როგორ გავწმინდოთ კემპინგის აქსესუარები მარტივად და სწრაფად

ივლისი 02 2025

როგორ გავწმინდოთ კემპინგის აქსესუარები მარტივად და სწრაფად
როგორ გავწმინდოთ კემპინგის აქსესუარები მარტივად და სწრაფად

ზაფხული კარზე მოგვადგა. ახლა იდეალური დროა, ხელი მოკიდოთ ოჯახის წევრებს, შინაურ ცხოველებს და უახლოეს მეგობრებს, ფურგონი დაქოქოთ და ქალაქის სიცხეს თავი გაარიდოთ. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს მოკლე უიკენდი თუ მთელი თვე (და მეტი) - თუ ყურადღებით დაგეგმავთ, შემდეგი კემპინგი აუცილებლად საინტერესო თავგადასავალი გახდება. უნდა გვახსოვდეს, რომ დასვენების მიუხედავად, თქვენს საცხოვრებელ ადგილს - ამ შემთხვევაში, ფურგონს - სჭირდება სათანადო ყურადღების მიქცევა იმისათვის, რომ ყველაფერი ისეთივე სუფთა იყოს, როგორც სახლში. ამისთვის კი, როგორც თავად ფურგონი, ისე კემპინგის აქსესუარები და აღჭურვილობა რეგულარულად უნდა გაიწმინდოს. ამ ბლოგში კერხერი გაგიზიარებთ სასარგებლო რჩევებს, თუ როგორ გაწმინდოთ კემპინგის აღჭურვილობა, სალაშქრო ჩექმები, ველოსიპედი და ა.შ. ისე, რომ ზედმეტი დრო და ძალისხმევა არ დაგჭირდეთ.

რა არის ყველაზე ეფექტური გზა კემპინგის აღჭურვილობის გასაწმენდად მოგზაურობის დროს?

კემპინგის აღჭურვილობა გამოყენებისას ჭუჭყიანდება - ეს მისი ბუნებრივი მახასიათებელია. მეტიც, ის ამ გათვლითაა შექმნილი. არ არის აუცილებელი ლაშქრობაში უეცარ წვიმაში მოხვდეთ, რომ გამოყენების შემდეგ კემპინგის აღჭურვილობა და აქსესუარები წმენდას საჭიროებდეს. ეს ყოველდღიური მოხმარების შედეგია - როდესაც იყენებთ, აღჭურვილობას აუცილებლად რაიმე მიეკრობა: მტვერი, მწერების ნარჩენები, და ა.შ. კემპინგის აქსესუარების უმეტესობა გამოყენების შემდეგ აუცილებლად უნდა გაირეცხოს, ასევე უნდა ზედაპირულად მაინც გაიწმინდოს მსხვილი აღჭურვილობა, როგორიცაა დასაკეცი სკამები და ველოსიპედები. 

თუ ზღვის სანაპიროზე ერთხელ მაინც დაგისვენიათ, ალბათ კარგად იცით, რომ სანაპიროზე ქოლგების, მაგიდების ან სხვა აღჭურვილობის გამოყენებისას, როგორ ფრთხილადაც არ უნდა იყოთ, მას აუცილებლად აჰყვება სილა და მტვერი. თუ თქვენს გარშემო ცურვის მოყვარულები არიან, ისინი ერთხელ მაინც ახსენებდნენ როგორი გამაღიზიანებელია როდესაც, საცურაო კოსტიუმის გარეცხვა სარეცხი მანქანის დახმარების გარეშე. ზღვაში ცურვის შემდეგ საცურაო კოსტიუმების ხომ აუცილებლად ყურადღებით უნდა გაირეცხოს მარილიანი წყლის ნარჩენებისა და ქვიშის მოსაცილებლად - ეს, სულ მცირე უბრალო პრაქტიკულობის ამბავია, აღჭურვილობა რომელიც ყურადღებით არ სუფთავდება უფრო მალე ცვდება, არასათანადოდ გარეცხილმა კოსტიუმმა კი შეიძლება კანი სერიოზულად გააღიზიანოს კიდეც.

