მინის საწმენდი რობოტი RCW 4
- Regular Price
- 780.00 ₾
- Sale Price
- 780.00 ₾
- Regular Price
- Unit Price
- per
- SKU: 1.269-230.0
- In Stock: 50
- Weight: 2.7 kg
- Product Type: Window cleaning robot
- Brand: Kärcher Georgia
აღწერა
RCW 4 ფანჯრის საწმენდი რობოტი უზრუნველყოფს სრულად ავტომატურ დახმარებას დიდი და რთულად მისადგომი ფანჯრების რეგულარულ წმენდაში და სუფთა ხედვის გარანტიას იძლევა.მძლავრი ვაკუუმური ტექნოლოგიის წყალობით, იგი უზრუნველყოფს საიმედო მოჭიდებას ყველა გლუვ ზედაპირზე, სარკეებისა და საშხაპე კაბინების ჩათვლით. ჩარჩოს, ობიექტებისა და კიდეების ამომცნობი ოთხი სენსორით აღჭურვილი სისტემატური ნავიგაციის დახმარებით, უჩარჩო მინის ზედაპირებიც კი სწრაფად და საიმედოდ იწმინდება.შთამბეჭდავი შედეგის მისაღებად, მიკროფიბრის საწმენდი ტილო მუდმივად და ზუსტად ტენიანდება საწმენდი ხსნარით, ტუმბოზე მომუშავე ექვსი მფრქვეველი საქშენის მეშვეობით. პირდაპირი დატენიანება თავიდან აგარიდებთ წვეთების წარმოქმნასა და სითხის ქარისგან გაფანტვას. დასუფთავების ამოცანიდან გამომდინარე, შესაძლებელია წმენდის ოთხი ავტომატური და ერთი მექანიკური რეჟიმის არჩევა და მათი მარტივად მართვა დისტანციური პულტით. LED სიგნალები და ხმოვანი შეტყობინებები გვაწვდის ზუსტ ინფორმაციას მოწყობილობის სტატუსის შესახებ, მაგალითად, როდესაც სარეცხი საშუალების ავზი ცარიელია. პროდუქტის კომპლექტაციაში შემავალი ფანჯრის საწმენდი საშუალება RM 503 საიმედოდ აშორებს ჭუჭყს, შრება კვალის დატოვების გარეშე და ხელს უწყობს წვიმის წყლის უფრო სწრაფად ჩამოდინებას. დენის გათიშვის შემთხვევაშიც კი, სათადარიგო ელემენტისა და უსაფრთხოების კაბელის წყალობით, RCW 4 მყარად რჩება მინაზე მიმაგრებული.
მახასიათებლები და სარგებელი

სისტემატური ნავიგაცია
იგი სისტემატურად ასუფთავებს მთლიან ფართობს, არცერთი მონაკვეთის გამოტოვების გარეშე. დაბრკოლებებთან შეხებისას სათიბის (მოწყობილობის) მოძრაობის მიმართულება ავტომატურად იცვლება. იგი ავტომატურად ბრუნდება საწყის პოზიციაზე

სარეცხი საშუალების ავტომატური დატანა
ტუმბოზე მომუშავე ექვსი მფრქვეველი საქშენი მუდმივად ატენიანებს საწმენდ ტილოს. შესხურებული ნაკადი არ წვეთავს და არ იფანტება. კომპლექტაციაში შემავალი ფანჯრის საწმენდი საშუალება უზრუნველყოფს უნაკლო ბზინვარებას ზოლების დატოვების გარეშე და ხელს უწყობს წვიმის წყლის უფრო სწრაფად ჩამოდინებას, რაც აფერხებს ზედაპირის ხელახლა დასვრას

