კერხერის შესახებ

ბრენდის და წარმომადგენლობის შესახებ:

კომპანია კერხერი დაარსდა 1935 წელს ალფრედ კერხერის მიერ, რომელმაც პირველად აწარმოა ჰაერის გამახურებელი სისტემა ავია ძრავებისთვის. ხოლო მოგვიანებით (1950 წელს) ინდუსტრიის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაიწყო მაღალი წნევით სარეცხი და ორთქლის აპარატების შექმნა და თანდათან კონცენტრირდა მხოლოდ დასუფთავების ტექნიკის წარმოებაზე.

დღეისათვის კომპანია აწარმოებს მხოლოდ დასუფთავების ტექნიკას. მას ხელმძღვანელობს ალფრედ კერხერის შვილი და CEO – ჰარმუტ იენერი.

კომპანია პროდუქციას ყიდის 150-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს.

დღეისათვის საქართველოს წარმომადგენლობას (კერხერ-საქართველოს) აქვს 4 ფილიალი: თბილისში მთავარი ფილიალია დიღომში, ა. ბელიაშვილის #167 ნომერში, ასევე საბურთალოზე: ვაჟა-ფშაველას #4 და ბათუმში ლუკა ასათიანის #51. ქუთაისში: შოთა რუსთაველის N96.

პროდუქცია:

პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ზოგადად დასუფთავების ტექნიკას და ბრენდი ყოველწლიურად ახალ პროდუქციაზე მუშაობს, რაც დასუფთავების სხვადასხვა პრობლემების მოგვარებისთვისაა განკუთვნილი.

80-იან წლებამდე კერხერის ტექნიკის ფერი იყო მხოლოდ ყვითელი, ხოლო მოგვიანებით კი პროფესიონალური და საყოფაცხოვრებო ხაზი ერთმანეთს ფერებით გაემიჯნა და პროფესიონალური ტექნიკა გახდა სერი(ანტროციტი) ხოლოდ საყოფაცხოვრებო პროდუქციას კი დაემატა თეთრი ფერის ტექნიკაც, რომელიც დღეისთვის პრემიუმ ხაზად მოიხსენიება.

პროდუქციის ასორტიმენტში როგორც პროფესიონალურ ხაზში ასევე საყოფაცხოვრებო მიმართულებით შეხვდებით მსგავსი დანიშნულების აპარატებს.