პროფესიონალური მაღალი წნევით რეცხვის აპარატი HDS 10/21-4 Classic
- რეგულარული ფასი
- 13,595.00 ₾
- გასაყიდი ფასი
- 13,595.00 ₾
- რეგულარული ფასი
- ერთეულის ფასი
- per
- არტიკული: 1.030-911.0
- მარაგშია: 0
- წონა: 0.0 kg
- პროდუქტის ტიპი: High Pressure Washer
- ბრენდი: Kärcher Georgia
თავისი აპრობირებული, განსაკუთრებით მძლავრი და საიმედო კომპონენტების წყალობით, Kärcher-ის ცხელი წყლის მაღალი წნევის სარეცხი აპარატი HDS 10/21-4 M Classic გამოირჩევა უმარტივესი მართვით, ტექნიკური მომსახურების სიმარტივითა და წმენდის საუკეთესო შედეგებით. წყლის ფილტრით დაბინძურებისგან დაცული მძლავრი მუხლა-ლილვიანი ტუმბო და დაბალბრუნიანი, 4-პოლუსიანი ელექტროძრავი უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას და ხანგრძლივ მუშაობას. ღია დიზაინის წყალობით, ყველა ძირითადი კომპონენტი ძალიან ადვილად მისადგომია, ხოლო აპარატის მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს მყარი ფოლადის მილოვანი ჩარჩო. ყოველივე ეს HDS 10/21-4 M Classic-ს იდეალურს ხდის ყველაზე რთული ამოცანებისთვის ისეთ მკაცრ გარემო პირობებში, როგორიცაა სამშენებლო მოედნები ან სოფლის მეურნეობა. ამწის ინტეგრირებული კაუჭები და დიდი, გახვრეტის მიმართ მედეგი ბორბლები აადვილებს მის ტრანსპორტირებას სამუშაო ადგილზე და უკან. საშუალო კლასის ეს მანქანა სტანდარტულად აღჭურვილია აპრობირებული Classic მაღალი წნევის პისტოლეტით, 30-ლიტრიანი საწვავის ავზით ძალიან ხანგრძლივი სამუშაოებისთვის და აქსესუარების შესანახი პრაქტიკული სათავსოებით.
მახასიათებლები და სარგებელი

მყარი და გამძლე
გამძლე მუხლა-ლილვიანი ტუმბო Kärcher-ის აპრობირებული ხარისხით. ფოლადის მყარი მილოვანი ჩარჩო საიმედოდ იცავს აპარატს დაზიანებისგან. კომპონენტებთან მარტივი წვდომა აადვილებს სერვისსა და ტექნიკურ მომსახურებას.

სანთურის ეფექტური ტექნოლოგია
მაღალი ეფექტურობა დაბალი ემისიებით და ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით. ხანგრძლივი მუშაობა 30-ლიტრიანი საწვავის ავზის წყალობით. eco!efficiency რეჟიმში აპარატი მუშაობს ყველაზე ეკონომიურ ტემპერატურულ დიაპაზონში (60 °C) – წყლის სრული ნაკადის შენარჩუნებით.

Classic აქსესუარები EASY!Lock შეერთებებით
სწრაფი აწყობა და დაშლა, ასევე აქსესუარების მარტივი შეცვლა. მყარი და გამძლე აქსესუარები. გამოსაყენებლად მარტივი და ინტუიციური.
საიმედოობა
-
წყლის წვრილი წმენდის დიდი ფილტრი: ტუმბოს ოპტიმალური დაცვისთვის.
-
4-პოლუსიანი წყლით გაგრილებადი ელექტროძრავი.
-
უსაფრთხოების სარქველები: წყლის ნაკლებობისა და საწვავის სისტემის დაცვა უზრუნველყოფს აპარატის შეუფერხებელ მუშაობას.
გამორჩეული მობილურობა
-
გახვრეტის მიმართ მედეგი დიდი ბორბლები: უსწორმასწორო ზედაპირებზე უსაფრთხო მანევრირებისთვის.
-
ამწის კაუჭით: მარტივი ტრანსპორტირებისთვის.
სპეციფიკაციები
ტექნიკური მონაცემები
| ფაზების რაოდენობა (Ph) | 3 |
| ძაბვა (V) | 400 |
| სიხშირე (Hz) | 50 |
| წარმადობა (ლ/სთ) | 350 - 1000 |
| სამუშაო წნევა (bar/MPa) | 30 - 210 / 3 - 21 |
| მაქსიმალური წნევა (bar) | 235 |
| ტემპერატურა (წყლის მიწოდება 12°C) (°C) | მაქს. 80 |
| სიმძლავრე (kW) | 8 |
| საწვავის ხარჯი სრული დატვირთვისას (კგ/სთ) | 6.4 |
| საწვავის ხარჯი eco!efficiency რეჟიმში (კგ/სთ) | 5.2 |
| კვების კაბელი (მ) | 5 |
| საწვავის ავზი (ლ) | 30 |
| წონა აქსესუარებთან ერთად (კგ) | 128 |
| წონა შეფუთვის ჩათვლით (კგ) | 138 |
| ზომები (სიგრძე × სიგანე × სიმაღლე) (მმ) | 1075 x 722 x 892 |
მოწოდების კომპლექტი
-
შემასხურებელი პისტოლეტი: სტანდარტული
-
მაღალი წნევის შლანგის სიგრძე: 10 მ
-
მაღალი წნევის შლანგის სპეციფიკაცია: DN 8, 315 bar
-
გამფრქვევი მილი: 1050 მმ
-
მძლავრი საცმი
აღჭურვილობა
-
შლანგის გადაგრეხისგან დაცვა
-
წნევის ავტომატური გათიშვა
-
პოლუსების გადამრთველი შტეფსელი (სამფაზიანი)