ავტომობილის რეცხვა სახლის პირობებში: რჩევები კერხერისგან
ივლისი 16 2024
თუ შეგიმჩნევიათ, რომ სულ უფრო და უფრო რთულდება ავტომობილის ჭუჭყიანი საქარე მინიდან გზის დანახვა? ან ის, რომ თქვენი ავტომობილი ძალიან სწრაფად იფარება მტვრით და მარტივად იკრავს ფოთლებს, გზის მარილს თუ მწერების ნარჩენებს? ყველაფერი ეს მიანიშნებს, რომ დროა მანქანა გარეცხოთ. თუ არ გსურთ ავტოსამრეცხაოში წასვლა, პრობლემა არაა - სწორი აღჭურვილობის გამოყენებით სახლის პირობებშიც შეძლებთ სწრაფად და მარტივად გარეცხოთ მანქანა. მთავარია ყველაფერი სწორად დაგეგმოთ. საქმე რომ გაგიმარტივდეთ, ეს პროცესი დეტალურად ჩავშალეთ. თქვენ კი შეგიძლიათ უბრალოდ ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვეთ.
რატომ არის აუცილებელი მანქანის რეგულარულად გარეცხვა?
არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი ავტომობილი საკოლექციო მოდელია თუ ყველაზე ხელმისაწვდომი მანქანა ბაზარზე - ორივეს ერთნაირად რეგულარული ინტერვალებით სჭირდება გარეცხვა. ჭუჭყი მანქანის ძარაზე წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება დაგროვდეს - ზამთარში ეს გზებზე მოცურების საწინააღმდეგო ტექნიკური მარილია, გაზაფხულზე - მცენარეული მტვერი, ზაფხულის სიცხეში ხშირად იპოვით მანქანის ზედაპირზე მწერების ნარჩენებს, შემოდგომაზე კი ახლადჩამოყრილ ფოთლებს. თუ ჭუჭყსა და მტვერს დროულად არ მოაშორებთ, ნადები საბოლოო ჯამში აუცილებლად დააზიანებს მანქანის საღებავის საფარს. შესაბამისად, რეგულარული რეცხვა არა ავტომობილს არა უბრალოდ სისუფთავეს და ბზინვარებას უბრუნებს, არამედ მის ფუნქციურობას ახანგრძლივებს და საბაზრო ღირებულების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ყურადღება: აუცილებლად დაიცავით შემდეგი რეგულაციები
ვისთვისაა მანქანის გარეცხვა სახლის წინ ნებადართული და ვისთვის - აკრძალულია ზუსტად თქმა არ შეგვიძლია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა ადგილობრივი რეგულაციები მოქმედებს კონკრეტულად თქვენს საცხოვრებელ ადგილას. ზოგ რეგიონში აკრძალულია მანქანის რეცხვა საზოგადოებრივ გზებზე. არ აქვს მნიშვნელობა რეცხვისას გამოიყენება სარეცხი საშუალებები, თუ უბრალოდ სუფთა წყალს ავლებთ მანქანას. თუ ტერიტორია თქვენი კერძო საკუთრებაა, მაშინ მანქანისა და მოტოციკლეტის რეცხვა, როგორც წესი, ნებადართულია.მაგრამ აუცილებლად შეამოწმეთ ადგილობრივი რეგულაციები, სანამ მანქანის დამოუკიდებლად გარეცხვას შეეცდებით. მაგალითად, რიგ ქვეყნებში მოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მანქანის კერძო ტერიტორიაზე გარეცხვისას გამოყენებული წყალი სავალდებულოა კანალიზაციის სისტემაში მოხვდეს.
სანამ მანქანას სახლში გარეცხავთ დააზუსტეთ რის უფლებას გაძლევთ არსებული კანონმდებლობა, რა არის მანქანის კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გარეცხვისას ნებადართული და რა - აკრძალული. როგორც წესი, იურიდიულად ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია მანქანის ავტოსამრეცხაოში, მათ შორის თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოში გარეცხვა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ალტერნატივა არ არსებობს - უბრალოდ ნიუანსების გარკვევას ცოტა დრო და ძალისხმევა დასჭირდება.
