ჭკვიანი რობოტი მტვერსასრუტი

რობოტი მტვერსასრუტი

რობოტი მტვერსასრუტი RVF 7

რეგულარული ფასი
2,795.00 ₾
გასაყიდი ფასი
2,795.00 ₾
რეგულარული ფასი
ერთეულის ფასი
per 

რობოტი მტვერსასრუტი RVC 3

რეგულარული ფასი
895.00 ₾
გასაყიდი ფასი
895.00 ₾
რეგულარული ფასი
ერთეულის ფასი
per 

რობოტი მტვერსასრუტი RVC 3 Comfort

რეგულარული ფასი
1,295.00 ₾
გასაყიდი ფასი
1,295.00 ₾
რეგულარული ფასი
ერთეულის ფასი
per 

რობოტი მტვერსასრუტი RVM 4 Comfort Extra

რეგულარული ფასი
2,395.00 ₾
გასაყიდი ფასი
2,395.00 ₾
რეგულარული ფასი
ერთეულის ფასი
per 

რობოტი მტვერსასრუტი RVF 7 Comfort

რეგულარული ფასი
4,795.00 ₾
გასაყიდი ფასი
4,795.00 ₾
რეგულარული ფასი
ერთეულის ფასი
per 

RVF 7 Comfort + SC 1 Multi&Up

რეგულარული ფასი
3,999.00 ₾
გასაყიდი ფასი
3,999.00 ₾
რეგულარული ფასი
ერთეულის ფასი
per 

რობოტი მტვერსასრუტები - საუკეთესო ფასი & ხარისხი

დაგღალათ იატაკების ყოველდღიურმა წმენდამ? კერხერის რობოტი მტვერსასრუტები თქვენს ნაცვლად იზრუნებენ თქვენი სახლის სისუფთავეზე. ეს მოწყობილობები ავტომატურად ასუფთავებენ როგორც მყარ იატაკებს, ასევე დაბალბეწვიან ხალიჩებს. ისინი არა მხოლოდ მტვერს ისრუტავენ, არამედ სველი მეთოდითაც წმენდენ იატაკს. მათ შეუძლიათ ჩუმად და ეფექტურად იმოძრაონ საცხოვრებელ სივრცეში, თავიდან აირიდონ დაბრკოლებები და სისტემატურად მიჰყვნენ გაწერილ ნიმუშებს. Kärcher Home Robots მობილური აპლიკაციის საშუალებით, შეგიძლიათ დაავალოთ თქვენს რობოტს სახლის დასუფთავება ნებისმიერ დროს.

RVC 3 - საბაზისო მოდელი

  • შეწოვა და წმენდა ერთ მოწყობილობაში

  • ავტონომიური, სისტემური და სანდო დასუფთავება

  • LiDAR ნავიგაცია და სენსორები უსაფრთხო გადაადგილებისთვის

  • აპლიკაციით მართვა, პერსონალიზებული პარამეტრების დაყენების შესაძლებლობით

  • ტექნიკური მახასიათებლები: შეწოვის სიმძლავრე 15000 Pa, მუშაობის დრო 130 წთ, 2-ში-1 მტვრის კონტეინერი 240 მლ მოცულობით, სუფთა წყლის ავზი 280 მლ.

RVM 4 Comfort Extra - ჭკვიანი მოპი

  • RVC 3-ის ყველა უპირატესობა პლუს ხელოვნური ინტელექტი

  • ორმაგი ლაზერული სისტემა და კამერა დაბრკოლებების აღმოჩენისა და თავის არიდებისთვის

  • ორი მბრუნავი ჯაგრისი

  • გაძლიერებული რეჟიმი ხალიჩების ღრმა წმენდისთვის

  • სველი წმენდისას აღიქვამს ხალიჩებს და მაღლა წევს ჯაგრისებს

  • მარტივი მართვა აპლიკაციის საშუალებით

  • აპარატს აქვს სპეციალური სადგური, სადაც ის ავტომატურად იცლება დაბინძურებისგან და ივსება სუფთა წყლით

  • ტექნიკური მახასიათებლები: შეწოვის სიმძლავრე - 15000 Pa, მუშაობის დრო - 160 წთ, სუფთა წყლის რეზერვუარი - 2ლ, დაბინძურებული წყლის რეზერვუარი 3 ლ.

RVF 7 და RVF 7 Comfort - სრულყოფილი ასისტენტი დასუფთავებისთვის

  • თანამედროვე და დახვეწილი დიზაინი

  • ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი აპარატს უმარტივებს დაბრკოლებების ამოცნობას და სივრცის აღქმას

  • ხმოვანი ასისტენტი ქართულ ენაზე გაცნობებთ ცვლილებების შესახებ (ცარიელი წყლის ავზი, სავსე დაბინძურების რეზერვუარი და ა.შ)

  • დისტანციური მართვა და წვდომა კამერასთან: შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან აპლიკაციის გამოყენებით აკონტროლოთ აპარატი, მიიღოთ ვიდეოკამერის გამოსახულება და გამოიყენოთ ინტეგრირებული მიკროფონი საკომუნიკაციოდ

  • სველი წმენდისას ხალიჩებს არ ეხება

  • Comfort ვერსიას აქვს სპეციალური სადგური, სადაც ის ავტომატურად იცლება დაბინძურებისგან და ივსება სუფთა წყლით

  • ტექნიკური მახასიათებლები: შეწოვის სიმძლავრე - 13000 Pa, მუშაობის დრო - 150 წთ, სუფთა წყლის რეზერვუარი - 250 მლ, მშრალი დაბინძურების რეზერვუარი - 250 ლ.

ავტონომიური დასუფთავება Home Robots აპლიკაციის დახმარებით

Kärcher Home Robots აპლიკაცია გაძლევთ წვდომას თქვენი რობოტის ყველა მნიშვნელოვან ფუნქციასთან. მისი დახმარებით, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, შეგიძლიათ დააყენოთ წმენდის დრო, შექმნათ რუკები და ა.შ. უბრალოდ ჩართეთ რობოტი მობილური აპლიკაციიდან და შეგიძლიათ დაბრუნდეთ სუფთა სახლში. Kärcher Home Robots აპლიკაცია უფასოდაა ხელმისაწვდომი Apple Store-სა და Google Play Store-ზე. გადმოწერეთ ის და დაიწყეთ დისტანციური დასუფთავება პირველივე წუთებიდან.

რატომ კერხერის რობოტი მტვერსასრუტი

კერხერ საქართველო თანამედროვე ტექნიკის დიდ არჩევანს გთავაზობთ. კერხერის რობოტი მტვერსასრუტები ყველა ზემო ჩამოთვლილი ფუნქციონალითაა აღჭურვილი. 

ჩვენი სახლის მტვერსასრუტები გამოირჩევა LiDAR ნავიგაციით, დასუფთავების მრავალფუნქციური პარამეტრებით და სრულყოფილი კონტროლის შესაძლებლობით ინტუიციური მობილური აპლიკაციის საშუალებით.

კერხერის ვებ-საიტზე და ფიზიკურ მაღაზიებში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ უსადენო ელექტრო ცოცხებიც.

აირჩიეთ კერხერის რობოტი მტვერსასრუტი და ისარგებლეთ სრულყოფილი, ავტონომიური და პერსონალიზებული დასუფთავებით. შეიძინეთ მომავლის ტექნოლოგია კერხერთან ერთად და აღმოაჩინეთ, თუ როგორ გახდის რობოტი მტვერსასრუტი თქვენს ცხოვრებას მარტივსა და კომფორტულს.

რობოტი მტვერსასრუტი ფასი