SC 3 EasyFix

Regular Price
655.00 ₾
Sale Price
655.00 ₾
Regular Price
Sold Out
Unit Price
per 
Tax included.
Only 8 left!
CHECKOUT

SC 3 EasyFix

Regular Price
655.00 ₾
Sale Price
655.00 ₾
Regular Price
Sold Out
Unit Price
per 

აღწერა

ორთქლის აპარატი SC3 EASYFIX არის შექმნილი სახლის პირობებში ანტიბაქტერიული წმენდისთვის, რომლის წყალობითაც შესაძლებელია მაქსიმალური სისუფთავის და ჰიგიენურობის უზრუნველყოფა. ცხელი ორთქლის ნაკადით ადვილად იწმინდება მინის, აკრილის, ფილების და სხვა ზედაპირები, ამასთან გამოიყენება წყალგამძლე ლამინატის იატაკის გასაწმენდადაც.

აპარატის ავზი არის 1 ლიტრიანი და აქვს საშუალება დაასუფთავოს 75 კვადრატული მეტრი. ორთქლის დარტყმის სიმძლავრე კი 3.5 ბარია, რითაც ხდება სიღრმისეული წმენდა და ბაქტერიებისგან განთავისუფლება 99,99%-ით მხოლოდ წყლის ხარჯზე, ქიმიის და დანამატების გარეშე.

განმასხვავებელი ნიშანი მისი სხვა ორთქლის აპარატებისგან არის ის, რომ მას შეუძლია წყლის გაცხელება ნახევარ წუთში. ამას გარდა, ასეთ ორთქლის აპარატთან მუშაობა შეიძლება უწყვეტად. წყლის ჩამატება შეიძლება ნებისმიერ დროს, მუშაობისას, საჭიროებისამებრ.

აპარატს მოყვება აქსესუარები, რომლებიც სხვადასხვა მიუდგომელ ადგილებში წმენდისთვის გამოიყენება, მაგალითად შესაძლებელია აბაზანასა და სამზარეულოში ნადების და ცხიმის მოშორება, მეტლახის ღარებს შორის არსებული ჭუჭყის ამოღება და მოხეხვისთვის რთულად მისადგომი ადგილების სპეციალური აქსესუარებით გაწმენდა.

 

მახასიათებლები და სარგებელი

წყლის გაცხელება მცირე დროში

აპარატი წყლის ადუღებას სულ რაღაც 30 წამი ანდომებს, ამიტომ მისი გამოყენება ჩართვიდან თითქმის მყისიერადაა შესაძლებელი

იატაკის საწმენდი ნაკრები მოქნილი შესაერთებლით ზედაპირების საცმისთვის. მარტივი დამაგრების ფუნქცია.

ეფექტური ლამელას ტექნოლოგიის წყალობით, იდეალურ შედეგს აღწევთ ნებისმიერ მყარ ზედაპირზე. ქსოვილის უკონტაქტოდ გამოცვლის ფუნქცია თავიდან აგარიდებთ მტვერთან და დაბინძურებასთან შეხებას. მოქნილი, მარტივი გამოსაყენებელი მიუხედავად მომხმარებლის სიმაღლისა რაც მოქნილი საცმების დამსახურებაა.

უწყვეტი ორთქლის ნაკადი და ინტეგრირებული ნადების საწინააღმდეგო კარტრიჯი

ავზის შევსება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი - უწყვეტი მუშაობისთვის. ჭკვიანი კარტრიჯის წყალობით, ნადები ავტომატურად შორდება წყლიდან.

 

მრავალფუნქციური აქსესუარები  სხვადასხვა ტიპის ზედაპირების ნებისმიერ დროს დასუფთავება ხელის საცმის, წრიული ჯაგრისის და სხვა აქსესუარების მეშვეობით.
მაღალი ხარისხის მიკროფიბრისგან დამზადებული იატაკის საწმენდი ნაჭერი და ხელის საცმის საფარი  საუკეთესო დასუფთავების შედეგისთვის და უკეთესი დაბინძურების მოშორების ეფექტისთვის.
სპეციალურ თოფზე არსებული ბავშვის უსაფრთხოების ჩამკეტი  ჩამკეტი სისტემა საიმედოდ იცავს აპარატს არასწორი გამოყენებისგან, რათა ბავშვებმა არ ითამაშონ.
ორ საფეხურიანი ორთქლის ნაკადის კონტროლი  ორთქლის ნაკადი შეგიძლიათ გააკონტროლოთ ინდივიდუალურად ზედაპირისა და დაბინძურების მიხედვით.
აქსესუარების სათავსო და დასაყენებელი პოზიცია  მოსახერხებელი აქსესუარების სათავსო და მარტივი იატაკის საცმის დაყენება სამუშაოს შეწყვეტისას.
ჩართვა/გამორთვის ღილაკი აპარატზე  ჩართვა/გამორთვა მარტივია.


სპეციფიკაციები

 

ტექნიკური მონაცემები

წონა 4.7 კგ
ზომები 36 × 23.6 × 25.3 სმ
ტერიტორიის შესრულება ავზის შევსებისას (მ²)

მიახლ. 75

ელექტრომოხმარება (W)

1900

მაქსიმ. ორთქლის წნევა (ბარი)

3,5

კაბელის სიგრძე (მ)

4

გათბობის დრო (წთ)

0,5

ქვაბის / ავზის სიმძლავრე (ლ)

1

ძაბვის სიხშირე (ვ/ჰც)

220 – 240 / 50 – 60

 

აპარატურა:

 

ბავშვის უსაფრთხოების საკეტი

უსაფრთხოების სარქველი

ორთქლის ნაკადის კონტროლი სახელურზე

ინტეგრირებული შესავსები ძაბრი

იატაკის საწმენდი ნაკრები, EasyFix + დამაგრძელებელი მილი (2 × 0.5მ)

აქსესუარები, ხელის საცმი, დეტალების საცმი, მძლავრი საცმი, წრიული ჯარისი (პატარა)

მიკროფიბრის იატაკის ნაჭერი, 1 ცალი

მიკროფიბრის საფარი ხელის საცმისთვის, 1 ცალი

ნადების საწინააღმდეგო კარტრიჯი

აქსესუარების სათავსო და დასაყენებელი პოზიცია

ორთქლის მილი სპეციალური თოფით, 2 მ

ინტეგრირებული ჩართვა/გამორთვის ღილაკი

>