ფილტრი

რისი გაწმენდა გსურთ?

წნევა (ბარი)

ფართობის შესრულება (მ / სთ)

აჩვენებს 8 შედეგს

  • K 2 Basic

    K 2 Basic

    320.00 
    დაამატე შესადარებლად

    მაღალი წნევით რეცხვის აპარატი K2 Basic იდეალური აპარატია ველოსიპედების, ბაღის ხელსაწყოების, ბაღის ავეჯისა თუ ნორმალური დაბინძურების მოსაშორებლად. იგი მცირე დროით გამოყენებაზეა და მსუბუქ დატვირთვაზეა განსაზღვრული. თან მოყვება სპეციალური თოფი, 3 მ სიგრძის მაღალი წნევის მილი, წრიული დარტყმის საცმი, რომელიც საფუძვლიანად აშორებს მტვერს და წყლის ფილტრი, რომელიც პომპას მტვრის ნაწილაკებისგან იცავს

    კალათაში დამატება
  • K 2 Classic

    K 2 Classic

    250.00 
    დაამატე შესადარებლად

    K 2 Classic დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ მარტივ დაბინძურებას ეზოში, ან დაასუფთავოთ თქვენი მოტოციკლი, ველოსიპედი.

    კალათაში დამატება
  • K 3

    K 3

    ფასდაკლება! 495.00  399.00 
    დაამატე შესადარებლად

    მაღალი წნევით რეცხვის აპარატი K3 თავისი Quick Connect სისტემით და 6 მეტრიანი მილით განკუთვნილია სახლის პირობებში საშუალო დაბინძურების მოსაშორებლად, როგორიცაა ჭუჭყი ველოსიპედებზე, ეზოს ღობეებზე და მოტოციკლებზე. Vario Power Jet საცმის დატრიალებით შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი წნევა იმის მიხედვით, თუ რა დაბინძურების მოშორება გსურთ. წრიული დარტყმის საცმით ყველაზე ჯიუტი, ღრმად ჩამჯდარი დაბინძურებისგან გათავისუფლებას მარტივად შეძლებთ. აპარატის პომპას იცავს წყლის ფილტრი, რათა მან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმუშაოს შეფერხების და დაზიანების გარეშე.

    კალათაში დამატება
  • K 4 Compact NEW

    K 4 Compact NEW

    795.00 
    დაამატე შესადარებლად

    K4 Compact წყლით გაგრილებადი ძრავით იდეალური მაღალი წნევით რეცხვის აპარატია ისეთი დაბინძურებისთვის როგორიცაა ჭუჭყი მანქანაზე, ველოსიპედზე, ნებისმიერ პატარა მოპედზე, ეზოს ღობეზე,  ქვის კიბეებზე,  და ა.შ. ასევე, ეს აპარატი მარტივია გადასაადგილებლად და შესანახად. აპარატს მოყვება 6 მეტრიანი მილი, სპეციალური თოფი, წრიული დარტყმის საცმი და წყლის ფილტრი, რომელიც პომპას იცავს დაზიანებისგან.

    კალათაში დამატება
  • K 5 Compact *EU

    K 5 Compact *EU

    1 195.00 
    დაამატე შესადარებლად

    K5 Compact მაღალი წნევით რეცხვის აპარატი წყლით გაგრილებადი ძრავით ზედგამოჭრილია საკმაოდ ბევრი დაბინძურებისთვის. დანადგარის შენახვა და გადაადგილება ძალიან მარტივია.

    კალათაში დამატება
  • K 5 Full Control

    K 5 Full Control

    ფასდაკლება! 1 245.00  979.00 
    დაამატე შესადარებლად

    დაუბრუნე WOW შენს ავტომობილს!

    ეს მოდელი სხვა საყოფაცხოვრებო მაღალი წნევით რეცხვის აპარატებს შორის ერთერთი ყველაზე გამორჩეული მოდელია, რომელიც უამრავ რთულ დავალებას უმკლავდება.
    პირველ რიგში მისი პისტოლეტი საშუალებას იძლევა, რომ აკონტროლოთ წყლის სიმძლავრე სხვადასხვა ტიპის დაბინძურებისთვის. მისი ფორმა არის საკმაოდ ერგონომიული, რაც მის პარკირებას ამარტივებს შესვენებებს შორის.