ეს წესიყველა სხვა იმ აღჭურვილობასაც ეხება, რომელსაც თავგადასავლების მოყვარულები ბუნებაში იყენებენ - კემპინგის აქსესუარები ნამდვილად არაა გამონაკლისი. იდეალურ შემთხვევაში, ისინი გამოყენების შემდეგ პირდაპირ უნდა გაწმინდოთ ან გარეცხოთ (როგორც აქსესუარს სჭირდება) და სუფთად შეინახოთ - არ დაელოდოთ შემდეგ გამოყენებას. საჭირო საწმენდი საშუალებები ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას შეინახეთ იმისთვის, რომ ხელი მარტივად მიგიწვდებოდეთ და ძებნაზე დრო არ დაკარგოთ. 

კემპინგის დროს ყოველთვის უპრიანი იქნება, თუ ფურგონშივე გექნებათ წმენდის ისეთი საშუალებები, როგორიცაა ჯაგრისი, ღრუბლები, ვედრო, წყლის შლანგი, ცოცხი და ჭურჭლის სარეცხი სითხე. ეს უნივერსალური მინიმუმია, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ. თუ არასტანდარტულ ან სპეციალიზებულ აღჭურვილობას იყენებთ, შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა საწმენდი საშუალებებიც, რომელიც სპეციფიკურ აქსესუარებზეა გათვლილი. მთავარია, ამ ყველაფერთან მარტივი წვდომა გქონდეთ და მათი გამოყენებისთვის არ გჭირდებოდეთ სათავსოს არევა და შემდეგ თავიდან დალაგება - ეს ზედმეტ დროს დაგაკარგვინებთ, და წმენდის მოტივაციასაც დაგიკარგავთ.

ჭუჭყიანი კემპინგის აღჭურვილობა: როგორ გავწმინდოთ კარავი, ჭურჭელი და სკამები

ფურგონის ჩარდახის წმენდა: როდესაც ჩარდახს ჩამოხსნით, პირველ რიგში კარგად შეანჯღრიეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ზედ არ რჩება მტვერი ან სხვა ზედაპირული ნარჩენები, შემდეგ კი ფრთხილად შეფუთეთ და მშრალ ადგილას შეინახეთ. თუ შენჯღრევისას შეამჩნიეთ, რომ ჩარდახიდან მტვერი ან სხვა ფხვიერი ჭუჭყი ცვივა, ნაჭერს ფრთხილად გადაუსვით რბილი ხელის ცოცხი. თუ კემპინგისას კარავი გამოიყენეთ, მისი შენახვისას იგივე სტრატეგია გამოიყენეთ - ჯერ დარწმუნდით, რომ ზედ არანაირი ფხვიერი ჭუჭყი არაა დარჩენილი, შემდეგ კი შეფუთეთ და მშრალ ადგილას შეინახეთ. 

ჩარდახის და კარვის წმენდისას არაა რეკომენდებული საწმენდი საშუალებების გამოყენება - ნაჭერი, რომლისგანაც ეს საფარი იკერება, როგორც წესი საწმენდ სითხეების მიმართ მოწყვლადია. მეორეს მხრივ კი, თუ ჩარდახს ან კარავს უფრო ხშირად ჩაუტარებთ მშრალ ზედაპირულ წმენდას, წყალგაუმტარი საფარი უფრო დიდხანს და ეფექტურად მოგემსახურებათ. ეს იმიტომ, რომ ზედაპირულმა ჭუჭყმა, რომელიც საფარზე დროთა განმავლობაში გროვდება, შეიძლება შეამციროს წყალგაუმტარი ფენის ეფექტურობა. კარვის ან ჩარდახის გაჟღენთის ეფექტურობის შესამოწმებლად კარგი ტესტია მისი ბაღის შლანგით დასველება. თუ წყალი ზედაპირზე ბურთებად შეიკრა, ესე იგი ნაჭრის საფარი კვლავ წყალგაუმტარია.

საკემპინგე ჭურჭლის რეცხვა: საგზაო მოგზაურობებში ან ღია ბუნებაში კემპინგის დროს იშვიათი ფუფუნებაა ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ფურგონი და მობილური სახლიც კი, რომელიც შეფარებით გრძელვადიან ცხოვრებაზეა გათვლილი, იშვიათადაა აღჭურვილი ჭურჭლის სარეცხი მანქანებით. უმეტესობაში უბრალო მტკნარი წყლის ავზისა და ნიჟარის გამოყენება დაგჭირდებათ თეფშების, ქოთნებისა და ჭიქების ხელით გასარეცხად. 

