ფოთლებისგან ეზოს გასუფთავება: 5 რჩევა ყველა სეზონისთვის

მარტი 19 2025

ეზოს გასუფთავება ფოთლების მტვერსასრუტით
ეზოს გასუფთავება ფოთლების მტვერსასრუტით

შემოდგომის დადგომასთან ერთად ხეებისა და ბუჩქების უმეტესობა მწვანე ფოთლებს ფერადზე ცვლის, რომლებიც სეზონის განმავლობაში დიდი რაოდენობით ცვივა. ამიტომ პერიოდულად საჭირო ხდება ტროტუარების, ტრასების, გაზონებისა და ბაღების ფოთლებისგან გასუფთავება. ჩნდება კითხვა - რა სიხშირით? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფოთლების წმენდა უბრალო ცოცხით ხშირად ძალიან შრომატევადია, ხშირად ამ გზით ტერიტორიის წმენდა რთულია, განსაკუთრებით თუ საქმე დიდ ფართობებთან გვაქვს. 

კერხერის ეს რჩევები ნებისმიერ ბაღის მფლობელს დაეხმარება სწრაფად და ეფექტურად მოაშორონ ფოთლები სხვადასხვა ადგილებში.

რჩევა 1: როდის და რა ადგილებიდან უნდა მოვაშოროთ ფოთლები? და სად შეიძლება დატოვება?

საერთოდ რა საჭიროა ფოთლების მოშორება? ზოგიერთი ქვეყანა ავალდებულებს მფლობელებს სახლის გარშემო გარკვეულ ადგილებს დაცვენილი ფოთლები მოაშოროს, დაახლოებით ისე როგორც თოვლისა და ყინულის წმენდას ავალდებულებს. მსგავსი კანონმდებლობა აიძულებს სახლის მეპატრონეს ტროტუარების მიმდებარე მიწის ნაკვეთებიდან თავად მოაშორონ ფოთლები (თუმცა თუ სახლს აქირავებენ, უმეტესწილად შეუძლიათ ეს ვალდებულება გადასცენ თავიანთ მოიჯარეებს). მიზეზი პოტენციური საფრთხეა: სველ სეზონზე გამვლელებს ფეხი შეიძლება დაუსრიალდეთ, ამიტომ ფოთლები საკმარისად ხშირად უნდა აიკრიფოს. საკუთარ გარაჟამდე მისასვლელი გზის წმენდა სავალდებულო, როგორც წესი, არაა, თუმცა შემოდგომაზე ხშირად მიზანშეწონილია, რათა მანქანას პრობლემა არ შეექმნას დამუხრუჭებისას (და მგზავრები არ დაზარალდნენ). იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენს რეგიონში მსგავსი კანონი არ არსებობს, კარგი იქნება თუ იმავე პრინციპით გაწმენდთ თქვენს ტერიტორიას, რათა არავინ დაშავდეს.

ამის საპირწონედ, გარდა ესთეტიკური მიზნებისა, თითქმის არასდროსაა საჭირო ბაღში ხეების ან ღობის ძირში მოგროვებული ფოთლების მოშორება.თავისუფლად შეგიძლიათ დაელოდოთ გაზაფხულს, მით უმეტეს რომ დაყრილი ფოთლები ზოგჯერ უზრუნველყოფენ თავშესაფარს პატარა ცხოველებისთვის, მაგალითად ზღარბებისთვის. გარდა ამისა, ფოთლები ყინვაგამძლე ბუნებრივი სასუქის როლს ასრულებენ ბაღის მცენარეებისთვის (ოღონდ ამისთვის საჭიროა არ შეიქმნას ფოთლების სქელი გაუვალი ფენა, რომელიც საშუალებას არ მისცემს ჰაერს მიწაზე მოხვდეს). ვისაც ეშინია, რომ შემოდგომაზე ქარიშხლები ფოთლებს ზედმეტად მიმოფანტავს, შეუძლია დამატებით ზევიდან სქელი ტოტები ან რბილი მერქანი დაალაგოს. გაზაფხულზე უკვე შეგეძლებათ სრულად მოაშოროთ  საფარი. ფოთლების მოსაშორებლად საუკეთესო პერიოდი მარტი-აპრილია.

