ორთქლის მტვერსასრუტი SCV 4
- რეგულარული ფასი
- 1,350.00 ₾
- გასაყიდი ფასი
- 1,350.00 ₾
- რეგულარული ფასი
- ერთეულის ფასი
- per
- არტიკული: 1.056-530.0
- მარაგშია: 26
- წონა: 11.0 kg
- პროდუქტის ტიპი: Vacuum Cleaners
- ბრენდი: Kärcher Georgia
აღწერა
SCV 4 Steam Vac არის საუკეთესო 3-1-ში გამოსავალი ნებისმიერი ტიპის უხეში და სველი დაბინძურებისთვის. ის მარტივად აშორებს ჭუჭყს სხვადასხვა ტიპის იატაკებიდან და ხალიჩებიდან ორთქლის გამოყენებით, საწმენდი საშუალებების დამატების გარეშე. მბრუნავი გორგოლაჭები ორთქლით ტენიანდება, რაც ეფექტური, სწრაფი და ღრმა წმენდის საშუალებას იძლევა.
ხელმისაწვდომია ოთხი განსხვავებული რეჟიმი, რაც გეხმარებათ დასუფთავების ნებისმიერი სირთულის დაძლევაში:
-
ერთდროული წმენდა ორთქლითა და მტვერსასრუტით
-
ერთდროული წმენდა ორთქლითა და მტვერსასრუტით მგრძნობიარე რეჟიმში, დელიკატური იატაკებისთვის
-
მხოლოდ მტვერსასრუტის რეჟიმი
-
მაქსიმალური სიმძლავრის რეჟიმი მხოლოდ ორთქლით
მყარ ზედაპირებზე გამოყენებისას, SCV 4 Steam Vac ანადგურებს გავრცელებული საყოფაცხოვრებო ბაქტერიებისა და ვირუსების 99.999%-მდე რაოდენობას. გერმანული მაღალი ხარისხის ორთქლის მტვერსასრუტი წამებში წარმოქმნის ორთქლს და უმცირეს დროში მზადაა გამოსაყენებლად. სუფთა წყლის ავზს (რომლის ამოღება და შევსება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ) ნადებისგან სპეციალური კარტრიჯი იცავს. მიმდინარე სამუშაო რეჟიმს აპარატი სპეციალურ LED ეკრანზე ასახავს.
SCV 4 Steam Vac არის ორთქლის მტვერსასრუტი, რომელიც ყველა მოლოდინს ამართლებს.
ორთქლის აპარატის მახასიათებლები და სარგებელი

ფუნქცია 3-1-ში
გიზოგავთ 50%-მდე დროს დასუფთავებისას, რადგან შეწოვის ფუნქციის ხარჯზე ზედაპირები აღარ საჭიროებენ წინასწარ გაწმენდას. აპარატი ორთქლის მეშვეობით აშორებს ნებისმიერი ტიპის დაბინძურებას - 4 სხვადასხვა რეჟიმის დახმარებით.

უწყვეტი ორთქლი და ინტეგრირებული ნადებისგან დამცავი კარტრიჯი
მოსახსნელი ავზის შევსება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ – მუშაობის შეწყვეტის გარეშე უწყვეტი ორთქლის ნაკადისთვის. ნადებისგან დამცავი კარტრიჯი ავტომატურად იცავს აპარატს, რაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს მოწყობილობის ექსპლუატაციის ვადას.

მარტივი და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ეკრანი
LED ეკრანი ორთქლის სხვადასხვა რეჟიმის ასარჩევად და მოწყობილობის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებლების გამოსასახად გამოიყენება. აპარატი თავისით გაცნობებთ როდესაც გაცხელდება, კარტრიჯის შეცვლა იქნება საჭირო, ან როდესაც ჭუჭყიანი წყლის ავზი გაივსება, ან, სუფთა წყლის ავზი დაცარიელდება.
ბაქტერიებისა და ვირუსების განადგურება
ორთქლი ანადგურებს ბაქტერიებისა და ვირუსების 99.999%-მდე რაოდენობას.
გაცხელების მოკლე დრო
მხოლოდ 30-წამიანი გაცხელების დროით, მოწყობილობა უმცირეს დროში მზადაა გამოსაყენებლად.
საწმენდი სადგური და ჰიგიენური თვითწმენდა
თვითწმენდის რეჟიმის გამოყენებით, მოწყობილობას შეუძლია შიგნიდან სწრაფად და ეფექტურად ავტომატურად გაიწმინდოს. ცხელი ორთქლი ასევე ანადგურებს აპარატში და გორგოლაჭებზე მოხვედრილ ბაქტერიებსა და ვირუსებს. თვითწმენდის სადგური ასევე გამოიყენება თავად მოწყობილობისა და მისი აქსესუარების შესანახად.
სპეციფიკაციები
ტექნიკური მონაცემები
| ანადგურებს ვირუსების 99.999%-მდე¹⁾ და ბაქტერიების 99.99%-მდე²⁾ | |
|
ზედაპირის ფართობი გაწმენდილია ერთი ავზით (მ²) 4 |
კონვერტი 75 |
| გათბობის სიმძლავრე (W) | 1300 |
| კაბელის სიგრძე (მ) | 8 |
| გათბობის დრო (წთ) | 0,3 |
| ავზის მოცულობა (ლ) | 0,5 |
| ფაზა (Ph) | 1 |
| ძაბვა (V) | 220 - 240 |
| სიხშირე (ჰც) | 50 |
| ფერი | თეთრი |
| წონა აქსესუარების გარეშე (კგ) | 7,1 |
| წონა შეფუთვის ჩათვლით (კგ) | 11 |
| ზომები (სიგრძე × სიგრძე × სიმაღლე) (მმ) | 305 x 308 x 1216 |
კომპლექტი
-
ნადებისგან დამცავი კარტრიჯი: 1 ცალი
-
მრავალზედაპირიანი გორგოლაჭები: 1 ცალი
აღჭურვილობა
-
უსაფრთხოების სარქველი
-
ორთქლის ნაკადის კონტროლი: მოწყობილობაზე (ორსაფეხურიანი)
-
ავზი: მოსახსნელი, რომლის შევსებაც შესაძლებელია საჭიროებისამებრ
-
ჩართვა/გამორთვის ინტეგრირებული ღილაკი