მინის საწმენდი რობოტი RCW 2

რეგულარული ფასი
630.00 ₾
გასაყიდი ფასი
630.00 ₾
რეგულარული ფასი
გაყიდულია
ერთეულის ფასი
per 
გადასახადი შედის.
დარჩენილია 33 ცალი!
შეკვეთის გაფორმება

მინის საწმენდი რობოტი RCW 2

რეგულარული ფასი
630.00 ₾
გასაყიდი ფასი
630.00 ₾
რეგულარული ფასი
გაყიდულია
ერთეულის ფასი
per 

RCW 2 ფანჯრის საწმენდი რობოტი გთავაზობთ სრულად ავტომატურ ფანჯრების წმენდისას და უზრუნველყოფს თქვენს სუფთა ხედს. მძლავრი ვაკუუმური ტექნოლოგიის წყალობით, RCW 2 საიმედოდ ეჭიდება ყველა გლუვ ზედაპირს, რაც იდეალურია დიდი და ძნელად მისადგომი ფანჯრებისა და სარკეებისთვის. სისტემური ნავიგაცია და ჩარჩოსა და ობიექტების ამომცნობი ორი სენსორი უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო წმენდას. მიკროფიბრის საფარიანი ორი მბრუნავი დისკი ხელით წმენდის მოძრაობის იმიტაციას ახდენს და შთამბეჭდავ შედეგს იძლევა. ორი ულტრაბგერითი საქშენი ქმნის საწმენდი საშუალების წვრილად გაფრქვეულ ნაკადს, რომელიც ზუსტად ესხურება მინას და ზედმეტად არ წვეთავს. დაბინძურების სირთულის მიხედვით, შესაძლებელია ოთხი ავტომატური და ერთი მექანიკური რეჟიმის არჩევა და დისტანციური მართვის პულტით მოხერხებულად მართვა. გარდა ამისა, LED სიგნალები და ხმოვანი შეტყობინებები ნებისმიერ დროს გაწვდით ინფორმაციას მოწყობილობის სტატუსის შესახებ. აპარატთან ერთად კომპლექტაციაში მიიღებთ RM 503 ფანჯრის საწმენდ საშუალებას, რომელიც საიმედოდ აშორებს ჭუჭყს, შრება ზოლების (კვალის) დატოვების გარეშე და ხელს უწყობს წვიმის წვეთების უფრო სწრაფად ჩამოდინებას, რაც განაპირობებს ხანგრძლივ სუფთა იერს. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც კი, RCW 2 რჩება მინაზე მიმაგრებული მისი სარეზერვო (ავარიული) აკუმულატორისა და უსაფრთხოების კაბელის წყალობით.

 

მახასიათებლები და სარგებელი

 

სისტემური ნავიგაცია

ასუფთავებს მთლიან ფართობს ისე, რომ არაფერს ტოვებს. მოძრაობის მიმართულება ავტომატურად იცვლება, როდესაც აპარატი დაბრკოლებებს ეხება. ავტომატურად ბრუნდება საწყის პოზიციაზე

 

 

სარეცხი საშუალების ავტომატური შესხურება

ორი ულტრაბგერითი საქშენი განაპირობებს ფანჯრის მინის დატენიანებას ჩამოწვეთების გარეშე. კომპლექტში არსებული ფანჯრის საწმენდი საშუალება უზრუნველყოფს ბზინვარებას ზოლების (კვალის) დატოვების გარეშე და ხელს უწყობს წვიმის წვეთების უფრო სწრაფად ჩამოდინებას – რაც აფერხებს მის ხელახალ დაბინძურებას.

 

უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი

უსაფრთხო მოჭიდება საიმედო ვაკუუმური ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების დამატებითი სისტემის წყალობით. დამატებითი დაცვა ინტეგრირებული სარეზერვო (ავარიული) აკუმულატორის წყალობით, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც კი საიმედოდ ინარჩუნებს ფანჯრის საწმენდ რობოტს მინაზე მიმაგრებულს.

 

 

ჭკვიანი დისტანციური მართვის პულტი მარტივი მართვისა და მონიტორინგისთვის

  • 4 ავტომატური რეჟიმი წმენდის ნებისმიერი სირთულის ეფექტურად შესასრულებლად: სწრაფი წმენდა, ინტენსიური წმენდა, წერტილოვანი წმენდა და გაპრიალება.

  • ასევე შესაძლებელია მექანიკური (ხელით) მართვა.

ინტუიციური მომხმარებლის ინტერფეისი

  • ჩართვა/გამორთვის (ON/OFF) ღილაკი მარტივი გამოყენებისთვის.

  • უკუკავშირი და შეცდომის შეტყობინებები ადვილად წასაკითხი LED დისპლეის საშუალებით.

  • მუდმივი ინფორმირებულობა: მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან მიმდინარე სტატუსი გადმოიცემა ხმოვანი შეტყობინებით.

ორი სენსორი ჩარჩოსა და ობიექტების ამოსაცნობად

  • ფანჯრის ჩარჩოებისა და სხვა დაბრკოლებების ამოცნობა.

საწმენდი ტილოები დამზადებული მაღალი ხარისხის მიკროფიბრისგან

  • ტილოს რბილი მიკროფიბრა ოპტიმალურად ისრუტავს ჭუჭყს.

  • შესაძლებელია სარეცხ მანქანაში რეცხვა მაქსიმუმ 40°C ტემპერატურაზე.

 

სპეციფიკაცია


ტექნიკური მონაცემები

სარეცხი საშუალების ავზის მოცულობა (მლ) 70
დასუფთავების ფართობი ავზის ერთი გავსებით (მ²) დაახლ. 50
წმენდის წარმადობა (წთ/მ²) 3
შეწოვის სიმძლავრე (პა) 3300
შეწოვის მაქსიმალური სიმძლავრე (პა) 5000
კაბელის სიგრძე (მ) 5
ხმის სიმძლავრის დონე (dB(A)) < 76
ხმის წნევის დონე (dB(A)) 62
ფანჯრის მინიმალური ზომა (სიგანე x სიმაღლე) (სმ) 35 x 35
ძაბვა (ვ) 100 - 240
სიხშირე (ჰც) 50 - 60
სათადარიგო კვების ელემენტის ტიპი ლითიუმ-იონური (Li-ion) ელემენტი
სათადარიგო კვების ელემენტის ტევადობა (Ah) 0,65
სათადარიგო კვების ელემენტის ძაბვა (ვ) 14,8
სათადარიგო კვების ელემენტის მუშაობის დრო (წთ) 40
ფერი თეთრი
წონა აქსესუარების გარეშე (კგ) 1,1
წონა შეფუთვით (კგ) 2,1
ზომები (სიგრძე × სიგანე × სიმაღლე) (მმ) 292 x 160 x 71

 

მიწოდების კომპლექტი (კომპლექტაცია)

  • დისტანციური მართვის პულტი

  • შემავსებელი ბოთლი

  • საწმენდი ტილო: 3 წყვილი

  • სარეცხი საშუალებები: ფანჯრის საწმენდი საშუალება RM 503, 125 მლ

აღჭურვილობა

  • სწრაფი წმენდის რეჟიმი

  • ინტენსიური წმენდის რეჟიმი

  • წერტილოვანი წმენდის რეჟიმი

  • გაპრიალების (ფინალური) რეჟიმი

  • მექანიკური (ხელით) წმენდის რეჟიმი

  • ხმოვანი შეტყობინება

  • უსაფრთხოების თოკი (კაბელი)

>