უჩარჩო ფანჯრებისა და მინის ზედაპირების ამომცნობი სენსორები
ფანჯრის ჩარჩოებისა და სხვა დაბრკოლებების საიმედო ამოცნობა. ოთხი კუთხის სენსორი ასევე ამოიცნობს უჩარჩო მინის ზედაპირების კიდეებს და შესაბამისად არეგულირებს ნავიგაციას
უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი
-
საიმედო ვაკუუმური ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების დამატებითი სისტემის წყალობით უზრუნველყოფილია უსაფრთხო მოჭიდება.
-
დამატებითი დაცვა ინტეგრირებული სათადარიგო ელემენტის წყალობით, რომელიც ფანჯრის საწმენდ რობოტს მინაზე უსაფრთხოდ ტოვებს მიმაგრებულს დენის გათიშვის შემთხვევაშიც კი.
ჭკვიანი დისტანციური მართვის პულტი მარტივი ექსპლუატაციისა და მონიტორინგისთვის
-
4 ავტომატური რეჟიმი წმენდის ნებისმიერი ამოცანის ეფექტურად შესასრულებლად: სწრაფი წმენდა, ინტენსიური წმენდა, წერტილოვანი წმენდა და გაპრიალება.
-
ასევე შესაძლებელია მექანიკური მართვა.
ინტუიციური მომხმარებლის ინტერფეისი
-
ჩართვა/გამორთვის (ON/OFF) ღილაკი მარტივი გამოყენებისთვის.
-
უკუკავშირი და შეცდომის შეტყობინებები ადვილად წასაკითხი LED ეკრანის მეშვეობით.
-
მუდმივად ინფორმირებული: მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან მიმდინარე სტატუსი ცხადდება ხმოვანი შეტყობინებების მეშვეობით.
მიკროფიბრის საწმენდი ტილო
-
ტილოს რბილი მიკროფიბრის ბოჭკოები ოპტიმალურად ისრუტავს ჭუჭყს.
-
ირეცხება სარეცხ მანქანაში მაქსიმუმ 40°C ტემპერატურაზე.
-
ფხრიწიანი შესაკრავის წყალობით, საწმენდი ტილოს შეცვლა უკიდურესად სწრაფი და მარტივია.
სპეციფიკაცია
ტექნიკური მონაცემენი
| სარეცხი საშუალების ავზის მოცულობა (მლ) | 150 |
| დასუფთავების ფართობი ავზის ერთი გავსებით (მ²) | დაახლ. 100 |
| წმენდის წარმადობა (წთ/მ²) | 2,5 |
| შეწოვის სიმძლავრე (პა) | 3000 |
| შეწოვის მაქსიმალური სიმძლავრე (პა) | 5000 |
| კაბელის სიგრძე (მ) | 5 |
| ხმის სიმძლავრის დონე (dB(A)) | < 77 |
| ხმის წნევის დონე (dB(A)) | 62 |
| ფანჯრის მინიმალური ზომა (სიგანე x სიმაღლე) (სმ) | 40 x 40 |
| ძაბვა (ვ) | 100 - 240 |
| სიხშირე (ჰც) | 50 - 60 |
| სათადარიგო კვების ელემენტის ტიპი | ლითიუმ-იონური (Li-ion) ელემენტი |
| სათადარიგო კვების ელემენტის ტევადობა (Ah) | 0,65 |
| სათადარიგო კვების ელემენტის ძაბვა (ვ) | 14,8 |
| სათადარიგო კვების ელემენტის მუშაობის დრო (წთ) | 40 |
| ფერი | თეთრი |
| წონა აქსესუარების გარეშე (კგ) | 1,5 |
| წონა შეფუთვით (კგ) | 2,7 |
| ზომები (სიგრძე × სიგანე × სიმაღლე) (მმ) | 264 x 256 x 72 |
კომპლექტაცია
-
დისტანციური მართვის პულტი
-
შესავსები ბოთლი
-
საწმენდი ტილო: 3 ცალი
-
სარეცხი საშუალებები: ფანჯრის საწმენდი საშუალება RM 503, 125 მლ
აღჭურვილობა
-
სწრაფი წმენდის რეჟიმი
-
ინტენსიური წმენდის რეჟიმი
-
წერტილოვანი წმენდის რეჟიმი
-
გაპრიალების რეჟიმი
-
მექანიკური წმენდის რეჟიმი
-
უჩარჩო მინის ზედაპირების ამომცნობი სენსორები
-
ხმოვანი შეტყობინებები
-
მოსახერხებელი სატარებელი სახელური
-
ფხრიწიანი შესაკრავი საწმენდი ტილოსთვის
-
უსაფრთხოების კაბელი