
მაღალი წნევით რეცხვის აპარატები

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ხშირად გვაქვს სხვადასხვა სახის ზედაპირის დასუფთავების პრობლემა, ეს იქნება სამშენებლო მოედანი, ავტომობილი თუ პარკეტი. მაღალი წნევით რეცხვის აპარატი არ იკავებს დიდ ადგილს, იგი ძალზედ კომპაქტური და მარტივი სამართავია.
ამ პროდუქტის ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ მაჩვენებლებს: აპარატის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია (ძრავის სიმძლავრე); მწარმოებლურობა (წყლის ხარჯი ერთი საათის განმავლობაში მუშაობისას); ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ მთელ რიგ წვრილ დეტალებს: ბორბლების სიმტკიცე, სადენის სიგრძე; დამატებითი აქსერსუარების არსებობა.
მაღალი წნევით რეცხვის აპარატი მუშაობს 200 ვოლტზე და იგი განკუთვნილია სხვადასხვა სახის ზედაპირების დასუფთავებისთვის, კონკრეტულად კი: ბაღის ინვენტარის, დარაბების და ავტომობილების, ბაღის და სახლის ავეჯის, ქუჩის საფარის და სხვა ზედაპირების.