რჩევები გაზონის თიბვის გასამარტივებლად
აგვისტო 27 2024
მებაღეობის სეზონის მოახლოებასთან ერთად ეზოიანი სახლის მფლობელებისთვის წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევასთან შეჭიდების დრო დგება - სანამ ბაღის გალამაზებას დაიწყებენ, ჯერ გენერალური წმენდაა ჩასატარებელი. და ეს საკმაოდ ბევრ რამეს მოიცავს - გასასხლავია ბუჩქები და ხეები, შესამოწმებელი ან სულაც გასაახლებელია ღობეები (აუცილებლად ძირეულად შეამოწმეთ რამდენად კარგად გაუძლო ღობემ ზამთარს). და, რასაკვირველია, მისახედია გაზონები. თუ გსურთ რომ თქვენმა გაზონმა სიმწვანე და სიხალისე მომავალ ზამთრამდე შეინარჩუნოს, საკმაოდ ბევრი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ გაზაფხულზე. სამაგიეროდ, თუ საქმეს საფუძვლიანად და სწორი ინფორმაციით შეიარაღებული შეუდგებით, ძალისხმევაც ნაკლებად დაგეხარჯებათ და მიღებული შედეგიც უფრო დიდხანს გასტანს.
და რა მთავარ გამოწვევებს უნდა მივაქციოთ ყურადღება გაზონის მოვლისას? პასუხს, სწორედ ამ სტატიაში იპოვით.
5 ხშირად დასმული შეკითხვა გაზონების კრეჭვაზე:
ყველა მოყვარულმა მებაღემ იცის, რომ საკმარისია ოდნავ მაინც მოადუნოს ყურადღება და მისი რუდუნებით მოვლილი გაზონი გაუვალ ტყედ ისე უცბად იქცევა, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებს. მაგრამ არც ის არის სწორი მიდგომა, რომ პირდაპირ საკრეჭს ეცეთ და გაზონს გადაუაროთ როგორც კი ოდნავ არასიმეტრიულად აწვერილ ბალახს შეამჩნევთ. თუ გაზონი გაქვთ, მის მოვლაზეც სავარაუდოდ უკვე საკმარისი წაგიკითხავთ - და, უეჭველია, ბევრ ნახევარ სიმართლესა და არასწორ ინფორმაციასაც გადააწყდით. ჩვენ ვეცდებით მოვლის მთელი პროცესი გაგიმარტივოთ.
რამდენად მართებულია გაზონის კრეჭვა ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა?
ზაფხულში გაზონის კრეჭვა არ არის მიზანშეწონილი. გრძელი ბალახის ღეროები იცავენ გამოშრობისგან როგორც თავად მცენარეული საფარის ფესვებს, ისე მთლიანად მიწას. ცხელ და მშრალ პერიოდებში მიწა მარტივად იფიტება და თქვენ თუ განაგრძობთ ბალახის საფარის რეგულარულად დამოკლებას, საბოლოოდ შესაძლოა ბალახის ჯანსაღი ზრდის პროცესი დაირღვეს და თქვენმა გაზონმა სეზონისთვის შესაფერისი სიხალასე ვეღარ დაიბრუნოს.
რომელ სეზონებზე და რა სიხშირითაა მართებული გაზონის გაკრეჭა?
ყველაზე უპრიანია გაზონი პირველად გაკრიჭოთ მებაღეობის სეზონის დასაწყისისთვის, ადრე გაზაფხულზე. შემოდგომის დადგომამდე, იდეალურია თუ გაზონს კვირაში ერთხელ მაინც რეგულარულად გაკრეჭთ. მაისსა და ივნისში ბალახის ზრდა განსაკუთრებით ინტენსიურია, ამიტომ თუ გაზონის აკურატული გარეგნობა გსურთ შეინარჩუნოთ, შეიძლება კვირაში ორჯერაც მოგიწიოთ საკრეჭის ჩართვა. უფრო ხშირად კი, როგორც უკვე ვახსენეთ, გადამეტებული იქნება და შეისაძლოა დააზიანოს კიდეც თქვენი გაზონი. ზამთარში, როცა ბალახის საფარი დაბალი ტემპერატურის გამო არ იზრდება, კრეჭვის აუცილებლობაც აღარაა.
რამდენად მართებულია სველი გაზონის გაკრეჭა?
