როგორ გავწმინდოთ იატაკის ფილები
აგვისტო 08 2024
იატაკის ფილები შენობებისა და საცხოვრებელი სახლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ისინი არა მხოლოდ ფუნქციურ როლს ასრულებს, არამედ შიდა სივრცის ვიზუალურ იერსახესა და განწყობასაც განსაზღვრავს.
სწორად იატაკის ფილებს შეუძლია თბილი, მყუდრო და მიმზიდველი გარემო შექმნას. გარდა ამისა, ისინი დიდ გავლენას ახდენენ სივრცის ხარისხსა და ღირებულებაზე.
იატაკის ფილებისთვის სხვადასხვა მასალა გამოიყენება - იქნება ეს ხე, კერამიკა, ლამინატი თუ ქვა. თითოეული მათგანი განსხვავებული თვისებებით, დიზაინითა და ფასით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, იატაკის ფილების შერჩევისას აუცილებელია სივრცის დანიშნულება, ბიუჯეტი და პირადი გემოვნება გაითვალისწინოთ. თანამედროვე ბაზარზე არსებული მრავალფეროვანი არჩევანი კი საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ ის ვარიანტი, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს.
როგორ გავწმინდოთ იატაკის ფილები? - “კერხერის” გზამკვლევი
იატაკის ფილების წმენდა არამხოლოდ უშუალო გასუფთავების პროცესისგან, არამედ ზედაპირის შემდგომი მოვლისა და დაბინძურების პრევენციის ეტაპებისგანაც შედგება.
კომპანია “კერხერი” ამ ბლოგპოსტის სახით იატაკის ფილების მოვლის სრულყოფილ გზამკვლევს გთავაზობთ.
კერამიკული ფილები
თუ სახლში კერამიკული ფილები გაქვთ, პირველ რიგში, მტვერი ცოცხით ან მტვერსასრუტით მოასუფთავეთ. სველი წმენდისთვის კი თეთრი ძმარი სასურველი რაოდენობის თბილ წყალს შეურიეთ. თეთრი ძმარი უსაფრთხო და მარტივ წმენდას უზრუნველყოფს. თუმცა, თუ უშუალოდ ქიმიური საშუალებების გამოყენება გსურთ, ბრენდი “კერხერი” კერამიკული ფილების დასამუშავებლად სპეციალურ ხსნარებს გთავაზობთ.
ფილებს შორის არსებული ღარების გრუნტის გასასუფთავებლად კი, პირველ რიგში, გრუნტების დაცვაა საჭირო. ამისთვის ზოგიერთი სპეციალისტი, გრუნტზე სანთლის წასმას გვირჩევს, რათა წყალგაუმტარი ფენა შეიქმნას და ამ სივრცეში ნესტი არ დაგროვდეს.
ნესტის თავიდან ასაცილებლად კი გირჩევთ აბაზანაში აქტიურად გამოიყენოთ გამწოვები, საჭიროების შემთხვევაში კი, კარები ღია დატოვეთ.
ქვის ფილები
ქვის ისეთი ფილების, როგორიცაა მარმარილო და გრანიტი, გასუფთავება საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან ისინი მეტად მგრძნობიარეა და შესაძლოა დაზიანდეს არასწორი მოვლის შემთხვევაში.
ქვის ფილების წმენდისას მოერიდეთ კონცენტრირებული მჟავების ან ლიმონისა და ფორთოხლის გამოყენებას, რადგან ისინი მარტივად აუფერულებს ქვის ზედაპირს.
ქვა წყალგამტარი მასალაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მის ზედაპირზე დარჩენილმა წყალმა, შესაძლოა ლაქების გაჩენა გამოიწვიოს. ამიტომ, გაამშრალეთ ფილები რბილი ქსოვილით.
რეცხვა კი, სასურველია, ქვის სპეციალური სარეცხი საშუალებით შესრულდეს, რომელსაც “კერხერის” კატალოგში შევხდებით.
როგორ გავწმინდოთ ფილები მარტივად
ფილების წმენდის ყველაზე პოპულარული მეთოდი მტვერსასრუტისს და სველი წმენდის კომბინაცია. პირველ ეტაპზე ფილებს აცილებენ ფხვიერ ჭუჭყიანს, მაგ. მტვერსა და თმებს. ფხვიერი ჭუჭხი სტანდარტული მტვერსასრუტით იწოვება. თუ იატაკის ფილები საცხოვრებელი სივრცის გარეთ ან უკიდურესად დაბინძურებულ ტერიტორიაზეა (მაგ. ავტოფარეხი), ზედაპირული წმენდის ეტაპისთვის იდეალურია მრავალფუნქციური მტვერსასრუტი.
