ჭკვიანი რობოტი მტვერსასრუტი

რობოტი მტვერსასრუტი

RCV 5

რეგულარული ფასი
1,895.00 ₾
გასაყიდი ფასი
1,895.00 ₾
რეგულარული ფასი
ერთეულის ფასი
per 

RCV 3

რეგულარული ფასი
1,295.00 ₾
გასაყიდი ფასი
1,295.00 ₾
რეგულარული ფასი
ერთეულის ფასი
per 

რობოტი მტვერსასრუტები - საუკეთესო ფასი & ხარისხი

დაგღალათ იატაკების ყოველდღიურმა წმენდამ? კერხერის რობოტი მტვერსასრუტები თქვენს ნაცვლად იზრუნებენ თქვენი სახლის სისუფთავეზე. ეს მოწყობილობები ავტომატურად ასუფთავებენ როგორც მყარ იატაკებს, ასევე დაბალბეწვიან ხალიჩებს. ისინი არა მხოლოდ მტვერს ისრუტავენ, არამედ სველი მეთოდითაც წმენდენ იატაკს. მათ შეუძლიათ ჩუმად და ეფექტურად იმოძრაონ საცხოვრებელ სივრცეში, თავიდან აირიდონ დაბრკოლებები და სისტემატურად მიჰყვნენ გაწერილ ნიმუშებს. Kärcher Home Robots მობილური აპლიკაციის საშუალებით, შეგიძლიათ დაავალოთ თქვენს რობოტს სახლის დასუფთავება როდესაც კი მოგესურვებათ.

RCV 3 - საბაზისო მოდელი

  • შეწოვა და წმენდა ერთ მოწყობილობაში

  • ავტონომიური, სისტემური და სანდო დასუფთავება

  • LiDAR ნავიგაცია და სენსორები უსაფრთხო გადაადგილებისთვის

  • აპლიკაციით მართვა, პერსონალიზებული პარამეტრების დაყენების შესაძლებლობით

  • ტექნიკური მახასიათებლები: შეწოვის სიმძლავრე 2500 Pa, მუშაობის დრო 120 წთ, 2-ში-1 მტვრის კონტეინერი 330 მლ მოცულობით, სუფთა წყლის ავზი 170 მლ, მშრალი ნარჩენების კონტეინერი 500 მლ.

RCV 5 - "ჭკვიანი" მოდელი

  • RCV 3-ის ყველა უპირატესობა პლუს ხელოვნური ინტელექტი

  • ორმაგი ლაზერული სისტემა და კამერა დაბრკოლებების აღმოჩენისა და თავის არიდებისთვის

  • დაბალი ხმა მუშაობისას

  • გაძლიერებული რეჟიმი ხალიჩების ღრმა წმენდისთვის

  • სველი წმენდისას ხალიჩებს არ ეხება

  • მარტივი მართვა აპლიკაციის საშუალებით

  • ტექნიკური მახასიათებლები: შეწოვის სიმძლავრე 5000 Pa, მუშაობის დრო 120 წთ, მშრალი ნარჩენების კონტეინერი 330 მლ, სუფთა წყლის ავზი 240 მლ.

ავტონომიური დასუფთავება Home Robots აპლიკაციის დახმარებით

Kärcher Home Robots აპლიკაცია გაძლევთ წვდომას თქვენი რობოტის ყველა მნიშვნელოვან ფუნქციასთან. მისი დახმარებით, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, შეგიძლიათ დააყენოთ წმენდის დრო, შექმნათ რუკები და ა.შ. უბრალოდ ჩართეთ რობოტი მობილური აპლიკაციიდან და შეგიძლიათ დაბრუნდეთ სუფთა სახლში. Kärcher Home Robots აპლიკაცია უფასოდაა ხელმისაწვდომი Apple Store-სა და Google Play Store-ზე. გადმოწერეთ ის და დაიწყეთ დისტანციური დასუფთავება პირველივე წუთებიდან.

რატომ კერხერის რობოტი მტვერსასრუტი

კერხერ საქართველო თანამედროვე ტექნიკის დიდ არჩევანს გთავაზობთ. კერხერის რობოტი მტვერსასრუტები ყველა ზემო ჩამოთვლილი ფუნქციონალითაა აღჭურვილი. 

ჩვენი სახლის მტვერსასრუტები გამოირჩევა LiDAR ნავიგაციით, დასუფთავების მრავალფუნქციური პარამეტრებით და სრულყოფილი კონტროლის შესაძლებლობით ინტუიციური მობილური აპლიკაციის საშუალებით.

კერხერის ვებ-საიტზე და ფიზიკურ მაღაზიებში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ უსადენო ელექტრო ცოცხებიც.

აირჩიეთ კერხერის რობოტი მტვერსასრუტი და ისარგებლეთ სრულყოფილი, ავტონომიური და პერსონალიზებული დასუფთავებით. შეიძინეთ მომავლის ტექნოლოგია კერხერთან ერთად და აღმოაჩინეთ, თუ როგორ გახდის რობოტი მტვერსასრუტი თქვენს ცხოვრებას მარტივსა და კომფორტულს.

რობოტი მტვერსასრუტი ფასი