როგორ გავრეცხოთ მანქანა სახლში: სიღრმისეული გიდი
-
ნაბიჯი #1: მოაცილეთ ავტომობილს ზედაპირული ჭუჭყი
სანამ მანქანის რეცხვას დაიწყებთ, მოაშორეთ ზედაპირული ჭუჭყი, მაგ. ფოთლები, ყვავილის ფურცლები, და ა.შ. ხელით ან რბილი ფუნჯით.
-
ნაბიჯი #2: წინასწარი წმენდა
შემდეგი ნაბიჯი წინასწარი წმენდაა: დაარბილეთ უხეში ჭუჭყი მაღალი წნევით რეცხვის აპარატის საშუალებით. გამოიყენეთ ბრტყელი ჭავლის გამფრქვევი თავაკი, რათა თავიდან აიცილოთ საღებავის დაკაწვრა. მეორე გამოსავალია, ბაღის შლანგზე ან წყლის ვედროზე მიამაგროთ პისტოლეტის თავაკი, და ამ ფაზაში ავტომობილი გაწმინდოთ ხელით კონტროლირებადი ჭავლითა და რბილი ღრუბლით.
საჭიროების შემთხვევაში, დაამუშავეთ და გაასუფთავეთ საბურავების დისკები. წმენდის ამ ფაზაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საბურავების ღრიჭოებს, რადგან ამ ადგილიდან ჭუჭყის ამორეცხვა განსაკუთრებით რთულია ხოლმე. მსგავსი რთულად მისაწვდომი ადგილების ამოსარეცხად საუკეთესო გამოსავალია მოკლე თავაკი 360 გრადუსიანი მბრუნავი მაკავშირებლით რომელიც ერთდება მაღალი წნევით რეცხვის აპარატთან. თავაკის მიბრუნება ყველა კუთხითაა შესაძლებელი, წყლის ჭავლი შეიძლება იყოს მიმართული წინ, გვერდზე, ზევით და ქვევით, და მარტივად მიუდგება მოუხერხებელ ადგილებში ჩამჯდარ ჭუჭყს, ისე რომ ხელის არაკომფორტულ პოზიციებში დაჭერა არ მოგიწევთ.
-
ნაბიჯი #3: გამოიყენეთ საწმენდი ხსნარი
შემდეგი ნაბიჯია ქიმიური ხსნარის დაერთება მაღალი წნევით რეცხვის აპარატზე, რათა გაირეცხოს მთლიანი ავტომობილი მანქანის შამპუნით თუ უნივერსალური ხსნარით. დაიწყეთ ავტომობილის ქვემოდან და მიყევით ზემოთ. როდესაც მთელ მანქანას დაფარავთ, საწმენდი ხსნარი ცოტა ხნით დატოვეთ, რომ სიღრმისეულად ჩამჯდარი ჭუჭყი დაარბილოთ. შემდეგ მხოლოდ მძლავრი წყლის ჭავლით ჩამორეცხვა იქნება საჭირო. თუ თვლით რომ ჭუჭყი ძალიან ღრმად ზის და ცოტა დიდი ხნით უნდა გააჩეროთ ქიმიური ხსნარი, გამოიყენეთ აქაფებადი ხსნარი. ასეთი ხსნარი სქელ და ხანგრძლივ ქაფად იქცევა. მისი გამოყენება მარტივია საქაფე ავზით. კიდევ ერთი, თუმცა უფრო შრომატევადი, ვარიანტია საწმენდი ხსნარის ღრუბლით წასმა.
ეს საყურადღებოა: ნუ დააყენებთ საწმენდი ხსნარის ქაფის მთებს. სიმძიმის გამო სქელი ქაფი მარტივად ჩამოსრიალდება მანქანის ზედაპირიდან ისე, რომ ჭუჭყის მოშორებას ვერ მოასწრებს.
-
ნაბიჯი #4: ჩამორეცხეთ საწმენდი სითხე
როდესაც საწმენდი სითხე სიღრმისეულ ჭუჭყს კარგად გაუჯდება (ალტერნატიულად, საწმენდი სითხის შეფუთვაზე მითითებული რეკომენდებული დრო გავა), გამოიყენეთ მაღალი წნევით რეცხვის აპარატი და სუფთა წყლის ჭავლით ჩამორეცხეთ მანქანა. ყოველთვის გარეცხეთ მანქანა ბრტყელი ჭავლით. მინიმალური დაშორება აპარატსა და გასარეცხ ზედაპირს შორის 15 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს. თუ საბურავებს რეცხავთ, მინიმალური დაშორება 30 სანტიმეტრი უნდა იყოს.