სველი გაზონის გათიბვა არ შეიძლება. მეტიც, ეცადეთ პროცესი არ დაგეგმოთ ადრე დილით, რადგან ცვრიანი გაზონის გაკრეჭაც კი არაა მიზანშეწონილი. როდესაც ბალახი ნესტიანია, ერთმანეთს ეკვრის და მათი სუფთად და თანაბრად მოჭრა ყველაზე თანამედროვე ტექნიკასაც კი უჭირს. დიდია შანსი, რომ თუ არ აცლით გაშრობას, საბოლოოდ უსწორმასწოროდ მოჭრილი, ულამაზო გაზონი შეგრჩებათ ხელში. თანაც სველი ბალახის შეგროვება ცალკე პრობლემაა - ხშირად იმის მაგივრად რომ თანაბრად გაიშალოს და დამჭერ ტომარაში აღმოჩნდეს, უკვე მოჭრილი სველი ბალახი მიწას ეკვრის და შეუგროვებელი რჩება.
როგორ უნდა გავთიბოთ გაზონი “სწორად”?
ერთგვაროვანი, თანაბრად გაკრეჭილი საფარისთვის, დარწმუნდით, რომ გაზონის საკრეჭი მანქანა დაახლოებით ერთი ბორბლის სიგანეზეა დაყენებული სათიბ ზონაში. ყოველთვის კრიჭეთ ჰორიზონტალურად, მიწის დახრის გასწვრივ. ასე შეამცირებთ გაზონის საკრეჭით დაზიანების რისკებს და არ დატოვებთ უსწორმასწორო ზოლებს. უმჯობესია, თუ გაზონის კიდეებს ბოლოსთვის მოიტოვებთ და საკრეჭი მანქანის მაგივრად შეიძლება ხელით მაკრატლით ან პატარა, ელემენტზე მომუშავე ბალახის სათიბით აკურატულად მოასწორებთ.
და რას ვუშვებით მოთიბულ ბალახს? უბრალოდ ადგილზე ვტოვებთ?
კარგი კითხვაა. ორივე მიდგომას თავისი მომხრეები ყავს. რეალურად მულჩირებასაც (კონკრეტულად კერხერის შემთხვევაში, გაზონის საკრეჭი აპარატები მულჩირებისთვის საჭირო მასალებითაცაა აღჭურვილი) და გაზონის ტრადიციული კრეჭვის მეთოდსაც თავიანთი ინდივიდუალური პლუსები და მინუსები გააჩნიათ. მულჩირებიანი გაზონის კრეჭვის მთავარი ბენეფიტი ისაა, რომ არ გჭირდებათ მოჭრილი მასალების გადაყრა და გამოსაყენებელი სასუქის რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდება. მეორეს მხრივ, უფრო ხშირად მოგიწევთ გაზონის კრეჭვა - და თან მხოლოდ მაშინ, როდესაც გაზონი ნამდვილად კარგად მშრალია.
გაზონის კრეჭვის ტრადიციული მიდგომის გამოყენებისას კი საკრეჭი აპარატის ჩართვა ნაკლებად ხშირადაა საჭირო, ხოლო თავად გაზონი უფრო სუფთად და აკურატულად გამოიყურება. თუ ყვავილებს ზრდით, მოჭრილი ბალახის გადაყრაც არაა საჭირო - შეგიძლიათ სასუქად გამოიყენოთ. სამაგიეროდ, ბევრად მეტი სასუქის გამოყენებაა საჭირო თავად გაზონის ტერიტორიაზე, და მოჭრილ მასალასაც წინასწარ უნდა იცოდეთ სად გადაყრით, თუ სხვა დანიშნულებას ვერ უპოვით.
გაზონის კრეჭა: რა სიმაღლეზე უნდა მოიჭრას ბალახი?
გაზონი უნდა იყოს არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი. შეიძლება ცოტა ბუნდოვნად ჟღერს, მაგრამ გაზონის კრეჭვის სიმაღლე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული და რთულია სანტიმეტრობით იდეალური ზუსტი სიმაღლის დასახელება.
პირველ რიგში, ისევ და ისევ უნდა გვახსოვდეს, რომ გაზონის ძალიან მოკლედ მოთიბვისას მაღალია შანსი დავაზიანოთ როგორც თავად საფარი, ისე ბალახის ფესვებსაც - განსაკუთრებით წელიწადის მშრალ და ცხელ დროს. თუ გაზონზე ყავისფერი ლაქები გაჩნდა, სავარაუდოდ მიზეზი სწორედ ზედმეტად მოკლე ბალახია.
ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: (ძალიან ბევრი) მზის პირდაპირი სხივები ტოქსიკურია! თუ გაზონი ძალიან მოკლეა, მას მზის სხივები ძლიერად ეცემა, ხოლო ბალახის ნარჩენს კი საკმარისი ძალა არ აქვს თავი დაიცვას. ამან შეიძლება წაახალისოს სარეველების ზრდა-გავრცელება და ნელ-ნელა მათ მიერ გაზონის დაპყრობა. თუმცა სარეველების ზრდას ასევე ახალისებს ზედმეტად გრძელი ბალახიც. საბოლოო ჯამში, საშუალო მაჩვენებელი უნდა აიღოთ, და შემდეგ უკვე, როდესაც გამოცდილებით გეცოდინებათ თქვენი გაზონისთვის ინდივიდუალური ოპტიმალური სიმაღლე - საკრეჭი აპარატი შესაბამის სიმაღლეზე მანუალურად დააყენოთ.
როდესაც ახალ გაზონთან აქვთ შეხება, როგორც წესი იყენებენ ერთი მესამედის წესს (ე.წ. “ვეგეტაციური წერტილი”) და ჭრიან ბალახს დაახლოებით ღეროს შუა სიმაღლეზე. თუ უფრო მოკლედ გაკრეჭთ საფარს, ყლორტების გამოჯანმრთელებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება - ბალახის ჯანსაღი ზრდაც, შესაბამისად, ნაკლებად შესაძლებელი იქნება, განსაკუთრებით თუ მზის შუქი აჭერს გაკრეჭილ გაზონს.
ანუ, უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, გაზონზე ბალახის სიმაღლე უნდა შემცირდეს მხოლოდ გაკრეჭვის მომენტისთვის არსებული ღეროს სიმაღლის მესამედით. ეს ნიშნავს, რომ ჭრით ერთ მესამედს და რჩება ორი მესამედი, რაც, როგორც წესი, შეესაბამება ჭრის ოპტიმალურ სიმაღლეს. დავუშვათ, რომ შვებულებაში მიდიხართ და გაზონი ამ დროს 15 სანტიმეტრამდეა გაზრდილი. უნდა მოაჭრათ მაქსიმუმ 5 სანტიმეტრი, და დარჩეს არანაკლებ 10–11 სანტიმეტრი. საექსპერტო რჩევა ასეთია: ჯანსაღი გაზონისთვის ჯობია ერთ გამოყენებაზე ცოტა ნაკლები მოთიბოთ და პროცესი რეგულარულად გაიმეოროთ, ამინდისა და ბალახის სიჯანსაღის გათვალისწინებით.
გაზონის ჭრის თანაბარი სიმაღლის მთავარი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ არ გაიაროთ გაზონის გაუკრეჭავ ადგილებში. თუ გადაუვლით, ბალახის პირები დაიკეცება და მათ “ადგომას” დრო დასჭირდება, რაც კრეჭვის პროცესს გაართულებს: გაუკრეჭავმა წაწოლილმა ბალახმა შეიძლება სრულიად მოულოდნელად ამოყოს თავი, როცა გგონიათ უკვე დაასრულეთ.
გაზონის საკრეჭი, ბალახის ელექტრო სათიბი, თუ რობოტი? ტექნიკის სწორად შერჩევა საჭიროებების მიხედვით
ბევრ მოყვარულ მებაღებს უკითხავს, თუ არსებობს ისეთი ბაღის ხელსაწყო რომელიც მარტივად მოიყვანს გაზონს იდეალურ მდგომარეობაში.
თქვენ თუ იპოვეთ უკვე მოდელი, რომელიც ყველაზე კარგად შეეფერება თქვენი ცხოვრების რიტმს და გაზონის ტიპს? და თუ კი - რომელი? კლასიკურ გაზონის საკრეჭი ტომრით, გაზონის საკრეჭი მულჩირების ფუნქციით თუ 2-ში 1 აპარატს, რომელსაც მულჩირების ნაკრებიც მოყვება? ან იქნებ მსუბუქი და მარტივად სამართავი სათიბი გირჩევნიათ - და თუ კი, რამდენად მნიშვნელოვნია ელემენტზე მუშაობდეს? ამასთან, უკვე წლებია რაც რობოტი გაზონის საკრეჭებიც გამოჩნდა ბაზარზე, რომლებსაც შეუძლიათ მთლიანად გადაიბარონ საკრეჭი სამუშაოები, თქვენ კი მშვიდად ჩამოჯდეთ პატიოზე და უბრალოდ თვალი ადევნოთ როგორ მოდის ფორმაში თქვენი გაზონი. ბევრს ჯერ კიდევ ვერ დაუთმია ძველი ყაიდის გაზონის საკრეჭები, მაგრამ უნდა ვაღიაროთ მათი გამოყენება არ არის დიდად სახალისო – ეს აპარატები ძალიან მძიმე. ძალიან მოუქნელი და ძალიან დაბალი სიმძლავრისაა. თან მათი სადენი მანევრირების არეალს საგრძნობლად ამცირებს.
