პრაქტიკული რჩევები მოტოციკლის გასაწმენდად

აგვისტო 08 2024

მოტოციკლის წმენდა
მოტოციკლის წმენდა

მოტოციკლი არამხოლოდ ტრანსპორტირების საშუალება, არამედ ცხოვრების სტილის გამოხატულებაცაა - ის თავისუფლებასა და თავგადასავლებთან ასოცირდება.  

ეს კი მფლობელსა და მოტოციკლს შორის განსაკუთრებულ კავშირს აყალიბებს. 

თუმცა, მოტოციკლის სრული პოტენციალის გამოსავლენად, აუცილებელია მისი სათანადო მოვლა და დაცვა. 

სწორედ ამისთვის, ამ ბლოგპოსტით წმენდასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ რჩევებს გაგიზიარებთ, რომლებიც მოტოციკლის საუკეთესო იერსახის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. 

როგორ გავრეცხოთ მოტოციკლი სწორად? 

მოტოციკლის სწორად რეცხვა არამხოლოდ ვიზუალის შენარჩუნებას, არამედ ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებასაც უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, წმენდის პროცესში რამდენიმე ეტაპის გავლაა მნიშვნელოვანი:  

სწორი ადგილის შერჩევა

უპირველეს ყოვლისა, შესაფერისი ადგილი უნდა შეარჩიოთ გასარეცხად. 

სასურველია ეს, ჩრდილოვანი, დაცული ზონა იყოს, რათა მზის სხივებმა სარეცხი საშუალების სწრაფი გაშრობა არ გამოიწვიოს. ეს მოტოციკლის ზედაპირზე ღრმა ლაქებს აჩენს. 

სწორი ადგილის გამოყოფის შემდეგ კი მნიშვნელოვანია საწმენდი საშუალებები შეარჩიოთ სწორად. 

დელიკატური ნაწილების წმენდა

აუცილებელია ისეთი დელიკატური ნაწილები, როგორებიცაა საწვავის ავზი, ძრავა და ელექტრო კომპონენტები, ფრთხილად გაწმინდოთ რბილი ჯაგრისითა და სპეციალური სარეცხი საშუალებით. 

ეს მოტოციკლს დაიცავს წყლისა და საპნის შესაძლო შეღწევისგან მსგავს ადგილებში. 

მსგავსი ნაწილების გასასუფთავებლად არ გამოიყენოთ მაღალი წნევით რეცხვის აპარატი!

გაითვალისწინეთ ისიც, რომ მოტოციკლის ჯაჭვი ყოველ 300-500 კილომეტრში უნდა გაიწმინდოს, რათა თქვენი უსაფრთხოება აბსოლუტურად იყოს დაცული. 

ჯაჭვის წმენდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან როცა მტვრის ნაწილაკები საპოხ საშუალებას ერევა, ის ცვდება და ეფექტს კარგავს. ეს კი, საბოლოო ჯამში, მძღოლის უსაფრთხოებას უქმნის უდიდეს საფრთხეს. 

მოტოციკლის ძირითადი ნაწილის წმენდა

შემდეგი ნაბიჯია თავად მოტოციკლის რეცხვა. დაიწყეთ ზემოდან ქვემოთ, რათა თავიდან აიცილოთ წყლის ნაკადის გადადინება უკვე გარეცხილ ნაწილებზე. გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი და pH ნეიტრალური საწმენდი საშუალება. მოერიდეთ მჟავებსა და ტუტეებს, რადგან ისინი საღებავსა და ზედაპირის სტრუქტურას აზიანებს. 

მოტოციკლის ძირითადი ნაწილის წმენდისთვის კი ჩვენი მაღალი წნევით რეცხვის აპარატები გამოგადგებათ. 

დისკებისა და სხვა დეტალების გასუფთავება

დისკების, საბურავებისა და სხვა სპეციფიკური დეტალების გასასუფთავებლად გამოიყენეთ მათთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებები. 

დისკები მოტოციკლის მართლაც თვალისმომჭრელი ნაწილია, თუმცა დაბინძურება, პირველ რიგში, მათ ვიზუალურ მხარეს აზიანებს. 

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დისკების საგულდაგულო დასუფთავება. 

"კერხერის" ბორბლების სარეცხი ჯაგრისი 360-გრადუსიან წმენდას უზრუნველყოფს - ის მარტივად შეაღწევს ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშიც კი და მათ ეფექტურად გაასუფთავებს. 

რაც შეეხება მოტოციკლის სხვა ნაწილებს, გაითვალისწინეთ ისიც, რომ მწერები ხშირად ჩერდებიან ფარებში. 

სწორედ ამიტომ, ამ ნაწილის ცალკე დამუშავებაა საჭირო. 

“კერხერის” სარეცხი საშუალებები ეფექტურად აშორებს მწერების ნარჩენებს ზედაპირის დაზიანების გარეშე. 

მოტოციკლის გამშრალება

როცა რეცხვას დაასრულებთ, მოტოციკლის გასამშრალებლად მიკროფიბრის რბილი ქსოვილი გამოიყენეთ. შემდეგ კი სასურველია ზედაპირების სპეციალური ზეთით დამუშავება ბზინვარე იერსახის შესანარჩუნებლად.  

როგორ მოვუაროთ ახალგარეცხილ მოტოციკლს? 

მოტოციკლის სრულყოფილი რეცხვის შემდეგ, მნიშვნელოვანია მისი სათანადოდ მოვლა და პრევენციული ზომების მიღება. 

პირველ რიგში, საჭიროა მისი დაცვა ნესტისგან, რადგან ეს შესაძლოა ლაქებისა და კოროზიის გამომწვევი მიზეზი გახდეს. 

ამიტომ, მშრალი მოტოციკლი ყოველთვის გარაჟში ან სხვა ნებისმიერი ტიპის დახურულ სივრცეში დააყენეთ. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეცხვის შემდეგ, სასურველია, მოტოციკლის გარე ზედაპირი პოლირების სპეციალური საშუალებით დაფაროთ, რაც მას UV სხივებისა და სხვა გარემო ფაქტორებისგან დაიცავს. ასევე, მნიშვნელოვანია ქრომისა და მეტალის დეტალების დამუშავება ანტიკოროზიული საშუალებებით.

მოტოციკლის გარეცხვა ორ ან სამ კვირაში ერთხელაა რეკომენდებული, რათა თავიდან აიცილოთ მტვრის ნაწილაკებისა და სხვა დამაბინძურებლების დაგროვება.  

შესაბამისი მოვლითა და პრევენციული ზომებით, თქვენი მოტოციკლი ბრწყინვალე იერს უფრო დიდხანს შეინარჩუნებს.