Language : Georgia English Русский
Close Cart
თქვენი კალათა ცარიელია!

კომპანიის ისტორია

აღმოჩენები და ინოვაციები „კერხერის“ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, კომპანიის დაარსების მომენტიდან. მისი დამფუძნებელი, ალფრედ კერხერი ერთ-ერთი ენთუზიასტი ინჟინერი იყო, რომელმაც დიდი ძვილი შეიტანა ვიურტემბერგის განვითარებაში, ინდუსტრიალიზაციის გარიჟრაჟზე. მისი სახელი სამართლიანად არის ერთ სიაში, რობერტ ბოშის, გოტლიბ დაიმლერის და ფერდინანნდ ცეპელინის გვერდით.

 

გამომგონებლის გზა

1924 წელს, 23 წლის ასაკში, ალფრედ კერხერმა დაამთავრა სწავლა შტუტგარტის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში და დაიწყო მუშაობა მისი მამის კომპანიის საკონსტრუქტორო ბიუროში. 1935 წელს მან ქალაქში დააარსა საკუთარი ფირმა, რომელიც ქმნიდა პროექტებს გამათბობელი აღჭურვილობის სფეროში და გაჰქონდა პროდუქცია ბაზარზე. კერძოდ, ალფრედ კერხერს ეკუთვნის პატენტი „კერხერის მარილის ღუმელზე“, ფოლადის და შენადნობების სამრეწველო წრთობისთვის.

1939 წელს კომპანია გადავიდა ვინენდენში, სადაც დღესაც მდებარეობს „კერხერის“ სათაო ოფისი. ამ დროისათვის, არსებულ პროექტებს დაემატა აეროპლანების ძრავის წინასწარი გახურების და კაბინების გათბობის სისტემების შემუშავება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომპანიამ ძალების კონცენტრაცია მოახდინა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების ღუმელების, ხელის ურიკების და ტრაქტორის მისაბმელების წარმოებაზე.

1950 წელს, ალფრედ კერხერმა წმენდის ტექნოლოგიაში გარღვევა მოახდინა და შეიმუშავა ევროპაში პირველი მაღალი წნევის სამრეცხაო წყლის გათბობით DS 350. მასში წყლის გათბობის ტექნოლოგია იმდენად სრულყოფილი აღმოჩნდა, რომ მას დღესააც იყენებენ გამათბობლების წარმოებაში.

სამწუხაროდ, ნიჭიერმა გამომგონებელმა ვერ მოასწრო მისი წარმატებით სრულად დატკბობა - ის გარდაიცვალა 1959 წლის 17 სექტემბერს. 58 წლის ასაკში. თუმცა, მისი დაწყებული საქმე გაგრძელდა: კომპანიის მართვა იკისრა მისმა მეუღლემ, ირენამ, რომელიც მუშაობდა კომპანიის  განვითარებაზე, მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში. კომპანია „კერხერი“ დღესაც ოჯახურ საწარმოდ რჩება. შვილები, იოჰანეს კერხერი და სიუზანა ციმერმანი აგრძელებენ მშობლების მიერ დაწყებულ საქმეს.გამოყენებისთვის. 2007 წელს კომოანია მისთვის პრინციპულად ახალ, საბაღე აღჭურვილობის ბაზარზე გავიდა, რაც მოიცავს სარწყავ ტუმბოებს, სადრენაჟო სისტემებს და შლანგებს, ასევე აქსესუარების ფარო ასორტიმენტს.

ინოვაციური სტრატეგია

არის რა ბაზრის ლიდერი, კომპანია „კერხერი“ ცდილობს პირველმა დანერგოს ყველაზე თანამედროვე ტექნოლგიები და მუდმივად სრულყოს ტექნიკის მოდელები. ინოვაციური სტრატეგიის მკაფიო მოწმობაა ის ფაქტი, რომ „კერხერის“ მიერ გაყიდული აღჭურვილობის 80% შემუშავებულია არაუმეტეს 5 წლის წინ. ამ ციფრებს მიღმაა 600-ზე მეტი ინჟინრის და ტექნიკოსის შრომა; ისინი მუდმივად მუშაობენ საკონსტრუქტორო გადაყვეტებზე, რომლებსაც დასუფთავების ტექნიკის ახალი სტანდარტები შემოაქვს. მათი მუშაობის ხარისხის საუკეთესო დადასტურებაა 1,1000ზე მეტი პატენტი გამოგონებებზე და სამრეწველო ნიმუშებზე.