აპარატის არჩევისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მნიშვნელოვანია თავად აპარატის ხარისხი და ფუნქციები, ისე ქვენი ბაღის ზომა-ფორმა. და პირად პრეფერენციებსაც ვერ ვუგულებელყოფთ - აუცილებელია აპარატი თქვენს გემოვნებაში ჯდებოდეს, რათა მოხერხებულად გამოიყენოთ და მალევე არ დაგჭირდეთ შეცვლა.
პირველ რიგში, რასაკვირველია, აპარატი საიმედო უნდა იყოს და კარგად მუშაობდეს. თუ ელემენტით აღჭურვილ საკრეჭს შეიძენთ, აუცილებლად გაარკვიეთ რამდენი ხანი ძლებს ჩართული თითო გამოყენებაზე. ამას “მოქმედების არეალს” ვეძახით და დასათვლელი ფორმულაც არსებობს: გაზონის საკრეჭებისთვის - xმ² ელემენტის თითო დამუხტვაზე; xმ - ბალახის სათიბებისა და ბუჩქების მაკრატლებისთვის. თუმცა საბოლოო ციფრი მიახლოებითი მაჩვენებელია - დაფარვა დამოკიდებულია გაზონის ტიპსა და ხარისხზე. ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ საჭრელი პირის სიგანე და კრეჭვის სიმაღლე. განსაკუთრებით კრეჭვის სიმაღლისას მნიშვნელოვანია როგორ ფორმაშია გაზონი, სრულიად ბრტყელი და თანაბარია, თუ ზედაპირი უსწორმასწოროა?
გაზონის საკრეჭი აპარატი: კლასიკა რომელიც ყველას სჭირდება
როდესაც კლასიკურ გაზონის საკრეჭ აპარატებზე ვსაუბრობთ, არჩევანი როგორც წესი, მოიცავს ტრადიციულ საკრეჭ აპარატებს სადენით, საწვავზე მომუშავე მოდელებს, ან ელემენტით აღჭურვილ მოდელებს. და რომელია უკეთესი? დღემდე მებაღეებს შორის აქტუალური დებატია.
თანამედროვ ელემენტზე მომუშავე საკრეჭი არაფრით ჩამოუვარდება საწვავზე მუშა მოდელებს. პირიქით! სულ უფრო მეტი მებაღე ირჩევს მოდელებს, რომლებიც ელემენტზე მუშაობენ, თუ პრიორიტეტში აპარატის მოცულობა, გამოყენებისთვის მზაობის სიჩქარე და მოვლა-შენახვის სიმარტივეა. ეს მოდელები ასევე უფრო მსუბუქი და ნაკლებხმაურიანია. ყველა ეს ფაქტორი ერთად აღებული მათ უპირატეს პოზიციაში აყენებს ძველ მოდელებთან შედარებით. და ის ფაქტი, რომ დენის მავთულს არ წამოედები გამოყენების დროს დამატებითი სასიამოვნო ბონუსია.
მთავარია მოდელის არჩევის დროს არ იჩქაროთ და კარგად გაიაზროთ რა არის მთავარი მახასიათებლები, რომლებიც გჭირდებათ და კომპრომისზე ვერ წახვალთ. იქნებ სიმსუბუქე, რომ გაზონის საკრეჭი მარტივად გადაატაროთ ეზოს და შემდეგ მარტივადვე შეინახოთ? იქნებ მთავარია რაც შეიძლება ცოტა ადგილს იყენებდეს? ან იქნებ სულაც მთავარია შეგეძლოთ ჭრის სიმაღლის ზუსტი კონტროლი?
კერხერის V18 გაზონის საკრეჭ აპარატს 36 სანტიმეტრამდე საჭრელი პირი აქვს და იდეალურია მცირე ზომის გაზონებისთვის. თუ დიდი გაზონი გაქვთ, მაშინ უფრო უპრიანი იქნება V36 გაზონის საკრეჭ აპარატს მიაქციოთ ყურადღება: 46 სანტიმეტრის სიგანის საჭრელი პირი დიდ მანძილებს გაცილებით უფრო სწრაფად და ეფექტურად ფარავს.