გამონაკლისია გაზონი. ვინც ყურადღებით უვლის გაზონს და სურს ბალახის საფარის მაღალი ხარისხი შეინარჩუნოს, რეგულარულად უნდა მოაცილოს ფოთლები. იმ მონაკვეთებზე, სადაც ფოთლები დიდი ხნით რჩება გაზონზე, ხშირად ყვითელი ლაქები იქმნება რადგან ბალახი მზის შუქს ვეღარ იღებს. თეორიულად ამის გაკეთება შეგიძლიათ გაზონის სათიბით, თუმცა წმენდის წარმატება დამოკიდებულია ფოთლის ფენის სისქეზე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ფოთლების გაწმენდა გაზონის სათიბით შესაძლოა არაჰუმანური იყოს, რადგან მაღალია შანსი ფოთლებში ჩამალული პატარა ცხოველები იმსხვერპლოს. თუ დრო და ენერგია გაქვთ, უმჯობესი იქნება თუ უბრალო ფოცხს გამოიყენებთ, ხოლო მთლად იდეალური გამოსავალია ფოთლების გამშლელი მტვერსასრუტი, რომელიც გაცილებით უფრო სწრაფად და მარტივად გაართმევს მისიას თავს.

რჩევა 2: ფოთლების მოშორება სპეციალური გამშლელისა და მტვერსასრუტის დახმარებით

ფოთლების ფოცხით ან ცოცხით მოშორებას ხშირად დიდი ძალა და დრო სჭირდება. ვისაც სურს ფოთლები შედარებით სწრაფად და მარტივად მოაშოროს ტროტუარებიდან, სამანქანო გზიდან, თუ გაზონიდან, აუცილებლად უნდა მისცეს თუნდაც ერთი შანსი სპეციალურ ფოთლების გამშლელ აპარატს. აპარატის ძლიერი ჰაერის ნაკადი ფოთლებს თითქმის ყველანაირი ძალისხმევის გარეშე აცილებს ზედაპირს, თან ხელს უწყობს ფოთლების ამოღებას შედარებით რთულად მისადგომი ადგილებიდანაც, როგორიცაა, მაგალითად ყვავილნარები და მულჩის საფარი.

კერხერის ელემენტზე მომუშავე გამშლელის დახმარებით, ფოთლები მიზანმიმართულად შეგიძლიათ ერთ გროვად გადაიტანოთ. თუ საქმე სველ ფოთლებთან და დატკეპნილ ჭუჭყთან გაქვთ, რომელთა ზედაპირიდან მოშორებაც ჭირს ხოლმე, შეგიძლიათ დამატებითი საფხეკი დაიხმაროთ. LBL 4 მოდელს ორი სიჩქარის დონე აქვს, რომელიც საშუალებას მოგცემთ ჰაერის ნაკადი საწმენდი ზედაპირის შესაფერისად დააყენოთ - მაგალითად მოხრეშილ ზედაპირზე უმჯობესია თუ უფრო მსუბუქ ნაკადს გამოიყენებთ, ხოლო  ტროტუარსა და გაზონზე კი უფრო ძლიერს. მოსახსნელი გამშლელი მილის გამოისობით, კერხერის ფოთლების გამშლელი საკმაოდ კომპაქტურიცაა და მისი შენახვა დიდ სივრცეს არ მოითხოვს.