იმისთვის, რომ ინტერიერის სისუფთავე შეინარჩუნოთ, უმჯობესი იქნება თუ ჭურჭელს გარეთ, თბილ წყალში გარეცხავთ. ამისთვის დაგჭირდებათ წყლის რეზერვუარი , ღრუბელი, ჯაგრისი და ჭურჭლის სარეცხი სითხე., ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ წყლის შლანგი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შედარებით ძლიერი ჭავლი გჭირდებათ ჭურჭლიდან რთულად მოსაშორებელი ნარჩენების - მაგალითად, ცხიმის ან გამხმარი საკვების - მოსაშორებლად. უკვე გამოცდილ კემპინგის მოყვარულებს შორის პოპულარულია ერთი ხრიკი: ადუღებულ წყალში ურევენ ცოტა ლიმონმჟავას და ასხამენ ჭუჭყიან ჭურჭელს. შემდეგ აჩერებენ 5-10 წუთით (ეს დრო წესით საკმარისია ყველანაირი ჯიუტი ჭუჭყის დასარბილებლად), ავლებენ სუფთა წყალში და კარგად ამშრალებენ სუფთა ქსოვილით.

საკემპინგე სკამების წმენდა: თუ თქვენი საკემპინგე სკამები ალუმინის ან პლასტმასისგანაა დამზადებული, მაშინ მათი წმენდა საკმაოდ მარტივი და სწრაფი პროცესია. როგორც წესი, ზედაპირული წმენდისთვის ნოტიო ქსოვილიც საკმარისია. იდეალური იქნება, თუ წყალში ცოტა ჭურჭლის სარეცხ სითხეს გახსნით და ქსოვილს ჯერ ამ ნაზავში დაასველებთ, შემდეგ კი სკამებს სუფთა წყლის ჭავლს გადაავლებთ. ჯიუტი ჭუჭყის შემთხვევაში დროის ეკონომიის მიზნით უფრო ეფექტური იქნება წყლის ძლიერი ჭავლი. 

შეგიძლიათ უბრალო წყლის შლანგზე დაამაგროთ სარწყავი პისტოლეტი და შემდეგ ჭავლი იმ ადგილებს დაუმიზნოთ, სადაც ჭუჭყი და ლაქებია ჩამჯდარი. კიდევ უფრო ეფექტური და სწრაფი ალტერნატივაა მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენება - თუმცა ყურადღებით იყავით პარამეტრების დაყენებისას, ჩვენ გირჩევთ ყველაზე დაბალ რეჟიმზე დააყენოთ და პისტოლეტი გასაწმენდი ზედაპირიდან მინიმუმ 30 სმ-ის დაშორებით დაიჭიროთ. ლაქების დარბილებაში უნივერსალური საწმენდი სითხე დაგეხმარებათ. 

ქიმიური ხსნარი სკამებზე შეგიძლიათ თანაბრად გაანაწილოთ როგორც საწმენდი სითხის ბოთლზე დამაგრებული შესასხურებელი საცმით, ისე მაღალი წნევით რეცხვის აპარატის სპეციალური ქაფის საცმის დახმარებით. სითხე რამდენიმე წუთი დააყოვნეთ, რომ კარგად დაარბილოს ჭუჭყი, შემდეგ კი სრულად ჩამორეცხეთ სუფთა წლით. დაბოლოს, გაწმენდილი ზედაპირები კარგად გაამშრალეთ სუფთა მიკროფიბრის ქსოვილით - ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ საკემპინგე ავეჯზე ნარჩენი წყლის ზოლების გაჩენა.