როგორ გავასწოროთ ცალკეული პრობლემური ზონები გაზონზე? დაგეხმარებათ ბალახის სათიბი ელემენტზე
თუ გაზონის კიდეების მოსწორების პრობლემა გაქვთ, საიდუმლოს გაგიმხელთ: მარტო არ ხართ. გაზონის შედარებით რთულად მისაწვდომი ადგილების გაკრეჭვა მებაღეების უმეტესობას უჭირს. ისინი კი, ვინც ამ საქმეს ძალისხმევის გარეშე წარმატებით ართმევენ თავს ან ბუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოვებული, ან იყენებენ კომპაქტურ ბალახის სათიბს ელემენტებზე. ასეთი სათიბი შედარებით მსუბუქია, მარტივად მანევრირებს, აღჭურვილია სწრაფად მბრუნავი პლასტმასის ტრიმერით ან დანით, და ეფექტურად ებრძვის რთულად მისადგომ ბალახსა და სარეველებს.
რადგან ელემენტზე მუშაობს, სათიბი ძალიან ჩუმია (და ხმაურის დონე კიდევ უფრო შეიძლება შემცირდეს თუ პლასტმასის დანებს გამოიყენებთ). მაგრდება მხარზე სპეციალური ზონარით (უმეტეს შემთხვევაში კომპლექტში მოყვება), ხოლო მბრუნავი ტრიმერის თავაკი და რეგულირებადი სიმაღლის სახელურები ამარტივებენ გამოყენებას.
როგორც ტრიმერის დანები დიდ სიჩქარეზე ბრუნავს, შესაძლოა მუშაობისას აქეთ იქით გაფანტოს მტვერი, კენჭები და ბალახის ნარჩენები. ამიტომ გამოყენებისას აუცილეებლია გეცვათ სქელძირიანი გამძლე ფეხსაცმელი და დამცავი სათვალეები. ასევე არ უნდა მიხვიდეთ ძალიან ახლოს ხეებთან, ბუჩქებთან ან თუნდაც ხის პატიოსთან, რათა შეამციროთ შესაძლო დაზიანების შანსები.
სხვა მხრივ სათიბი ძალიან პრაქტიკულია: ტრიმერის დანები არა მხოლოდ ეფექტურია, არამედ სხვა აპარატის ნაწილებთან შედარებით ხელმისაწვდომიცაა და მარტივი შესაცვლელია თუ გაცვდა.
პატარა, მაგრამ ძლიერი: რატომ ხდება რობოტი გაზონის საკრეჭი სულ უფრო პოპულარული
ბოლო რამდენიმე წელია სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს რობოტი გაზონის საკრეჭი. მათი გამოყენების მომხრეებს მარტივი დევიზი აქვთ: საქმეს რობოტი აკეთებს, შენ კი ზიხარ და ისვენებ. მაგრამ რეალურად, რასაკვირველია, რობოტი საკრეჭის გამოყენებას ბევრი ნიუანსი სდევს თან.
რამდენად მომგებიანი იქნება თქვენთვის რობოტ საკრეჭში ინვესტირება პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა ზომისაა თქვენი გაზონი. შეძენამდე, ყურადღებით შეამოწმეთ არჩეული მოდელის ზუსტი ზომა და ბატარეის სიძლიერე. თუ თქვენი გაზონის განლაგება ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულია, უმჯობესია პატარა ზომის რობოტ მოდელებში ჩაიხედოთ - მათი ტევადობა შედარებით მძიმეა, მაგრამ ვიწრო არეალში მეტი გაქანება აქვთ და ნაკლებია შანსი რომელიმე მონაკვეთი გაუთიბავი დარჩეს. როდესაც საქმე გაზონის საკრეჭებს ეხება, განასხვავებენ დანის მბრუნავი სისტემისა და ნამგლის სიგრძისა და მასალის მიხედვით. ამ უკანასკნელებს უფრო ფართო დანები აქვთ და, შესაბამისად, უკეთ ერევა სქელი ბალახის ღეროებს და ხშირ მცენარეულ საფარს.
რობოტი საკრეჭის მუშაობის პრინციპი მარტივია: აპარატი მოძრაობას იწყებს დატენვის სადგურიდან (მოდელი, როგორც წესი, ავტომატურად იტენება). მოდელების უმეტესობა კრეჭვისას არ მიყვება კონკრეტულ გზას და შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს საკრეჭ არეალს. მართალია რობოტი აპარატის შემთხვევაში ამ პროცესს რამდენიმე დღე ჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ პროცესი თქვენი მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მიმდინარეობს.