    • Full control
    • New
    კალათაში დამატება
  • K 7 Compact *EU

    K 7 Compact *EU

    ფასდაკლება! 1 895.00  1 669.00 
    დაამატე შესადარებლად

    კომპაქტური და მოსახერხებელი: K7 Compact მაღალი წნევით რეცხვის აპარატი წყლით გაგრილებადი ძრავით. იდეალური ხშირი გამოყენებისთვის და ღრმად ჩამჯდარი რთული დაბინძურებისთვის ბილიკებზე, საცურაო აუზებში, ველოსიპედებზე ან ავტომობილებზე.

    კალათაში დამატება
  • K7 Full Control Plus

    K7 Full Control Plus

    2 095.00 
    დაამატე შესადარებლად

    Kärcher K 7 Full Control Plus მაღალი წნევით რეცხვის აპარატი თოფით, რომლის ღილაკებითაც შეგიძლიათ წნევისა და დასასხმელი ქიმიური საწმენდი საშუალების რეგულირება. სპეციალური LCD დისპლეი წნევის საკონტროლებლად.

    • Full control
    • New
    კალათაში დამატება

აჩვენებს 8 შედეგს

მაღალი წნევის აპარატის გამოყენების არეალი

მაღალი წნევის აპარატები არის ყველაზე ეფექტური გზა ნებისმიერი ზედაპირის მარტივად გასარეცხად : დააკავშირეთ აპარატი სველ წერტილთან და დენის წყაროსთან , გააღეთ ონკანი , ჩართეთ მაღალი წნევის აპარატი და გაერთეთ რეცხვის პროცესით! სპეციალური აქსესუარებით , მოწყობილობა გარდაიქმნება მრავალ ფუნქციურ აპარატად , მაგალითად : მილების გაწმენდა , ტერასის რეცხვა , კედლები და სხვადასხვა არეალებისთვის , შესაძლებლობები პრაქტიკულად შეუზღუდავია . ამასთანავე მაღალი წნევის რეცხვის აპარატი ყველაზე ეფექტურია ახლო დისტანციაზე , ეს იმას ნიშნავს რომ ჩამჯდარი ჭუჭყი უფრო მარტივად იწმინდება . ჩვენი პრაქტიკული მაგალითები გვაჩვენებს , რომ საუკეთესო შედეგს სისუფთავისა მივიღებთ მაღალი წნევის აპარატით.

K7 Full Control Plus

მაღალი წნევის აპარატები გვთავაზობს სწორ გამოსავალს დასუფთავების ყველა ამოცანისთვის!

გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სახლსა და ბაღში საერთო გამოყენების ადგილებია:

  • ველოსიპედები
  • ბაღის მანქანები და ხელსაწყოები
  • ბაღი / ტერასა / აივანი ავეჯით
  • ღობეები და მცირე ზომის ბაღის ბილიკები
  • მოტოციკლები და სკუტერები
  • პატარა მანქანები
  • გარე კიბეები და დიდი ბილიკები
  • საშუალო ზომის მანქანები
  • ბაღის კედლები და ქვის კედლები
  • ფურგონები და Off-Road მანქანები
  • საცურაო აუზები და დიდი ბაღები

იხილეთ ქვემოთ შესაძლო არეალის რამდენიმე მაგალითი:

ხავსი

ხავსი არა მარტო ქმნის სქელ ფენას ზედაპირზე , არამედ რჩება მათ ღრიჭოებს შორის , ამის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Dirt Blaster . იგი წარმოქნის ბრუნავ წყლის ნაკადს რომელიც ქმნის წყლის დიდ ძალას . დაიჭირეთ მაღალი წნევის თოფი ვერტიკალურად ხავსიან ზედაპირზე, დაიჭირეთ დისტანცია ზედაპირიდან Blaster – ამდე 20-30 სმ და დაფარული ხავსით ზედაპირი გაიწმინდება.

K7 Full Control Plus

მანქანები

Kärcher – ის სპეციალური აქსესუარები და სარეცხი საშუალებები გაძლევთ საშუალებას ფაქიზად მოუაროთ თქვენს ავტომობილს.იმისათვის რომ თქვენი მანქანა ბრწყინავდეს , ამისთვის საჭიროა რამოდენიმე ნაბიჯი , ჯერ მოაშორეთ ჭუჭყი მაღალი წნევის აპარატით მანქანას , შემდეგ დაასხით თქვენს რადიატორს Kärcher – ის მწერების მოსაშორებელი ხსნარი ,ასევე ბამპერზე და საქარე მინაზე. ბორბლებისთვის გამოიყენეთ Kärcher – ის სპეციალური დისკების სითხე . დაასხით მთელ მანქანას Kärcher- ის მანქანის შამპუნი სპეციალური Foam Jet – ით , და ბოლოს გარეცხეთ მანქანა Power ჯაგრისით ზემოდან ქვემოთ , იმისათვის რომ ოპტიმალურად გამოიყენოთ სარეცხი საშუალებების ძალა.