ზედაპირული ჭუჭყის მოშორების შემდეგ გაწმინდეთ ფილებით მოპირკეთებული ზედაპირი იატაკის საწმენდი ტილოთი ან ჯოხით. უმჯობესია თუ რეგულარულად გაწურავთ საწმენდ ხელსაწყოს სპეციალური საწურის მეშვეობით, რადგან ეს ამცირებს ჭუჭყთან თქვენს პირდაპირ კონტაქტს. პირველ რიგში, დაამუშავეთ კიდეები მთელი ოთახის გასწვრივ, შემდეგ კი გამოყევით ტერიტორიას უკანა კუთხიდან კარებამდე.
ამ მიდგომის რამდენჯერმე გამოყენების მერე ნახავთ, რომ მოპირკეთებული ტერიტორიის დასუფთავება ძალიან სწრაფადაა შესაძლებელი, თუ სიღრმისეულმა ჭუჭყმა ვერ მოასწრო ფილებში ჩაღწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესს დამატებით ნაბიჯი ემატება: სანამ სველ წმენდას დაიწყებთ სიღრმიესული ჭუჭყი, რომელიც მტვერსასრუტმა ვერ მოაშორა, უნდა დამუშავდეს, რათა გაფხვიერდეს. კარგი მაგალითია სამზარეულოს ზედაპირებზე ცხიმის გამხმარი ლაქები რომლებიც, როგორც წესი, პირველი წმენდისას არ შორდება. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ იატაკის საწმენდების უმეტესობა შედარებით დიდი მოცულობის წყალს იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედაპირის გაშრობას შედარებით მეტი დრო სჭირდება.
სველი წმენდა
ორთქლის აპარატით წმენდა სასურველია კვირაში ერთხელ განხორციელდეს.
თუ სტანდარტულ საწმენდს იყენებთ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოერიდოთ მძაფრ და ძლიერ ქიმიურ ხსნარებს, რომლებმაც შესაძლოა ფილები დააზიანოს.
ცხიმისა და ზეთის ლაქები
ცხიმის ლაქების მოცილება ქვისა და კერამიკის ფილებისთვის შესაძლოა გამოწვევა იყოს, რადგან ცხიმი ძლიერად ეკვრის მასალის ზედაპირს და ხშირად საჭიროებს განსაკუთრებულ მეთოდებს. თუმცა, შესაბამისი საშუალებებისა და ტექნიკების გამოყენებით, შესაძლებელია ცხიმის ლაქების სრულად მოცილება და ფილების თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება.
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია დროულად შევძლოთ ლაქების აღმოჩენა, რადგან რაც უფრო დიდხანს რჩება ისინი ზედაპირზე, მით უფრო რთული ხდება მათი მოცილება.
წმენდის პროცესში, მნიშვნელოვანია ჩამჯდარ ცხიმზე სპეციალიზებული საწმენდი საშუალების გამოყენება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სარეცხი სითხე არ უნდა იყოს აბრაზიული და ზედმეტად ხისტი, რათა ზედაპირის დაზიანება არ გამოიწვიოს.
პრევენციული ღონისძიებები
აბაზანისა და სამზარეულოს იატაკის ფილების დასაცავად სასურველია რამდენიმე პრევენციული ღონისძიების გატარება:
მდგრადი ფილების არჩევა - საწყის ეტაპზევე შეარჩიეთ მაღალი ხარისხის, გამძლე და წყალგაუმტარი ფილები აბაზანისა და სამზარეულოსთვის.
ბადეების და ხალიჩების გამოყენება - სველ ადგილებში წყალგამძლე ხალიჩები, რომლებიც წყლის გაფანტვას შეაჩერებს და ფილებს დაზიანებისგან დაიცავს.
სწრაფი გაშრობა - სველი არეების დროული გამოშრობა ხელს შეუწყობს ბაქტერიებისა და ლაქებისა თავიდან აცილებას.
ნესტის დაგროვების თავიდან ასაცილებლად აქტიურად ისარგებლეთ გამწოვით აბაზანებსა და სამზარეულოში.
