ბრენდი „კერხერი“ წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის აღიარებულ მსოფლიო ლიდერს მსოფლიოში, რომელიც დაარსდა 1935 წელს ინჟინერ ალფრედ კერხერის მიერ.

საოჯახო კომპანია, რომლის პროდუქცია გამოირჩევა ინოვაციური და მაღალი ხარისხის პროდუქციით, დღეისათვის ხელმძღვანელობს 150-ზე მეტ ოფიციალურ წარმომადგენლობას მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, რომელიც ცნობილია, როგორც „კერხერ საქართველო“.

საქართველოს წარმომადგენლობის ოფისი მდებარეობს ა. ბელიაშვილის #167 ნომერში, თბილისში, რომელიც ხელმძღვანელობას უწევს როგორც ოფიციალურ მაღაზიებს თბილისსა და ბათუმში, ასევე სადილერო და საცალო ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით.

წარმომადგენლობა გთავაზობთ კერხერის ნებისმიერი საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური აპარატის მომსახურებას და შეკეთებას.

კომპანიის შესახებ არსებულ სიახლებს შეგიძლიათ გაეცნოთ ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე ან გლობალურ საიტზე: www.kaercher.com/ge