K7 Full Control Plus

ტერასები

ჩვენი T-Racer ტერასის სარეცხი, გვაძლევს ოპტიმალურ შედეგს, მარტივი მოქმედებით , დიდ არეალებზეც კი. სიმაღლის რეგულირებადი პროპელერების ინოვაციური კომბინაცია და ორი მაღალი წნევის მქონე საქშენები ქმნიან დიდ ეფექტს , რაც საშუალებას აძლევს T-Racer-ს ზედაპირზე გადაადგილდეს მარტივად, ინტეგრირებული დამცავი იცავს პატარა ქვებისგან რომ არ დაზიანდეს თავად პროპელერი.მოწყობილობა გვაძლევს მაღალ შედეგს დასუფთავებისას.

K7 Full Control Plus

ბაღის მანქანები

დაემშვიდობეთ ზედაპირების ხელით ხეხვას ! ჭუჭყის და მიწის მოშორება მცენარისა და ყვავილის ქოთნებიდან , ნიჩბებიდან და ა.შ. Vario Power და Multi Power Jet- ის საცმები განსაკუთებით შეესაბამება ამ ამოცანას. ბაღში მუშაობა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი !

K7 Full Control Plus

ბაღის ავეჯი

ადვილად გაუმკლავდებით Kärcher – ის ბაღის დასუფთავების კომპლექტით ლაქებს, ბაღის ავეჯზე რომელიც გაჩნდა ჰაერის დაბინძურების შედეგად ან წინა ზამთრიდან . Kärcher – ის ჯაგრისით და სარეცხი საშუალებებით რეკომენდირებულია გაწმინდოთ ჩამჯდარი ჭუჭყი.

K7 Full Control Plus

ჟალუზები

გაწმენდის წინ დახურეთ ჟალუზები. დააყენეთ აპარატის საცმი მინიმალურზე რათა გამოყენოთ სარეცხი საშუალება.დაიწყეთ ჟალუზების დაბლითა სექციიდან. სარეცხი საშუალების დასხმის შემდგომ დაელოდეთ რამოდენიმე წუთი, რათა ხსნარი მოქმედებაში შევიდეს ჭუჭყთან იმისათვის რომ მთლიანად მოშორდეს ჭუჭყი, დარჩენილი დაბინძურება ამოიღეთ ჯაგრისით და შემდეგ გარეცხეთ მაღალი წნევით.

K7 Full Control Plus

შესრულების კლასები.

შესრულების კლასი არის მთავარი დიფერენციატორი მაღალი წნევისთვის და მთავარი პარამეტრია გაწმენდის დროს. სწორი მოწყობილობა მნიშვნელოვნად გაადვილებს გაწმენდას. სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც კარგად არის დალაგებული დასუფთავების მოთხოვნებთან, უკავშირდება სხვადასხვა შესრულების კლასებს, რომ მუშაობა კიდევ უფრო მარტივი და ეფექტური გახდეს.


სწორი შესრულების კლასი ყველა თქვენი საჭიროებისთვის

დასუფთავების ხარისხი მაღალი წნევით განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყენება წყლის წნევა და წყალის მოცულობა კომბინაციაში. რაც უფრო უკეთესდება ეს ფაქტორი , მით უფრო ადვილია ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება და სწრაფად გაწმენდა დიდი ზედაპირების. Kärcher აყენებს თავის თავს სპეციფიკურ დასუფთავების ტექნიკის კლასში, დასუფთავების სხვადასხვა მოთხოვნების საფუძველზე. რაც უფრო დიდია ზედაპირი ,რომელიც უნდა გაიწმინდოს ან რაც უფრო ჩამჯდარია ჭუჭყი მით უფრო მაღალი კლასის აპარატი არის რეკომენდირებული. დიდი მაშტაბების გასარეცხად , როგორიცაა ფასადი K7 არის მოწყობილობა რომელიც გამოგადგებათ , შესაბამისი აქსესუარებით.ის არა მხოლოდ მოგცემთ უკეთეს შედეგს, არამედ სხვა პრაკტიკულ ფუნქციებს შეითავსებს. ამაში იგულისხმება გრძელი მილი რომელიც გაგიზრდით სამუშაო რადიუსს და ასევე მილის ხარისხი რომელიც ანტი დაკეცვადი იქნება. ეს მოგცემთ უფრო მეტ კომფორტს და მეტად გამოყენების სურვილს.


