასევე ძალიან ეფექტურია მიკროფიბრის ქსოვილში გახვეული ცომის სილიკონის საფხეკით.

  • ჟალუზების გასაწმენდად პრაქტიკული ალტერნატივაა ასევე ორთქლის საწმენდი, რომლის გამოყენებითაც ადვილად შეიძლება მტვრისა და ჭუჭყის მოშორება.