მოვაჭრის დასახელება: შპს კერხერი
საიდენტიფიკაციო ნომერი: 404488826
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, აკაკი ბელიაშვილის ქ., № 167
ელ. ფოსტა: Sales@karcher.com
ტელეფონის ნომერი: 032 238 03 06
-
მოვაჭრის ვალდებულებები
-
მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.
-
საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.
-
მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა მოვაჭრეს ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც მოვაჭრე დაეთანხმა.
-
კანონისმიერი გარანტია
-
თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
-
საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს
-
საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (შეცვლა - ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შეკეთება - ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
-
საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
-
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
-
საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
-
მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
-
მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
-
მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
-
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
-
იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
-
საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
-
საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
-
საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
-
მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში აღმოჩნდა (კანონისმიერი გარანტია).
-
თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
-
საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება, უქმდება თუ:
-
ამოიწურა ტექნიკის საგარანტიო ვადა;
-
დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის ბრალეულობით ფიზიკური ზემოქმედებით და არასათანადო ექსპლუატაციით ან მომსახურების რეგლამენტის დარღვევით;
-
არაავტორიზებული პირების მიერ ჩატარდა სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება;
-
აგრესიული გარემოს ან ამინდის პირობების მავნე ზემოქმედებით გამოწვეული ზიანი;
-
დაზიანება გამოწვეულია უცხო სხეულების და სითხეების შეღწევით, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების პირობების დარღვევით;
-
გაყიდულ ნივთზე მონაცემები წაშლილი, შეცვლილი, გადაკეთებულია, ნივთზე არ იკითხება/ამძვრალია სერიული ნომერი და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება;
-
დაზიანება გამოწვეულია ცვალებადი, მაღალი ან დაბალი ელ.ენერგიის მიწოდებით.
-
პროდუქციის საგარანტიო და საგარანტიო შემდგომი მოვლა ხორციელდება Karcher-ის ბრენდის სერვის ცენტრებში და ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია საგარანტიო ბარათზე ან/და შპს კერხერის ოფიციალური ვებგვერდის შესაბამის განყოფილებაში.
-
შპს კერხერის საგარანტიო პირობები ვრცელდება ექსკლუზიურად შპს კერხერის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებულ პროდუქტებზე.
-
საგარანტიო პერიოდი იწყება პროდუქტის მომხმარებლისთვის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან.
-
იურიდიული პირების მიერ პროდუქტის შეძენის შემთხვევაში პროდუქტზე ვრცელდება 1 (ერთ) წლიანი გარანტია ან დამატებითი კომერციული გარანტია, თუ მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულზე.
-
მომხმარებლის უფლებები დისტანციური ხელშეკრულების დადებისას
შეკვეთის მიღება
-
მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია თანხის გადარიცხვით საბანკო ანგარიშზე. ასევე, შესაძლებელია ნივთის ღირებულების კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდა.
-
მოვაჭრე, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან, არაუმეტეს ორი დღის განმავლობაში, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შეკვეთის დამუშავება. ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 2 (ორი) კვირა.
-
შეკვეთა დასრულებულად ითვლება ნივთის მომხმარებლისთვის ჩაბარებისთანავე.
-
მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.
-
მომხმარებელი უფლებამოსილია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი შემოწმება და ხელმოწერით დაადასტურის, რომ ნივთს არ აქვს ვიზუალური ნაკლი.
-
მოვაჭრე ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
-
მიწოდების საფასური
როგორც თბილისში ისე რეგიონებში, 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ქვემოთ საქონლის შეძენის შემთხვევაში 10 (ათი) ლარი, ხოლო 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ზევით საქონლის შეძენის შემთხვევაში უფასო
უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა
-
ამ თავით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
-
მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება:
-
მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;
-
ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
-
მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
-
საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
დაბრუნების პირობები
-
ნივთის უპირობოდ დაბრუნების მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია, ზემოთ აღნიშნული 14 კალენდარული დღის ვადაში, გამოაგზავნოს ელექტრონული შეტყობინება შემდეგ ელ-ფოსტაზე: Sales@karcher.com ელექტრონული შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
-
მოვაჭრის მიერ მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
-
შეკვეთის თარიღი;
-
შეკვეთის მიღების თარიღი;
-
მომხმარებლის სახელი;
-
მომხმარებლის მისამართი;
-
მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული);
-
ფორმის შევსების თარიღი.
-
ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.
-
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
-
მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
-
გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა. სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც საქონელი მომხმარებელს სახლში მიეწოდება, მოვაჭრე ვალდებულია საქონელი საკუთარი ხარჯით წაიღოს უკან, თუ, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია.
-
იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.
-
მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
-
მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. საქონლის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობის დაფარვის ვალდებულება მომხმარებელს არ დაეკისრება, თუ მოვაჭრემ მას ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა.
-
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.