ჭკვიანური კომბინაცია: ფოთლების გამშლელი და მტვერსასრუტი ერთ აპარატში

ვისაც შედარებით დიდი ტერიტორიის გაწმენდა სჭირდება და უფრო აქტიური ტიპის დახმარებას ეძებს, უკეთესი იქნება თუ უფრო მძლავრ აპარატს აირჩევენ, რომელიც აერთიანებს ფოთლების გამშლელისა და მტვერსასრუტის ფუნქციებს. ასეთი აპარატი არა უბრალოდ აშორებს ფოთლებს ზედაპირს, არამედ აღჭურვილია მძლავრი შეწოვის ფუნქციით. რეჟიმს შეწოვაზე ცვლილების შემდეგ შეძლებთ პირდაპირ აპარატზე მიმაგრებული მაღალი მოცულობის შემგროვებელ ტომარაში აკრიფოთ ფოთლები. ასეთია, მაგალითად, BLV 18-200 მოდელი. მართალია აპარატი რომელიც ორივე ფუნქციას აერთიანებს სტანდარტულ გამშლელზე უფრო მძიმეა, მაგრამ მას მხარზე სამაგრი მოჰყვება, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიანი მოხმარებისას კომფორტს. ამასთან მოდელი აღჭურვილია მოხსნადი გორგოლაჭებით, რომლებიც ამცირებს მწმენდავზე დატვირთვას დიდი ტერიტორიის წმენდისას. როგორც გაშლის, ისე შეწოვის რეჟიმი შესაძლოა მუდმივად რეგულირდებოდეს საჭიროების მიხედვით - მაგალითად შემცირდეს ფაქიზი ზედაპირის წმენდისას და გაიზარდოს ტროტუარებსა და მანქანის სავალ ნაწილზე. 

რისთვის გამოიყენება ფოთლების გამშლელი მტვერსასრუტი (გარდა უშუალოდ ფოთლების მოშორებისა)

ნუ შეინახავთ ფოთლების გამშლელი მტვერსასრუტს როდესაც უშუალოდ ფოთლების აკრეფას დაამთავრებთ. აპარატი ბაღში კიდევ მრავალი სხვა დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ: 

  • ბუჩქებისა და ცოცხალი ღობის გაკრეჭის შემდეგ ნარჩენების მოგროვება და აკრეფა

  • მოშორებული სარეველების შეგროვება და შეწოვა 

  • გაზონების უფრო ეფექტური წმენდა, მათ შორის მონარჩენი გაკრეჭილი ბალახის მოცილება

  • ეზოს ფილებიდან და გარაჟის იატაკიდან ზედაპირული ჭუჭყის მოცილება

  • ყვავილნარებიდან დამჭკნარი ფოთლებისა და ყვავილის ფურცლების მოშორება 

ეს მნიშვნელოვანია:

  • ფოთლების გამშლელის ხმაურმა მეზობლები ძალიან რომ არ შეაწუხოს, გამოიყენეთ იმ საათებში, როდესაც კანონით ხმაურია დაშვებული

  • უხეში ტოტების, სველი ფოთლებისა და მიწის შეწოვამ შეიძლება აპარატის მილი გაჭედოს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ წმენდისას რამდენად სტაბილურია შეწოვის პროცესი - თუ შეამჩნიეთ, რომ რაიმე მილს ბლოკავს, აუცილებლად მოაშორეთ, უხეშმა ნარჩენებმა შეიძლება აპარატი დააზიანოს

რჩევა 3: ფოთლების მოცილება დიდი ტერიტორიიდან მოსახვეტი აპარატის 

ფოთლების ფოცხით ან ცოცხით მოგროვებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ პროცესს მეტი დრო დასჭირდება. ქარიანი შემოდგომის სეზონზე ეს შეიძლება პრობლემა გახდეს, იმიტომ რომ ქარმა მანამ შეიძლება გაფანტოს თქვენი ერთ ადგილას მოგროვებული ფოთლები, სანამ მათ ტერიტორიიდან გატანას მოასწრებთ. იდეალურ შემთხვევაში ორივე ქმედება - მოხვეტაც და მოშორებაც - ერთიანად მოხდება. სწორედ ამას უზრუნველყოფს სპეციალური ფოთლების მოსახვეტი აპარატი.

მოსახვეტი აპარატები განსაკუთრებით ეფექტურია მყარ ზედაპირებზე, როგორიცაა ტროტუარები, მანქანის სავალი ნაწილები და ბეტონის საფარი. ისინი ფოთლებს (და სხვა ტიპის ჭუჭყსაც) მარტივად აშორებენ, ადამიანის მხრიდან მხოლოდ ჭუჭყიან ტერიტორიაზე გადატარებაა საჭირო. ამასთან მოდელების უმრავლესობის სახელურები თქვენს შესაფერის სიმაღლეზე შეიძლება დააყენოთ, ამიტომ ზურგში მოხრაც არ გჭირდებათ წმენდისას. აპარატის კონტეინერი საკმაოდ ტევადია, მარტივად იხსნება და მაგრდება, რაც პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს. გვერდითი ჯაგრისების აპარატზე დამაგრებაც მსგავსად იოლია და არ საჭიროებს დამატებით ხელსაწყოებს. ეს ჯაგრისები, როგორც წესი, უფრო მყარია და ეფექტურად წმენდენ ჯიუტ ჭუჭყსაც კი - მათ შორის კიდეებს, ღრიჭოებს და კუთხეებს - იმ შემთხვევაშიც კი თუ ტერიტორია დანესტილია. 