სარგებელი

როგორ მუშაობს მაღალი წნევა?

წნევა ნორმალურ საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებაში დაახლოებით 4 ბარია. წყალი მიეწოდება მაღალ წნევას ბაღის მილის მეშვეობით , გადის მის პომპაში რომელიც ქმნის წნევას 160 ბარამდე. წყალი კი მაღალი წნევით აპარატის სპეციალური აქსესუარიდან გამოდის რომელიც ქმნის წნევას.

K7 Full Control Plus

მარტივი გარემოსთვის და თქვენი ჯიბისთვის

K4 – K7 კლასის მაღალი წნევის აპარატებს ასევე შეუძლიათ ოპერაცია ალტერნატიული წყლის წყაროსთან. მოწყობილობას თავად შეუძლია ამოიღოს წყალი რეზერვუარიდან. ეს დაზოგავს მნიშვნელოვნად სასმელ წყალს და ეკოლოგიურად სასარგებლოა.

K7 Full Control Plus

რატომ უნდა ვიყიდოთ მაღალი წნევის აპარატი?

K7 Full Control Plus

Kärcher აკეთებს განსხვავებას

Kärcher გამოიგონა მაღალი წნევის აპარატი და აგრძელებს კვლავ მის განახლებას ისევ და ისევ. 1950 წელს Kärcher – მა შეძლო და შექმნა პირველი ევროპული ცხელი მაღალი წნევის აპარატი პროფესიონალური განხრით. 1984 წელს Kärcher- მა გამოუშვა პირველი პორტატული მაღალი წნევის აპარატი HD 555 , კერძო სახლებისთვის . ეს იყო დიდი მიღწევა დასუფთავების სფეროში.

როგორც მაღალი წნევის აპარატის გამომგონებელს, Kärcher- ს აქვს უნიკალური სპეციალისტის ცოდნა, რომლის სიღრმე ბაზარზე შეუდარებელია. ჩვენ ვაკეთებთ რეგულარულ გამოკითხვებს, რომ კეთილსინდისიერად განვსაზღვროთ, რა გვჭირდება და რა ჭირდება ჩვენს მომხმარებლებს. ეს კეთდება იმისათვის რომ ჩვენი ყველა მოხმარებლის საჭიროება დავაკმაყოფილოთ.

განსაკუთრებით ძლიერი – 50% დაზოგავს დროს

დაპატენტებული Kärcher საცმის ტექნოლოგია, რომელიც შეეფერება თითოეულ ინდივიდუალურ მოდელს, საშუალებას იძლევა დაზოგოთ 50% დასუფთავების დრო. კონკურენციასთან შედარებით, Kärcher მოწყობილობები გამოირჩევიან უფრო დიდი დასუფთავების ხარისხით და ეფექტურობით.

მოკლედ: დასუფთავებას სჭირდება 50% – ით ნაკლები დრო და შესაბამისად ენერგიისა და წყლის მოხმარება ნახევრდება – ეს შესანიშნავი შედეგია , რომელიც დამტკიცებულია Fraunhofer ინსტიტუტის მიერ.


განკუთვნილია მაქსიმალური ეფექტურობისთვის.

60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, Kärcher სრულყოფდა მაღალი წნევის გაწმენდის ხელოვნებას და გამორჩეული სიახლეების გამო მუდმივად ყურადღების ცენტრშია. 1.300 – ზე მეტი პატენტი და სასარგებლო მოდელები კომპანიის გამომგონებლის სულის მტკიცებულებაა და Kärcher-ს მსოფლიოს ლიდერად აქცევს. ჩვენი ყურადღება ყოველთვის არის ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებზე.

განსაკუთრებით ძლიერი

მბრუნავი მაღალი წნევის მქონე საცმი აერთიანებს ვიწრო საცმის ძალას ბრტყელი ნაკადის ფართობის შესრულებით. მათი დაპატენტებული nozzle ტექნოლოგიის წყალობით, Kärcher- ის Dirt Blaster უკეთესია კონკურენციისთვის და საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად და ეფექტურად გაწმენდას.