-
მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
-
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია:
-
მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. მოვაჭრე ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან მოვაჭრის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
-
თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
-
ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
-
გამონაკლისები
-
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ (გამონაკლისი შემთხვევები):
-
მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
-
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
-
მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
-
მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
-
მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
-
ხელშეკრულება საჯარო აუქციონის შედეგად დაიდო;
-
საგარანტიო მომსახურების პირობები
-
შპს კერხერის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404488826) საგარანტიო პირობები ვრცელდება ექსკლუზიურად შპს კერხერის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404488826) მიერ საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებულ პროდუქტებზე.
-
მესამე მხარის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით საგარანტიო ვალდებულებები ეკისრება შესაბამის იმპორტიორს ან გამყიდველს.
-
მესამე მხარის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული პროდუქტები შეიძლება მიეკუთვნებოდეს შპს Karcher-ის საგარანტიო ვალდებულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საერთაშორისო საგარანტიო მომსახურების ხელშეკრულება შპს კერხერსა (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404488826) და მიმწოდებელს შორის შესაბამისი ექსპორტიორი ქვეყნიდან.
-
მყიდველს უფლება აქვს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საგარანტიო შეკეთება განახორციელოს პროდუქტის გაუმართაობის შემთხვევაში, რაც გამოწვეულია თავდაპირველი ნაკლით.
-
მყიდველს უფლება აქვს ისარგებლოს პროდუქტის საგარანტიო შეკეთებით, იმ პირობით, რომ მას აქვს და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
-
პროდუქტის შეძენის ფაქტის დამადასტურებელი გადახდის დოკუმენტი თუ სხვაგვარად იდენტიფიცირება შეუძლებელია;
-
შევსებული საგარანტიო ბარათი, მასზე დატანილი სავაჭრო ორგანიზაციის ბეჭედი, მყიდველის ხელმოწერა, რომელითაც დასტურდება შპს კერხერის საგარანტიო პირობებზე თანხმობა (ქსელებში ნაყიდი პროდუქციის შემთხვევაში) თუ სხვაგვარად იდენტიფიცირება შეუძლებელია.
-
საგარანტიო პერიოდი იწყება პროდუქტის მომხმარებლისთვის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან,
-
საგარანტიო შეკეთების ან სხვა სამართლებრივი მოთხოვნების შემთხვევაში მოწყობილობის შეძენის თარიღის დასადასტურებლად, გთხოვთ, შეინახოთ შესყიდვის დოკუმენტები მათ შორის და არამხოლოდ: ქვითარი, შეძენის თარიღისა და ადგილის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები.
-
საგარანტიო შეკეთება
-
საგარანტიო შეკეთება მოიცავს სამუშაოს უსასყიდლოდ შესრულებას, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტის დეფექტების აღმოფხვრასთან, რათა უზრუნველყოს პროდუქტის დანიშნულებისამებრ გამოყენება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში. ხარვეზების აღმოფხვრა ხორციელდება პროდუქტის ან ცალკეული კომპონენტის შეცვლით ან შეკეთებით.
-
გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ, ყურადღებით შეისწავლოთ აღჭურვილობის საოპერაციო ინსტრუქციები, გარანტიის პირობები და შეამოწმოთ საგარანტიო ბარათის შევსების სისწორე. საოპერაციო ინსტრუქციებში მოცემული რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების დაცვა (გამოყენების წესები) დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ პრობლემები მოწყობილობის მუშაობაში და მის მოვლაში.
-
მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
-
მონტაჟი, ექსპლუატაციაში გაშვება, გაწმენდა, გეგმიური მოვლა, ასევე პრევენციული მოვლა არ შედის საგარანტიო ვალდებულებებში და არ სრულდება უფასოდ, თუ ეს არ არის გათვალისწინებული ცალკე ხელშეკრულებით.
-
პროდუქციის საგარანტიო და არასაგარანტიო შემდგომი მოვლა ხორციელდება Karcher ის ბრენდის სერვის ცენტრებში და ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია საგარანტიო ბარათში და შპს Karcher-ის ოფიციალური ვებგვერდის შესაბამის განყოფილებაში.
-
ფორს–მაჟორი
-
არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
-
თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
-
მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.
-
შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
-
არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.
სერვის ცენტრები
სერვის ცენტრი თბილისი
მისამართი: ა.ბელიაშვილის ქუჩა 53, 0159
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00
ფოსტა: service@karcher.ge
ტელ: +995 32 238-03-06
სერვის ცენტრი ბათუმი
მისამართი: პ. ბაგრატიონის 129, 6000
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00
ფოსტა: service@karcher.ge
ტელ: +995 32 238-03-06
სერვის ცენტრი ქუთაისი
მისამართი: შ.რუსთაველის გამზ. 96, 4602
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00
ფოსტა: service@karcher.ge
ტელ: +995 32 238-03-06
სერვის ცენტრი ზუგდიდი
მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზირი 6, 2100
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00
ფოსტა: service@karcher.ge
ტელ: +995 32 238-03-06
სერვის ცენტრი თელავი
მისამართი: ალაზნის გამზირი 71, 2200
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00
ფოსტა: service@karcher.ge
ტელ: +995 32 238-03-06