რეკომენდაცია: თუ არ გსურთ, რომ კემპინგის აღჭურვილობის დასუფთავებაზე ზედმეტი დრო და ძალისხმევა დახარჯოთ, მაღალი წნევის რეცხვის აპარატის გამოყენება იდეალური ვარიანტია. აპარატი სწრაფად და ეფექტურად წმენდს კემპინგის აღჭურვილობას.იმ შემთხვევაში, როდესაც გზაზე ხართ და ელექტროენერგიაზე ხელი არ მიგიწვდებათ, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ. ჭკვიანმა კემპინგის მოყვარულებმა იციან, რომ კერხერის აპარატების გამოყენების შემთხვევაში, ყოველთვის უპრიანია შესაფერისი ბატარეაც (BATTERY POWER) ჰქონდეთ ხელთ. მეორე ვარიანტია მობილური საწმენდი აპარატი ინტეგრირებული ბატარეითა და წყლის ავზით, თუმცა ესუფრო ნაკლებად მოხერხებადია ყოველდღიურ გამოყენებაში, ვიდრე კლასიკური მაღალი წნევით რეცხვის აპარატი. 

როგორ გავწმინდოთ სალაშქრო ჩექმები, ველოსიპედი და სერფინგის დაფა მოგზაურობის დროს?

სალაშქრო ჩექმების წმენდა: იმისათვის, რომ სალაშქრო ფეხსაცმელი დიდხანს გემსახუროთ, ის ყოველი გამოყენების შემდეგ საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს. შესაბამისი მოვლის გარეშე ყველაზე მაღალხარისხიანი სალაშქრო ჩექმებიც კი მალე გაცვდება. უპირველესად, უნდა მოაშოროთ უხეში ჭუჭყი. თუ ფეხსაცმლის ძირითადი მასალა პოლიესტერია, მაშინ, როგორც წესი, ჭუჭყის დასარბილებლად უბრალო საპნიანი წყლით გაჟღენთილი ღრუბელიც საკმარისი იქნება. მეორეს მხრივ, თუ ჩექმები დიდწილად ან სრულიად ტყავისგანაა დამზადებული, მაშინ შედარებით მაგარი ჯაგრისის გამოყენებაა რეკომენდებული. 

იმ შემთხვევაში, თუ სალაშქრო ფეხსაცმელები ძალიან ჭუჭყიანია, დაბინძურების დასარბილებლად უპრიანი იქნება გამოიყენოთ ძლიერი ჭავლიც - ამისთვის იდეალურია მაღალი წნევით რეცხვის აპარატი (ყველაზე დაბალ რეჟიმზე დაყენება საკმარისი იქნება), თუ ასეთ აპარატზე ხელი არ მიგიწვდებათ, შეგიძლიათ უბრალო წყლის შლანგიც გამოიყენოთ, თუმცა მეტი დრო დაგჭირდებათ. დარბილებული ჭუჭყი შემდეგ შეგიძლიათ ჯაგრისით მოაშოროთ, თუ წყლის ჭავლი არ იქნება საკმარისი. სიღრმისეული წმენდის წინ ფეხსაცმელს უნდა მოხსნათ თასმები და ამოიღოთ ჩასაფენი ძირები (არსებობის შემთხვევაში). შემდეგ გარეცხეთ შიდა მხარე საწმენდი სითხითა და წყლით, და ავლეთ სუფთა წყალი, სანამ ჭუჭყი და საწმენდი სითხის ნარჩენები სრულად არ მოშორდება. პროცესი შეგიძლიათ გაიმეოროთ გარე მხრის გასასუფთავებლადაც, საჭიროების შემთხვევაში. 

სანამ გასაშრობად დააწყობთ, ფეხსაცმელი გაზეთით გაავსეთ, რომ ფორმა შეინარჩუნოს. არ მოათავსოთ პირდაპირ მზის ან გამათბობლის ქვეშ - სიცხის პირდაპირმა ნაკადმა შეიძლება მასალა დააზიანოს. სალაშქრო ფეხსაცმლის დასაცავად და სისუფთავის უფრო დიდი ხნით შესანარჩუნებლად გაშრობის შემდეგ დაამუშავეთ ფეხსაცმლის ცვილით.