K7 Full Control Plus

K7 Full Control Plus

სანდო ბრენდის ხარისხი

როგორც გლობალური ბაზრის ლიდერი, ჩვენ გთავაზობთ ყველაზე საიმედო მაღალი წნევის აპარატებს ბაზარზე. 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, Kärcher გამოირჩეოდა ხარისხისა და ინოვაციისთვის, რომელიც “დამზადებულია გერმანიაში”. ჩვენ ყველა ჩვენს მოწყობილობას ვაწარმოებთ ჩვენს საკუთარ ქარხნებში წარმოების უმაღლეს სტანდარტებამდე. სანამ პროდუქტები ქარხანას დატოვებენ, ისინი სრულად გადიან ტესტირებას, მათი ფუნქციონალურობისა და შესრულებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მივცეთ გარანტია ჩვენს მომხმარებლებს, რომ ისინი ყიდულობენ სრულყოფილ პროდუქტებს, რომლებიც თავისთავად საუბრობენ თავიანთი შესრულების შესაძლებლობების და მუშაობის ხანგრძლივობის მხრივ.


აქსესუარები და სარეცხი საშუალებები.

მთელი პაკეტი ითვლის. მოწყობილობის, აქსესუარების და დასუფთავების აპარატის სწორი კომბინაციით, ყველაზე ჩამჯდარ ჭუჭყსაც კი არ ექნება შანსი. სწორი აქსესუარები მნიშვნელოვნად ზრდის დასუფთავების შესაძლებლობებს და დასუფთავებას კიდევ უფრო ეფექტურს და კომფორტულს ხდის.


მაღალი წნევის აქსესუარები

Kärcher გთავაზობთ აქსესუარების ფართო სპექტრს და სარეცხ საშუალებებს. ეს საშუალებას გვაძლევს გადავწყვიტოთ ყველა დასუფთავების პრობლემა, რამდენადაც სპეციფიკურია. ჩვენი აქსესუარები შეიძლება ადვილად დაუკავშირდეს ნებისმიერ მაღალი წნევის აპარატს უბრალო ბეიონეტის სისტემასთან.

სტანდარტული აქსესუარები

Kärcher– ის მაღალი წნევის აპარატის ყიდვისას, უკვე შედის ძირითადი აქსესუარები – Vario Power spray lance, Dirt Blaster , მაღალი წნევის თოფი, მაღალი წნევის შლანგი და წყლის ფილტრი.

აქსესუარების ნაკრები

თქვენი მოწყობილობა შეიძლება იყოს აღჭურვილი დამატებითი მანქანის ნაკრებით ან საოჯახო ნაკრებით, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ინდივიდუალური გაწმენდის საჭიროებები მანქანასა და სახლში მიზნობრივი გზით. მაგალითად, მანქანის ნაკრები მოიცავს სარეცხი ჯაგრისს, ქაფის ჯაგრისს და მანქანის სარეცხ საშუალებებს. სახლის ნაკრები მოიცავს მყარი ზედაპირის დასუფთავებას, ასევე სპეციალურ სარეცხ საშუალებებს.

სპეციალური აქსესუარები

Kärcher– ს სპეციალური აქსესუარებით, რომლებიც ცალკე ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ გაზარდოთ მაღალი წნევის ფუნქციონალი და მოაგვაროთ თქვენი საჭიროებები. მაგალითად ზედაპირის საწმენდი , რომელიც ძალიან ეფექტურად წმინდავს ყველა ზედაპირს.


მაღალი წნევის სარეცხი საშუალებები.

Kärcher– ის საწმენდი საშუალებების ახალი თაობა საკმაოდ დიდ აჟიოტაჟს ქმნის თავისი 3-1 ში პრინციპით. ასევე გვაძლევს შესანიშნავი წმენის ეფექტს, ეს ახალი მრავალფუნქციური პროდუქტი გვაძლევს საშუალებას უფრო ფაქიზად მოვუაროთ და დავიცვათ ის ნივთები რასაც ვწმენდთ ,დროის დაზოგვით. განახლებადი და ბუნებრივი რესურსების გამოყენებით, Kärcher ასევე აქცენტს აკეთებს მდგრადობაზე. უფრო მეტიც, ჭკვიანი ბოთლის დიზაინიც გამარჯვებულია. იქნება ეს კავშირი (Plug ‘n’ Clean), სარეცხი რეზერვუარის შესავსებად ან სარეცხი შეწოვის შლანგის მეშვეობით შეწოვის კონტეინერით, ახალი სარეცხი საშუალებები უნივერსალურად შესაფერისია Kärcher- ის ყველა მაღალი წნევისთვის.

ჩვენს დასუფთავების ხსნარის პოვნაში თქვენ ნახავთ სათანადო საწმენდ საშუალებას თქვენი Kärcher მაღალი წნევის აპარატისთვის

K7 Full Control Plus