ინფორმაცია მიწოდების შესახებ

თბილისი

სამუშაო დღეებში დღის 14:00 საათამდე გაფორმებული შეკვეთის მიწოდება მოხდება იმავე დღეს ან 24 საათის განმავლობაში. ხოლო 14:00 საათის შემდეგ შეკვეთილი ნივთების ადგილზე მოწოდების დრო შესაძლოა გაიზარდოს მაქსიმუმ 48 საათამდე.

მიწოდების დრო – კურიერული მომსახურება მოქმედებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 15:00 საათიდან 21:00 საათამდე.

100 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთის განთავსების შემთვევაში თბილისის მასშტაბით კურიერული მომსახურებით სარგებლობა უფასოა, ხოლო 100 ლარზე ნაკლების შემთხვევაში საფასური შეადგენს 5 ლარს.

რეგიონები

ჩვენს ონლაინ მაღაზიას ასევე აქვს მიწოდების სერვისი, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეს მოიცავს. ნებისმიერ რეგიონში ტრანსპორტირების ღირებულება სტანდარტულია და განისაზღვრება შეკვეთილი პროდუქტის წონიდან გამომდინარე. ფასები, შესაბამისად, მერყეობს 8-დან 50 ლარამდე. მიწოდების დრო – 2-დან 5-მდე სამუშაო დღე.

კურიერული მომსახურების ყველა კომფორტთან ერთად, თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ ადგილზე გადახდის სერვისით და გამოიყენოთ როგორც ნაღდი ანგარიშსწორება, ასევე ტერმინალი (ბარათით გადახდა). სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.