 

1986 წელს კომპანია პირველია პროფესიონალურ სეგმენტში, რომელმაც დანერგა როლიკებიანი ჯაგრისები იატაკის სარეცხი მანქანებისთვის. მაღალი წნევის სარეცხი დანადგარებით გასუფთავების ეფექტიანობა ორჯერ იზრდება 1995 წელს შემუშავებული ჭუჭყის ფრეზის წყალობით,

დასუფთავების ხარისხის მიმართ მოთხოვნები მუდმივად იზრდება და 2007 წელს ბაზარზე გამოდის მტვერსასრუტები ფილტრების წმენდის პრინციპულად ახალი სისტემა TACT. მოწყობილობებით, რომლებშიც ეს სისტემაა რეალიზებული, გასუფთავდა 284 სვეტი წმინდა პეტრეს მოედანზე, ვატიკანში, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 25,000 კვადრატულ მეტრს.

2009 წლიდან „კერხერი“ უშვებს მაღალი წნევის სარეცხ დანადგარებს, რომლებსაც შეუძლია არამარტო გარეცხოს, არამედ განაახლოს შენობის ფასადები. ეს მიიღწევა 2500 ბარი წნევის ხარჯზე. წელს კი გასაყიდად გამოტანილია ქალაქის დასუფთავების მრავალფუნქციური მანქანა და მიღწეულია ახალი წარმატებები წყლის დისპენსერების 

(წულის გამწმენდი და წყლის მომზადების დანადგარები) ბაზარზე.

მოხდა უკვე გამოცდილი მოდელების და გადაწყვეტების შემოწმება. შედეგად წარმოებაში მუდმივად ინერგება სიახლეები, ხოლო „კერხერის“ ტექნიკა ყოველთვის პასუხობს მყიდველების ყველაზე თანამედროვე მოთხოვნებს, ამასთან, ის კი არ მისდევს მოთხოვნას, არამედ წინასწარ განსაზღვრავს მას.

 

მსოფლიოში პირველი გადასატანი საყოფაცხოვრებო მაღალი წნევის აპარატი; ელექტრო ცოცხი და ავტონომიური რობოტი-მტვერსასრუტი საყოფაცხოვრებო დასუფთავებისთვის; სისტემა „ბაკი ბაკში“, რომელიც ამცირებს იატაკის სარეცხი მანქანების გაბარიტულ ზომებს, როლიკებიანი ჯაგრისები, რომლებიც უზრუნვეელყოფს დაჭერის ძალის მნიშვნელოვან (თითქმის 6-ჯერ) ზრდას: უნიკალური მინის საწმენდი WV 50 - ეს სულ რამდენიმე მაგალითია იმ მოწყობილობების და გადაწყვეტების, რომლებიც არსებითად ამარტივებს მომხმარებლების ამოცანების შესრულებას.

ტექნიკასთან მუშაობა ესთეტიურ სიამოვნებასაც უნდა ანიჭებდეს, ამიტომ, „კერხერის“ მოდელების ფუნქციონალობა ყოველთვის ეხამება გამომსახველ დიზაინს, რომელიც, დღეისთვის, აღნიშნულია 100-ზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოთი.

 

ზრდის მაჩვენებლები

2013 წელს, დასუფთავების ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებლის კაპიტალბრუნვამ 2 მლრდ ევროს გადააჭარბა, ხოლო ტექნიკის რეალიზებული ერთეულების რაოდენობამ კი 12,5 მილიონს მიაღწია.

კომპანიის ზრდის ფაქტორების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კვლავაც ინოვაციებია: „კერხერის“ ასორტიმენტში პროდუქტების 90% შემუშავებულია არაუმეტეს 5 წლის წინ. მხოლოდ 2013 წლის განმავლობაში კომპანიამ ბაზარზე გამოიტანა 120-ზე მეტი ახალი პროდუქტი და შეიტანა 50 განაცხადი პატენტებზე, მაშინ, როცა მოქმედი პატენტების რიცხვმა 500-ს მიაღწია.