მოსახვეტი აპარატი აქტიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელი წლის განმავლობაში - შემოდგომაზე თუ ფოთლების ახვეტაა საჭირო, ზამთარში თოვლის ხრეშს აშორებს, ხოლო გაზაფხულზე მტვერსა და დაყრილ ყლორტებს. 

აპარატი გაცილებით უფრო კომპაქტურია და ნაკლებ ადგილს მოითხოვს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ. როდესაც წმენდის პროცესს დაასრულებთ, უბრალოდ წინ გადაკეცეთ სახელური და კედლის ჰორიზონტალურად დააყენეთ სადაც ინახავთ - საკუჭნაოში იქნება, გარაჟში თუ სარდაფში.

რჩევა 4: როგორ გავწმინდოთ ფოთლებისგან წყალსაწრეტი ღარები და მილები

ყველამ, ვის სახლთან ახლოსაც ხეები იზრდება, იცის, რომ ფოთლები, პატარა ტოტები და ჭუჭყი ძალიან სწრაფად გროვდება ღარებსა და მილებში, განსაკუთრებით შემოდგომაზე. მსგავსი ვიწრო და რთულად მისადგომი ადგილები რეგულარულად უნდა გაიწმინდოს ჭუჭყისა და ფოთლებისგან, სულ მცირე იმიტომ, რომ თუ წვიმის წყალი წყალსაწრეტ სისტემას თავისუფლად ვერ გაივლის, შესაძლოა შენობის კედელი დააზიანოს. თან თუ ჭუჭყს ჩამაგრების საშუალებას მისცემთ, ​​მისი ამოღება ბევრად უფრო რთული და შრომატევადი საქმე იქნება ვიდრე რეგულარულად მცირე რაოდენობის ნარჩენების მოშორება. ხშირ შემთხვევაში, სამუშაოს შესრულება კიბეზე მდგომარეს მოგიწევთ, რომელიც თან პერიოდულად უნდა გადააადგილოთ იმისთვის, რომ წყალსაწრეტი ღარი სრულად გასუფთავდეს. სახურავის ღარები და მილები შეიძლება გაიწმინდოს ძალისხმევის გარეშე კერხერის მაღალი წნევით რეცხვის აპარატის დახმარებით, მაგრამ პროცესში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო - წმენდის პროცესში აპარატი მყარად უნდა იდგეს და არ ჰქონდეს ძლიერი უკუდარტყმა, რათა საფრთხეში არ ჩაგაგდოთ.

პროცესში აუცილებლად გამოიყენეთ სახურავის ღარის საწმენდი თავაკი - მაღალი წნევის ჭავლს ეს თავაკი ისე უშვებს, რომ ღარი ეფექტურად იწმინდება, როდესაც თქვენგან მინიმალური ჩართულობაა საჭირო. საჭიროების შემთხვევაში, ამ აქსესუარით წყალსაწრეტებში გაჩენილი ბლოკირებების მოხსნაც შესაძლებელია. მსგავს შემთხვევებში უნდა გამოიყენოთ მაღალი წნევის შლანგი სპეციალური მილის გამწმენდ თავაკთან ერთად, რომელიც იყენებს წყლის ნაკადის უკუცემას, ფოთლებისა და სხვა ჭუჭყისგან შექმნილი საცობების დასარბილებლად და დასაშლელად, რის შემდეგაც ჭავლს ნაწილ-ნაწილ გამოაქვს ჭუჭყი სანამ წყალსაწრეტი მილი სრულად არ გასუფთავდება.