ბრტყელი ჭავლის თავაკის ალტერნატივაა რბილი ჯაგრისი, მძლავრი მოქმედების ჯაგრისი ან მბრუნავი ჯაგრისი. რომელიმე მათგანის გამოყენება კიდევ ავტომობილის ზედაპირის რეცხვისას კიდევ უფრო საფუძვლიანად მოაშორებს სიღრმისეულ ჭუჭყს. რჩევა: მანქანის რეცხვისას ყოველთვის დაიწყეთ ქვემოდან და მიყევით ზემოთ. ასე გაგიმარტივდებათ იმის დანახვა, რომელიმე მონაკვეთზე ჭუჭყი თუ შემორჩა.
თუ მაღალი წნევით რეცხვის აპარატი არ გაქვთ, შეგიძლიათ საწმენდი ხსნარი მანქანას ბაღის შლანგით ჩამორეცხოთ. უბრალოდ გაითვალისწინეთ იგივე რჩევები - ნუ დაიჭერთ შლანგს მანქანასთან ზედმეტად ახლოს და ნუ გამოიყენებთ ზედმეტად ძლიერ წყლის ჭავლს. შეიძლება მანქანის გარეცხვას ცოტა მეტი დრო დასჭირდეს, სამაგიეროდ ასე მანქანის საღებავის საფარის დაზიანების შანსებს შეამცირებთ.
რჩევა: თუ მანქანის საწმენდი ხსნარით გასარეცხად მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენებას აპირებთ, ყურადღება მიაქციეთ ხსნარის კონცენტრაციას. უმჯობესია გამოიყენოთ მაღალი კონცენტრაციის ხსნარი მცირე რაოდენობით, ვიდრე ძალიან განზავებული ხნსარი თუნდაც დიდი რაოდენობით. განზავებული ხსნარი ნაკლებეფექტური იქნება, განსაკუთრებით მანქანისთვის სიღრმისეულად ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაცილებლად.
-
ნაბიჯი #5: აცალეთ ავტომობილს გაშრობა და ხელი შეავლეთ საღებავს (თუ საჭიროა)
მას შემდეგ რაც ავტომობილს კარგად ჩამორეცხავთ და დარწმუნდებით, რომ სრულიად მოაშორეთ სარეცხი ხსნარი, დატოვეთ გასაშრობად ან გამოიყენეთ ტყავის ქსოვილი გასაშრობად. ეს ეტაპი კარგი დროა ხელი შეავლოთ საღებავის საფარში მცირე ხარვეზებს, მაგალითად ნაკაწრები ამოავსოთ.
როცა დარწმუნდებით, რომ მანქანის ექსტერიერი ძირეულად გაწმენდილია, შეგიძლიათ ინტერიერის გაწმენდაზე გადაერთოთ.
როგორ მოვაშოროთ მანქანას სიღრმისეული ჭუჭყი
მწერების ნარჩენები
მწერების ნარჩენების მოცილება უმჯობესია სპეციალური მწერების მოსაშორებელი საშუალებით. ხსნარი ნაზად მოაშორებს ნარჩენებს შეღებილი ზედაპირებიდან, რადიატორის გისოსებიდან, გარე სარკეებიდან, ფანჯრებიდან და პლასტმასიდან, ისე რომ მასალას არ დააზიანებს. ზედაპირულად გაწმინდეთ ავტომობილი, შემდეგ კი შეასხურეთ გამწმენდი ხსნარი იმ უბნებზე სადაც მწერის ნარჩენებია დარჩენილი. გააჩერეთ ეტიკეტზე მითითებული დრო და შემდეგ ჩამორეცხეთ სუფთა წყლით. თუ სპეციალურ ხსნარზე ხელი არ მიგიწვდებათ, კარგად დაალბეთ მიწებებული ნარჩენები სველი ქაღალდის პირსახოცით, გააჩერეთ დაახლოებით 15 წუთი და შემდეგ ჩვეულებივ გარეცხეთ ავტომობილი.
