პროფესიონალური მაღალი წნევით რეცხვის აპარატი HD 9/20-4 S
- Regular Price
- 7,195.00 ₾
- Sale Price
- 7,195.00 ₾
- Regular Price
- Unit Price
- per
- SKU: 1.286-951.0
- In Stock: 0
- Weight: 707.0 kg
- Product Type: High Pressure Washer
- Brand: Kärcher Georgia
HD 9/20-4 S ცივი წყლის მაღალი წნევით სარეცხი აპარატი იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის რთულ პირობებში. საუკეთესო მასალები უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხს – და კერხერის შემთხვევაში თქვენ ორივე მათგანის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ. აპარატის შიგნით, გამძლე ტუმბო უჟანგავი ფოლადის დგუშებით და თითბერის ცილინდრის თავით უზრუნველყოფს მძლავრ წარმადობას, რასაც ავსებს 4-პოლუსიანი დაბალბრუნიანი ძრავი ჰაერ-წყლის გაგრილების სისტემით. ინტეგრირებული ალუმინის ჩარჩო ამცირებს წონას და ქმნის მსუბუქ, მაგრამ გამძლე შასის, რომელიც მოსახერხებელია ამწეთი დატვირთვისთვის. კომპაქტური დიზაინისა და მაქსიმალური პორტაბელურობისთვის, ძრავისა და ტუმბოს ბლოკი დამონტაჟებულია ვერტიკალურად. გარდა ამისა, მას გააჩნია აქსესუარების შესანახი განყოფილება და რეგულირებადი კაუჭები. HD 9/20-4 S ერგონომიულ მუშაობას სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს. EASY!Force Advanced სასხლეტიანი პისტოლეტის წყალობით, მისი მართვა ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი, რასაც ასევე უწყობს ხელს 1050 მილიმეტრიანი უჟანგავი ფოლადის მბრუნავი საცმი (მილი). სასხლეტსა და მილს შორის მოთავსებული Servo Control რეგულატორი შეიძლება გამოყენებულ იქნას წნევისა და წყლის მოცულობის გასაკონტროლებლად
მახასიათებლები და სარგებელი

კომპაქტური ვერტიკალური დიზაინის კონცეფცია დაფუძნებულია ძრავისა და ტუმბოს ბლოკის ვერტიკალურ განლაგებაზე
მცირე საყრდენი ფართობი და სივრცის დამზოგავი პროპორციები. მარტივია მისი მანევრირება და ტრანსპორტირება. მაქსიმალური სტაბილურობა უზრუნველყოფს აპარატის მყარად დგომას.

4-პოლუსიანი დაბალბრუნიანი ძრავი ჰაერ-წყლის გაგრილების სისტემით, გამძლე ტუმბო უჟანგავი ფოლადის დგუშებით და თითბერის ცილინდრის თავით
ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა და ტექნიკური მომსახურების დაბალი ხარჯები. მაღალი წარმადობა და მაღალი ეფექტურობა. შეწოვის ფუნქციით და 60 °C-მდე წყლის ტემპერატურით

გონივრულად შემუშავებული მომსახურების კონცეფცია აადვილებს ადგილზე სწრაფ ოპერაციებს
ტუმბოს მბრუნავი თავი. შასიში ჩაშენებული ზეთის დონის მოსახერხებელი მაჩვენებელი და ზეთის დასაცლელი ხვრელი. მოდულური კონსტრუქცია, რომელიც შედგება ტუმბოს, ძრავისა და მართვის ბლოკისგან.
ფართო სპექტრის აქსესუარები EASY!Lock-ით
-
წნევისა და წყლის მოცულობის რეგულირება შესაძლებელია Servo Control რეგულატორით, რომელიც განთავსებულია საცმს (მილსა) და სასხლეტიან პისტოლეტს შორის.
-
EASY!Force Advanced დაუღალავი მუშაობისთვის, ყოველგვარი შეკავების ძალისხმევის გარეშე.
-
მბრუნავი 1050 მმ-იანი უჟანგავი ფოლადის საცმი (მილი).
აპარატში ინტეგრირებული აქსესუარების შესანახი მრავალი სივრცე
-
შესანახი განყოფილება.
-
რეგულირებადი კაუჭები, მაგალითად, მეორე საცმის (მილის) ან ელექტრო კაბელის შესანახად.
-
მაღალი წნევის შლანგის შესანახი ადგილი.
სპეციფიკაციები
ტექნიკური მონაცემები
| ფაზების რაოდენობა (Ph) | 3 |
| ძაბვა (V) | 376 - 424 |
| სიხშირე (Hz) | 50 |
| წარმადობა (ლ/სთ) | 500 - 900 |
| სამუშაო წნევა (bar) | 50 - 200 |
| მაქსიმალური წნევა (bar) | 250 |
| ტემპერატურა (წყლის მიწოდება 12°C) (°C) | მაქს. 60 |
| სიმძლავრე (kW) | 7 |
| საცმის ზომა | 047 |
| ფერი | ანტრაციტი |
| კვების კაბელი (მ) | 5 |
| წონა აქსესუარებთან ერთად (კგ) | 62.4 |
|
წონა შეფუთვის ჩათვლით (კგ) |
70,7 |
|
ზომები (სიგრძე × სიგანე × სიმაღლე) (მმ) |
607 x 518 x 1063 |
|
|
მიწოდების კომპლექტაცია
სპრეის პისტოლეტი: EASY!Force Advanced
- სპრეის პისტოლეტი რბილი სახელურის საფარით
- მაღალი წნევის შლანგი, სიგრძე: 10 მ
- მაღალი წნევის შლანგის ტიპი: პრემიუმ ხარისხი
- მაღალი წნევის შლანგის მახასიათებლები: DN 8, 315 ბარი
- სპრეის ლანცა: 1050 მმ
- ძალოვანი საქშენი
აღჭურვილობა
- 4-პოლუსიანი სამფაზიანი ძრავა ჰაერითა და წყლით გაგრილებით
- 3-დგუშიანი აქსიალური ტუმბო უჟანგავი ფოლადის დგუშებით
- წნევის ავტომატური გამორთვა
- ინტეგრირებული წყლის წვრილი ფილტრი
- ზეთის დონის საკონტროლო სარკმელი
- სპილენძის წყლის შემყვანი