აღწერა
დაივიწყეთ ტრადიციული დასუფთავების გზები, რომლებიც თქვენს დროს, ენერგიას და ნერვებს მოიხმარენ! რობოტი-მტვერსასრუტი RC 3 Premium თქვენი სახლის დასუფთავების პროცესს მარტივს და ავტონომიურს გახდის. აპარატს აქვს უსადენო ინტერნეტის მხარდაჭერა, რაც საშუალებას მოგცემთ დისტანციურად აკონტროლოთ ზონები და აპარატის მუშაობის რეჟიმები თქვენი სმარტფონიდან. ინოვაციური ინფრაწითელი სენსორები მტვერსასრუტს თავიდან აარიდებს კიბეებს და სხვადასხვა დაბრკოლებებს, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს დასუფთავების პროცესს. აპარატი იდეალურად ასუფთავებს ნებისმიერ საყოფაცხოვრებო მყარ იატაკს, ასევე ეფექტურია დაბალი დაფარვის ხალიჩებზეც. განიტვირთეთ და გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად სანამ Karcher-ის რობოტი-მტვერსასრუტი RC3 Premium თქვენს სახლს დაალაგებს!
მახასიათებლები და სარგებელი

ეფექტური დასუფთავება
დაგეგმილი და სისტემატიური დასუფთავების მეშვეობით, რასაც აპარატი ლაზერული ნავიგაციის სისტემით, 2 სპეციალური ჯაგრისით და დამატებითი ჯაგრისით ახერხებს, აღარ შეგაწუხებთ სახლში მტვერი და დაბინძურება.

ჭვიანი პროდუქტი მიმზიდველი ფუნქციებით
მოხერხებული აპლიკაციის საშუალებით შეძლებთ რამოდენიმე დასუფთავების რეჟიმის არჩევას. ინფორმაციას დასუფთავების პროგრესის და მტვერსასრუტის ადგილმდებარეობის შესახებ აპლიკაციაშივე იხილავთ.

ინოვაციური სენსორული სისტემა
ინფრაწითელი და სპეციალური ვარდნის სენსორები აპარატს იცავს საფეხურებიდან ჩავარდნისგან, საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს დაბრკოლებებს და დაასუფთაოს შეფერხებების გარეშე.
• ადგილობრივი დასუფთავების რეჟიმში მტვერსასრუტი თქვენს მიერ არჩეულ ზონებს ასუფთავებს
• დატენვის შემდეგ, უბრუნდება იმ ადგილს, სადაც შეწყვიტა მუშაობა და აგრძელებს დასუფთავებას
სპეციფიკაციები
ტექნიკური მონაცემები
წონა | 3.6 kg |
---|---|
ზომები | 13 × 18.3 × 12.7 cm |
ბატარეის დამუხტვის დრო (წთ) | 240 |
მუშაობის დრო თითო დამუხტვით (წთ) | 90-120 |
დასუფთავების არეალი (მ²) | 160 |
მტვრის კონტეინერის მოცულობა (ლ) | 0.35 |
ხმის დონე (დბ) | 71 |
ძაბვის ტიპი (ვ / ჰც) | 100/240/50/60 |
დამტენი სადგურის წონა (კგ) | 0.2 |
წონა შეფუთვის ჩათვლით (კგ) | 6 |
განზომილებები (დიამეტრი x სიმაღლე) (მმ) | 340 x 96 |