ხის ფისი
თუ საღებავს ხის ფისი მიეკრო, მთავარია სწრაფად იმოქმედოთ. რაც უფრო ახალია ფისი, მით უფრო მარტივია მისი მოშორება. თუ ჯერ არ გამაგრებულა, ფისის მოშორებას შეძლებთ თბილი წყლითა და ღრუბლით, მაღალი წნევით რეცხვის აპარატით, ან ავტოსამრეცხაოს პროფესიული სერვისის გამოყენებით. თუ გამაგრდა, მაშინ ცოტა მოხერხება და დრო დაგჭირდებათ. გამაგრებული ფისის მოსაშორებლად ავტომფლობელები ორ გზას მიმართავენ ხოლმე: თუ ხელი მიუწვდებათ, ფისს კარის მოყინვისგან დასაცავი სპეციალური ხსნარის რამდენიმე წვეთს ასხამენ. თუ არა - ცხიმით ალბობენ. შეგიძლიათ გამოიყენოთ კარაქი, მარგარინი ან მცენარეული ზეთი. რამდენიმე წუთის შემდეგ, დამბალი ფისი ნაჭრით ნაზად მოსხენით ავტომობილის ზედაპირიდან.
ჩიტის სკინტლი
უმჯობესია თუ ჩიტის სკინტლს გახმობას არ დაცლით, შეიძლება დააზიანოს ავტო-საღებავის საფარი, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში. მაგრამ თუ ვერ მოასწარით მანქანის მაშინვე გარეცხვა, გახსოვდეთ: ნუ ეცდებით გამომშრალი სკინტლის ხეხვით მოცილებას - მაღალია ალბათობა მანქანა დაკაწროთ. ამის ნაცვლად, დაადეთ დასვრილ ადგილს ნელთბილი წყლით გაჟღენთილი სამზარეულოს პირსახოცი, რათა ცოტა დაალბოთ. შემდეგ გარეცხეთ ავტომობილი მაღალი წნევით რეცხვის აპარატით ან პროფესიულ ავტოსამრეცხაოში. თუ სკინტლი უკვე სრულად მოცილებული არაა, შეძლებთ მარტივად მოწმინდოთ რაც დარჩა დასველებული რბილი ქსოვილით ან ღრუბლით.
მარილის ნარჩენები
მარილი და ხრეში რეგულარულად უნდა ჩამორეცხოთ მანქანა ზამთარში. თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, მაღალია შანსი გაიზარდოს კოროზია უკვე დაზიანებულ ადგილებში, მაგალითად საღებავის საფარის ნაკაწრებში. საგზაო მარილი ასევე რეგულარულად უნდა მოირეცხოს ავტომობილის ქვედა ნაწილიდან. ტენისა და მარილისგან/ხრეშისგან უკეთ დასაცავად რეკომენდირებულია ყინვების დაჭერამდე მანქანა კარგად გარეცხოთ და შემდეგ საღებავი ცვილით დაამუშავოთ. ასე როდესაც გზებზე მარილსა და ხრეშს დაყრიან, მანქანა სიარულისას შედარებით დაცული იქნება.
როგორ გავწმინდოთ ავტომობილის ფანჯრები და სარკეები
პრობლემა კარგად ნაცნობია მათთვის ვინც აქტიურად ატარებს მანქანას: ჭუჭყი, მტვერი და მწერების ნარჩენები თბილ თვეებში საქარე მინაზე ისე სწრაფად გროვდება. თვალის დახამხამებას ვერ ასწრებ. ეს არა უბრალოდ არაესთეტურად გამოიყურება, არამედ პრაქტიკული პრობლემაც შეიძლება შექმნას - ხილვადობა შეზღუდოს. არ აქვს მნიშვნელობა, თავად ავტომობილს რა სიხშირით რეცხავთ, საქარე მინა, გვერდითი ფანჯრები და სარკეები უფრო რეგულარულად უნდა გაიწმინდოს. საუკეთესო გამოსავალია სპეციალური მანქანის შუშის საწმენდი, რომელიც უზრუნველყოფს სრულ გაწმენდას მწერების ნარჩენებისგან, გზის მტვრისა, თუ თითის ანაბეჭდებისგან ისე, რომ არ ტოვებს არანაირ ნაკვალევს. ხშირად საწმენდები შეიცავს დანამატებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ანტისტატიკური ეფექტს, რათა შუშის ზედაპირი მარტივად აღარ დაბინძურდეს და მომავალში უფრო ადვილად გაიწმინდოს.
