მოწყობილობის ექსპლუატაციის საგარანტიო ვადა შეადგენს 12 ან 24 თვეს. მყიდველს უფლება აქვს საგარანტიო მომსახურებაზე ქვითრის ან სასაქონლო ან სალაროს ჩეკის (ანგარიშ-ფაქტურის) არსებობის შემთხვევაში, გაყიდვის თარიღის მითითებით, სრულად შევსებული საგარანტიო ტალონის პირობით, დასმული სავაჭრო ორგანიზაციის ბეჭდით და მყიდველის ხელმოწერით, რომელიც ამ საგარანტიო მომსახურებაზე თანხმობას ადასტურებს. აღნიშნული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგარანტიო მომსახურება არ გაიწევა. საგარანტიო რემონტი – არის მყიდველის მიერ შეძენილი მოწყობილობის გამართული მუშაობის აღდგენასთან დაკავშირებული ოპერაციების უფასო კომლექტი. მყიდველს უფლება აქვს მოწყობილობის საგარანტიო რემონტზე მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, თუ ის მწყობრიდან გამოვიდა მასალაში ან აწყობაში არსებული დეფექტის მიზეზით.

საგარანტიო რემონტის ხანგრძლივობა შეადგენს არა უმეტეს 30 სამუშაო დღისა.

ქარხნული წუნის აღმოჩენისას აპარატი შეიცვლება ახლით გაყიდვიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენის შემთხვევაში.

შეკეთებული აპარატის წაღება მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში სერვისი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას აპარატზე.

საგარანტიო პირობები არ ვრცელდება აქსესუარებზე.

მყიდველი უფლებას კარგავს საგარანტიო რემონტზე შემდეგ შემთხვევებში:

  • საგარანტიო შესწორებების, გაურკვეველი ჩანაწერების არსებობა. ასევე თუ ნაწარმზე არის დასმული ან დაზიანებულია ფირფიტა წარწერით, სერიული ნომერი გაურკვეველია ან თუ გაუმართაობა გამოწვეულია ტრანსპორტირების და გამოყენების დროს მომხდარი მექანიკური დაზიანებებებით, არასწორი შენახვით, ცუდი მომსახურებით მყიდველის მხრიდან. თუ ნაწარმი ძლიერ არის დაბინძურებული როგორც შიგნით, ასევე გარეთ, მათ შორის დაედო ჟანგი, კალციუმის (მარილოვანი) ნადები, დამაბინძურებელი ფრაქციების შიდა დაგროვება, მათ შორის, რომელიც დალაგების დროს ამოდის ან მოწყობილობის ნაწილში დგება (ნაცმი, ჭავლური მილაკები, საქშენი, ფრქვევანა, ფილტრის ელემენტები, დამაგრძელებებლი მილები, მოქნილი შლანგები, კუთხვილიანი საცობები, უთოები, ტურბინა, ტუმბო, სარქველი, არხის ტექნოლოგიური ნახვრეტები და ა.შ.) ამ შემთხვევაში შესაძლებელია წმენდის ჩატარება
  • ექსპლუატაციის ინსტრუქციის წესების დარღვევა (მათ შორის გადახურება, ზედმეტად დატვირთვა, არადანიშნულებისამებრ გამოყენება, გამოყენება ფილტრი-ტომრის გარეშე, იმ შემთხვევაში თუ მისი გამოყენება არის აუცილებელი ან რეკომენდებულია მწარმეობლის მიერ, სარგებლობა გაფილტვრის ელემენტების გარეშე, რომელთა გამოყენება გათვალისწინებულია კონსტრუქციით. მოწყობილობის ექსპლუატაცია გაუმართავი ან ამისათვის არ გათვალისწინებული აქსესუარებით და სახარჯი მასალებით, ისეთი სარეცხი საშუალებების გამოყენება, რაომლებიც არ არის გამიზნული აღნიშნული ტიპის მოწყობილობებისთვის). ელექტროკვების ან წყალმომმარაგების სისტემაში (ელექტროენერგიის ამ შეერთების ადგილზე არსებული კონტაქტის ცუდი ხარისხი, წყლ არასაკმარისი რაოდენობა, წყლის ფილტრის არ არსებობა ან დეფექტი).
  • უცხო საგნების, სითხის, მოწყობილობის შიგნით არსებობის შემთხვევაში.
  • თუ გაუმართაობა გამოწვეულია ტექნიკური მომსახურების არადროული ჩატარებით (საპოხის შეცვლა, კუთხვილიანი შეერთების მოჭიმვა; ფილტრის ელემენტების გაწმენდა ან შეცვლა; აკუმულატორის ბატარეის მომსახურება; ტრ-ტომრების, ფარების, ამძრავი ღვედის და ა.შ. შეცვლა.
  • თუ ადგილი აქვს შეუსაბამო მასალების გამოყენებას (დაბალი ხარისხის, ასევე ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებით დადგენილ სტანდარტებთან არასათანადო საწვავის და საპოხი მასალების გამოყენება).
  • საგარანტიო ვალდებულებებში არ შედის მონტაჟთან, გამშვებ-აწყობასთან, გაწმენდასთან, გეგმიურ-ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოები, ასევე პროფილაქტიკური სამუშაოები და არ წარმოებს აღნიშნული არ არის გათვალისწინებული ცალკე შეთანხმებით.
  • თუ გაუმართაობა გამოწვეულია ისეთი არახელსაყრელი პირობებით, როგორიცაა: თოვლი, წვიმა, მაღალი ტენიანობა, აგრესიული გარემო, დაუშვებელი დაბალი ან მაღალი ტემპერატურა.
  • თუ მოწყობილობის ექსპლუატაცია მიმდინარეობდა გამოვლენის შემდეგ და არ იყო აღმოფხვრილი
  • თუ ნაკეთობის რემონტი განხორციელდა უცხო ორგანიზაციების მიერ ან კონსტრუქციულ ცვლილებებს დაექვემდებარა
საგარანტიო პირობები