დროული გაწმენდა - დროულად მოაცილეთ ნებისმიერი ნალექი, ცხიმი ან საკვები ნარჩენები ფილებიდან, რათა მათ ღრმად ჩაჯდომის საშუალება არ მიეცეს.
ამ პრევენციული ზომების პრაქტიკაში დანერგვით, შეგეძლებათ გაზარდოთ აბაზანისა და სამზარეულოს იატაკის ფილების სიცოცხლის ხანგრძლივობა, შეინარჩუნოთ მათი იერსახე და თავიდან აიცილოთ ხარჯები მათ შესაცვლელად.
“კერხერის” მტვერსასრუტი
"კერხერის" უახლესი მტვერსასრუტები, როგორიცაა, მაგალითად VC 6 Cordless ourFamily, VC 4 Cordless myHome და VC 3 White, გამოირჩევა კომპაქტურობით, სიმძლავრითა და მოსახერხებელი ფუნქციონალით. უსადენო მოდელები VC 6 და VC 4 თავისუფალ მანევრირებას და ეკო რეჟიმში 30 წუთამდე უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს ერთი დამუხტვით.
მიუხედავად პატარა ზომისა, ისინი აღჭურვილია 25.2V და 18V ელემენტებითა და მძლავრი ძრავებით, რაც ინტენსიური დასუფთავების საჭიროებებს იდეალურად უპასუხებს.
ამასთანავე, ეს მოდელები ინოვაციური მულტიციკლონური ტექნოლოგიით ხასიათდება, რომელიც ტომრების გამოყენების აუცილებლობას გამორიცხავს. ნაცვლად ამისა, მტვერი და ნარჩენები გროვდება გამჭვირვალე კონტეინერში, რაც საშუალებას გვაძლევს უბრალოდ დაცალოთ ის დაგროვილი მასალისგან და არ დაგჭირდეთ ძვირადღირებული ტომრების შეცვლა.
მტვერსასრუტებს მოხსნადი იატაკის საცმები აქვს, რომლებიც LED განათებითაა აღჭურვილი და მტვრის ნაწილაკების ხილვადობას მნიშვნელოვნად ზრდის. აქსესუარების ფართო არჩევანი კი საშუალებას გაძლევთ გაწმინდოთ სხვადასხვა ზედაპირი. კომპაქტური დიზაინი და სპეციალური სამაგრები მტვერსასრუტის მოხერხებულად შენახვის საშუალებას იძლევა მცირე სივრცეშიც კი.
"კერხერის" ეს ინოვაციური მოდელები მართლაც მნიშვნელოვნად ამარტივებს სახლის დასუფთავებისა და მოვლის პროცესს.
“კერხერის” ორთქლის აპარატი
"კერხერის" ორთქლის აპარატები, როგორიცაა SC 1 EasyFix, SC 2 EasyFix და SC 3 EasyFix, იდეალურ მოწყობილობას წარმოადგენს სახლის ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წმენდისთვის.
მიუხედავად პატარა ზომისა, SC 1 EasyFix მაინც გამოირჩევა ორთქლის მოზრდილი აპარატების დონის სიმძლავრით და შესანიშნავად გამოდგება საშუალო ინტენსივობის წმენდისთვის.
ვისაც პირველად აქვს შეხება ორთქლით წმენდასთან, მისთვის იდეალურია SC 2 EasyFix. მოწყობილობა ააღჭურვილია ყველა საჭირო ფუნქციით და ზოგავს თქვენს დროს სახლის დალაგებისას.
უმაღლესი კლასის SC 3 EasyFix წყალს მხოლოდ 30 წამში ადუღებს, მას ასევე აქვს შესაძლებლობა მუშაობისას წყალი დაიმატოს, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას აპარატი დალაგებისას უწყვეტად გამოიყენოს.
ყველა ეს მოდელი გამოირჩევა მარტივი ერგონომიული დიზაინით, რაც აადვილებს მათ გამოყენებას სახლის ნებისმიერ კუთხეში. ორთქლით წმენდა კი უზრუნველყოფს სრულ ჰიგიენას და მაქსიმალურად ამცირებს სახლში ქიმიური ხსნარების გამოყენების საჭიროებას.
ამასთან ერთად, "კერხერის" ორთქლის აპარატები მნიშვნელოვნად აიოლებს დასუფთავების პროცესს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დროულად და ეფექტურად გაწმინდოს სახლის ნებისმიერი კუთხე ქიმიური ხსნარების გამოყენების გარეშე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიული ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც სახლში პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები ყავთ.