ფანჯრების გასაწმენდად, უბრალოდ შეასხურეთ საწმენდი სითხე ზედაპირებზე, ცოტა ხნით გააჩერეთ (წესით შეფუთვაზე მითითებული იქნება რეკომენდებული დრო) და რბილი მიკრობოჭკოვანი ქსოვილით ჩამოწმინდეთ. საქარე მინის წმენდა კიდევ უფრო ადვილია ელექტრო ყინულის საფხეკით, რომლის გამოყენებაც, სახელის მიუხედავად, მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. ყინულის საფხეკის მძლავრი როტაცია ხელს უწყობს ჩარჩენილი ჭუჭყის მოცილებას თქვენი მხრიდან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
ხშირად დასმული შეკითხვები
რამდენად ხშირად უნდა გარეცხოთ ავტომობილი?
ავტომობილი რეგულარულად უნდა გაირეცხოს. სწორი მოვლა მნიშვნელოვანია ავტომობილის ღირებულების შესანარჩუნებლად. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ მარილთან და ხრეშთან ზამთარში და მტვერთან და ფრინველის სკინტლთან ზაფხულში, ისინი საღებავს ყველაზე ხშირად აზიანებს და რაც შეიძლება მალე უნდა მოიხსნას.
თუ ავტომობილი ძირითადად დახურულ ავტოსადგომებზე დგას, მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც ესაჭიროება გარეცხვა. თუ ავტომობილს მაღალი ინტენსივობით იყენებთ და მთელი დღე გზაზე ხართ ხოლმე, თვეში რამდენჯერმეც შესაძლოა დაგჭირდეთ გარეცხვა, დაბინძურების ხარისხის მიხედვით.
როდის უნდა გაირეცხოს ავტომობილი?
ავტომობილი წლის ნებისმიერ სეზონზე შეიძლება გაირეცხოს. გაზაფხულის დაწყებისას საჭიროა ზამთრის დატოვებული კვალის მოცილება. ასევე სასურველია საღებავისგან მცენარეული მტვრის მოცილება. ზაფხულში ყურადღება უნდა მიექცეს მძიმე დაბინძურებსა, როგორიცაა მწერების ნარჩენები ან ფრინველის სკინტლი, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა მოიხსნას. ზაფხულის მწველი მზით გამოწვეულმა ძლიერმა სიცხემ შეიძლება ჭუჭყი საღებავში ღრმად ჩააჯინოს, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს მის მოცილებას. შემოდგომაზე ნუ დატოვებთ ავტომობილის ზედაპირზე ფოთლებს, ზამთარში კი მანქანის რეგულარული რეცხვა მნიშვნელოვანია, რათა საგზაო მარილმა და ხრეშმა არ დააზიანოს საღებავი.
საზოგადოდ, არაა სასურველი მანქანის გარეცხვა შუადღისას, როდესაც მზე ყველაზე მეტად აჭერს. სიცხის გამო საწმენდი ხსნარები უფრო სწრაფად შრება, შეიძლება სრულიად ჩამორეცხვა ვერ მოასწროთ, ნარჩენები კი ისევ და ისევ საღებავის საფარს დააზიანებს. ზამთარში აარიდეთ მანქანის რეცხვას თავი ნულოვან ტემპერატურაზე. წყლის ჭავლით გამოწვეული ტემპერატურის უეცარი ცვლილებების გამო რეზინისა და პლასტმასის ნაწილები შეიძლება დაზიანდეს.
მანქანის რეცხვა მაღალი წნევით რეცხვის აპარატით: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
ყოველთვის გარეცხეთ მანქანა ბრტყელი ჭავლით და არა ბრუნვადი ჭავლით.
მინიმალური დაშორება აპარატსა და გასარეცხ ზედაპირს შორის 15 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს. თუ საბურავებს რეცხავთ, მინიმალური დაშორება 30 სანტიმეტრი უნდა იყოს.
გარეცხვისას ყოველთვის დაიწყეთ ქვემოდან და მიყევით ზევით. ასე თავს დაიზღვევთ და არ გამოგრჩებათ არც ერთი გაჭუჭყიანებული მონაკვეთი.
თუ შეიძლება მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენება დაზიანებულ საბურავებზე?
თუ მეთოდს სწორად შეარჩევთ და აპარატს გასარეცხი ზედაპირისგან მინიმუმ 30 სანტიმეტრის მანძილის დაშორებით დაიჭერთ, საბურავები არ დაზიანდება.