ველოსიპედის წმენდა: ბუნებაში  ველოსიპედით ხანგრძლივი გასეირნების შემდეგ, წარმოუდგენელია თქვენმა ველოსიპედმა ზედაპირული ჭუჭყი მაინც არ აიკიდოს. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ მეტალის ნაწილებზე ჟანგიდა, ამასთან ერთად, გადაცემათა კოლოფისა და მუხრუჭების გამართული მუშაობა უზრუნველყოთ, სასურველია მაშინვე გაწმინდოთ ყველა კომპონენტი, როგორც კი უკან საკემპინგე ადგილას (ან სახლში) დაბრუნდებით. ამისათვის საკმარისი იქნება წყლის სათლი და ორი ღრუბელი - ერთი ღრუბელი ჩარჩოსთვის დაგჭირდებათ, მეორე კი დანარჩენი კომპონენტებისთვის. სხვადასხვა ღრუბლების გამოყენება ხელს შეუშლის ცვილის ან ზეთის ნარჩენების ჩარჩოზე მოხვედრას. ეფექტური წმენდისთვის საუკეთესო იქნება თუ ველოსიპედის სპეციალური საწმენდ ხსნარს გამოიყენებთ.

როდესაც დარწმუნდებით, რომ ყველა კომპონენტი საფუძვლიანად გაწმენდილია, ველოსიპედს დამატებით უნდა გადაავლოთ სუფთა წყალი - ამისთვის საკმარისი იქნება უბრალო რეზერვუარიც, თუმცა ბაღის შლანგის გამოყენებით დროსაც და ენერგიასაც დაზოგავთ. თუ გაქვთ საშუალება, მოგზაურობიდან სახლში დაბრუნების შემდეგ კარგი იქნება თუ ველოსიპედს კიდევ ერთხელ, უკვე უფრო სიღრმისეულად გაწმენდთ, მაგალითად, მაღალი წნევით რეცხვის აპარატის დახმარებით, რათა დარწმუნდეთ, რომ რთულად მისადგომ ადგილებში არაფერი ჩარჩა.

ძაღლთან ერთად კემპინგი: როგორ მოვუაროთ ოთხფეხა მეგობარს მოგზაურობისას

ძაღლების უმეტესობას უყვარს ბუნება. გარეთ ხანგრძლივი სეირნობა და თამაში საყვარელ პატრონთან ერთად მათთვის ყოველთვის სახალისო პროცესია. ძაღლებს ნამდვილად არ აწუხებთ, რომ ამ პროცესში მათი თათები და ბეწვი ბინძურდება. სამაგიეროდ, ეს აწუხებთ პასუხისმგებლიან პატრონებს. 

იმისათვის, რომ ძაღლმა ბუნებაში გართობის შემდეგ არ დააბინძუროს მანქანის საბარგული ან ფურგონის სალონი, პატრონებმა უნდა გაუწმინდონ თათები და საჭიროების შემთხვევაში, ბეწვიც. ჭუჭყი განსაკუთრებით თათების ქვეშ გროვდება. კარგი იქნება, სანამ ძაღლს უკან ფურგონში შეუშვებთ, თუ ჯერ ფრთხილად გაუწმენდთ თათებს - მით უმეტეს, რომ ამას ბევრი დრო და დამატებითი საწმენდი საშუალებები არ სჭირდება, საკმარისია ცოტაოდენი თბილი წყალი და რბილი ჯაგრისი.

რეკომენდაცია: თუ ოთხფეხა მეგობართან ერთად ხშირად მოგზაურობთ ან უბრალოდ ბუნებაში დიდ დროს ატარებთ, კარგი იდეაა  შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი სპეციალური აქსესუარების ყუთის შეძენა. ასეთი ყუთები შეიცავს ცხოველების დაბანისთვის განკუთვნილ ხელსაწყოებს , მათ შორის, სპეციალურ კონუსის ფორმის გამფრქვევს, რომელიც ქმნის სასიამოვნო, რბილ ჭავლს და არ აზიანებს თათებს და ბეწვს. დამატებით, ასეთ ყუთში აუცილებლად უნდა იყოს ბეწვის საწმენდი ჯაგრისი (ცხოველზე აკიდებული ჯიუტი ჭუჭყის უმტკივნეულოდ მოსაშორებლად) და მაღალი შეწოვის მქონე მიკროფიბრის პირსახოცი დაბანის შემდეგ გასამშრალებლად.