ყველაფერი ბაღის მოვლის შესახებ
აგვისტო 08 2024
ბაღის მოვლა დამღლელი პროცესია, რომელიც დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა ის ეზოს სიჯანსაღის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია.
ეს აქტივობა მრავალფეროვან სამუშაოებს მოიცავს:
- გაზონის გაკრეჭა;
- ხის ტოტების მოჭრა;
- ბუჩქის კიდეების შესწორება;
- ფოთლებისგან ეზოს გასუფთავება;
- მცენარეების მორწყვა;
- აუზის წმენდა.
იმისთვის, რომ ბაღის სამუშაოები “კერხერის” ბაღის ტექნიკის გამოყენებით ეფექტურად შეასრულოთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.
ბაღის მოვლის აპარატები - “კერხერის” რჩევები ტექნიკის სწორად გამოსაყენებლად
პირველ რიგში, თუ ხის ან მისი ტოტების მოჭრას აპირებთ, აუცილებლად უნდა გქონდეთ მზად ელექტრო ხერხი, დამცავი ტანსაცმელი და კიბე.
ხოლო გაზონის გაკრეჭის შემთხვევაში დაგჭირდებათ ჩვენი გაზონის სათიბი.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ისიც, რომ სველი გაზონის გათიბვა არ არის რეკომენდებული.
ასეთ დროს ბალახის ღეროები რბილი და სველია, რის გამოც ისინი არარეგულარულად და უხეშად იჭრება. ამასთან ერთად, არსებობს აპარატის დაზიანების რისკიც.
გაზონისა და მცენარეების სწორად მოსარწყავად აუცილებლად უნდა მიიღოთ მხედველობაში ის ფაქტი, რომ სხვადასხვა მცენარეებსა და ნიადაგებს ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს.
მორწყვის პროცესი კი სწორედ ამ მოთხოვნის მიხედვით უნდა წარიმართოს.
ბაღის მოსარწყავად შეგიძლიათ გამოიყენოთ კერხერის ბაღის სარწყავი სისტემები, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში დაატენიანებს ნიადაგს და საქმესაც გაგიმარტივებთ.
ეზოს ავეჯის დასუფთავება
ეზოს ავეჯი მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი გარე სივრცისთვის და მრავალი დანიშნულება აქვს.
პირველ რიგში, ის კომფორტულ და მიმზიდველ გარემოს ქმნის დასვენებისა და რელაქსაციისთვის.
სკამები, მაგიდები, სავარძლები და სხვა ტიპის ავეჯი გვაძლევს საშუალებას ჩვენს ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დრო გავატაროთ.
ამასთან ერთად, მათ დეკორატიული დატვირთვაც აქვს.
“კერხერი” გირჩევთ ეზოს ავეჯის გასასუფთავებლად მაღალი წნევით რეცხვის აპარატები გამოიყენოთ. შეარჩიეთ რეკომენდებული საწმენდი ხსნარი და პარამეტრები - და მალე თქვენი ავეჯი ისევე იბზინებს, როგორც შეძენის დღეს.
ბაღის ზამთრისთვის მომზადება
ზამთრისთვის მომზადება კერძო სახლის ყველა მფლობელისთვის რთული და დამღლელი პროცესია, თუმცა "კერხერი" მზადაა ეს პროცესი შეგიმსუბუქოთ.
იმისთვის, რომ ეზო ფოთლებისა და სხვა ტიპის ნარჩენებისგან სწრაფად გაათავისუფლოთ, გირჩევთ ჩვენი ფოთლების გამფანტავი გამოიყენოთ, რომელიც გაამარტივებს მათ მყარი ზედაპირიდან მიწის ნიადაგზე გაფანტვას და ბუნებრივ ნეშომპალად ქცევას.