რჩევა: მილის საწმენდი ნაკრების შლანგს აქვს უსაფრთხოების წითელი მარკირება. შლანგი ყოველთვის უნდა შეიყვანოთ მილში ამ მარკირებამდე (ან უფრო ღრმად) და აუცილებლად შეწყვიტეთ წმენდის პროცესი, როგორც კი შლანგის ამოღებისას მარკირება კვლავ გამოჩნდება. მარკირების გამოჩენის შემდეგ თუ გააგრძელებთ აქსესუარის გამოყენებას, არ იქნებით დაცული უკუღმა მიმდინარე წყლის ჭავლისგან და მაღალი წნევის შლანგის გარშემო ტრიალებით შექმნილი პოტენციური საფრთხისგან.

ეს საყურადღებოა: ლილვებისა და სადრენაჟო არხების გაწმენდა

დროთა განმავლობაში, როგორც ფოთლები ისე სხვა რბილი ჭუჭყიანი გროვდება სახლის გარშემო განლაგებულ ლილვებსა და სადრენაჟო არხებში. ეს არხები ისევე მოწყვლადია, როგორც წყალსაწრეტი სისტემა და აუცილებლად რეგულარული ინტერვალებით უნდა იწმინდებოდეს. როგორც სველი, ასევე მშრალი ჭუჭყის სწრაფად და უპრობლემოდ მოსაშორებლად ყველაზე ოპტიმალურია თუ მრავალფუნქციურ მტვერსასრუტს გამოიყენებთ, რომელსაც აქვს როგორც სველი, ისე მშრალი შეწოვის ფუნქცია. 

რჩევა 5: სად და როგორ უნდა გადავყაროთ ფოთლები?

ფოთლების გამშლელის, გამშლელ-მტვერსასრუტისა და მოსახვეტის გამოისობით, დღეს გაცილებით უფრო ადვილია ფოთლების შეგროვება და აკრეფა, ვიდრე ოდესმე. მაგრამ შემდეგ რას ვშვრებით? სად წავიღოთ ფოთლები, თუ საკუთარი კომპოსტის გროვა არ გვაქვს? თუ მხოლოდ მცირე რაოდენობაზეა საუბარი, მაშინ პროცესი შედარებით მარტივია - შეგიძლიათ მოგროვილი ფოთლები სტანდარტულად გადაყაროთ, ისევე როგორც დანარჩენი ნაგავი (მთლად იდეალურ შემთხვევაში ფოთლებსა და მწვანე ნარჩენებს ცალკე ორგანული ნარჩენების ურნაში მოათავსებთ). მაგრამ ეს გამოსავალი ნაკლებად მოხერხებულია შემოდგომაზე აქტიური ფოთოლცვენის პერიოდში, როდესაც სანაგვე ყუთები სწრაფად ივსება. ზოგიერთ ქვეყანაში მსგავსი პრობლემის თავიდან ასაცილებლად მუნიციპალიტეტები ხალხს სპეციალურ ტომრებსა და კალათებს სთავაზობენ, რომლებიც გზის პირას იდგმება და შემდეგ მთავრობა ანადგურებს - თუმცა საქართველოში მსგავსი პრაქტიკა სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გვაქვს. 

ბევრი დიდი რაოდენობის ფოთლების თავიდან მოსაშორებლად დაწვის მეთოდს მიმართავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს კანონის დარღვევაა. გასაგებიცაა, მშრალი ფოთლების დაწვა ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული - ყველაზე მცირე ცუდი სუნი შეიძლება დააყენოს და დიდი რაოდენობით კვამლი გაუშვას, უარესში კი დიდმასშტაბიანი ხანძრის მიზეზიც გახდეს, თუ ადამიანმა ზედმიწევნით კარგად არ იცის როგორ აკონტროლოს სიტუაცია. 

ქალაქში ცხოვრებისას ყველაზე მარტივი (თუმცა შრომატევადია) რამდენიმე ტომარაში გადაანაწილოთ მოგროვებული ფოთლები და ნაწილ-ნაწილ გადაყაროთ სტანდარტულ სანაგვე ყუთში. თუმცა თუ ძალიან დიდი რაოდენობაზეა საუბარი, შესაძლოა სამშენებლო ნაგვის მსგავსად სპეციალურ ნაგავსაყრელზე გადატანა გახდეს საჭირო.