MIC 26, იგივე MC 50 არის გარე სივრცეების დასუფთავებისთვის განკუთვნილი მოსაგველი მანქანა ,
რომელიც გამოიყენება როგორც ქუჩების, უბნების და ეზოების, ასევე ქარხნების გარე ტერიტორიის,
ლოჯისტიკური ჰაბების, სასაწყობე მეურნეობების და სხვა ნებისმიერი სახის გარე სივრცის დასასუფთავებლად.
მოსაგველი მანქანა MIC 26 (MC 50)
ტრანსფორმაციის საშუალება
გარდა ამისა, აპარატს აქვს საშუალება ტრანსფორმირდეს , როგორც თოვლის სახვეტ, ასევე ბალახის საკრეჭ მანქანად. ამისათვის საჭიროა მხოლოდ წინა მუშა მექანიზმის შეცვლა, რაც საკმაოდ სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი.
მულტიფუნქციური მოწყობილობა
მბრუნავი ჯაგრისებისა და წყლის გამაფრქვეველი მოწყობილობის მეშვეობით, აპარატს შეუძლია მორეცხოს ზედაპირი , შეაგროვოს დაბინძურება და შემწოვი მექანიზმის დახმარებით გადაიტანოს ის თავისსავე უჟანგავ კონტეინერში , რომელსაც
გააჩნია თვითდაცლის ფუნქცია და გამოიყენება დაბინძურების პირდაპირ ბუნკერში ჩასაცლელად.
სამართავად კომფორტული
ოპერატორის სრული კომფორტისთვის, მოსაგველი მანქანა აღჭურვილია მაქსიმალურად მყუდრო კაბინით, რაც გულისხმობს გათბობა გაგრილებას, რადიოს, ამორტიზაციას და ა.შ.
არის ძალიან მობილური და მარტივად მანევრირებადი, რაც საშუალებას იძლევა, მანქანა ვამუშაოთ მცირე სირცეებშიც კი.
მტვერსასრუტი & წნევით რეცხვა
მის უკანა ნაწილში დამატებით ჩაშენებულია გარე მტვერსასრუტი, ანუ გოფრირებული მილი , რომლითაც შესაძლებელია ისეთი ნარჩენების შეწოვა, რომელიც მანქანის ჯაგრისებისთვის არის მიუწვდომელი.
ჩაშენებულია ასევე მაღალი წნევით რეცხვის დანადგარი, რომლითაც შეგიძლიათ ზედაპირების, სანაგვე ბუნკერების, კედლების, ღობეების ან თვითონ მანქანის გადარეცხვა
დამატებითი ფუნქციონალები
აპარატზე თავსებადია მესამე დამატებითი ჯაგრისი, რომელიც მექანიკურად იმართება ოპერატორის მიერ და ზრდის დასუფთავების არეალს, შესაძლოს ხდის ტროტუარების და ამაღლებული თუ მიუწვდომელი ადგილების დაფარვას.
სხვადასხვა დანიშნულების
მოსაგველი მანქანა არის სრულად კონფიგურირებადი, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი აწყობა შესაძლებელია ძალიან ბევრი დანიშნულების მიხედვით. შესაძლებელია როგორც ფუნქციონალის ცვლილება, ასევე კაბინის, განათების, საბურავების და სხვა დამატებითი აქსესუარების თუ დეტალების შერჩევა.
ტექნიკური მახასიათებლები
- ძრავის ტიპი: დიზელი
- ძრავის მწარმოებელი: YANMAR
- წამყვანი - სიმძლავრე (KW/HP): 18,9/26
- სიჩქარე/აღმართის დაძლევა MAX (KM/H)(%): 20/25
- სამუშაო სიჩქარე MAX (KM/H): 10
- სამუშაო სიგანე 2 ჯაგრისით (MM): 1400
- სამუშო სიგანე 3 ჯაგრისით (MM): 2000
- კონტეინერი (L): 700
- სუფთა წყლის ავზი (L): 165
- შემობრუნების რადიუსი (MM): 750
- ნეტო წონა (KG): 1200
- ნებადართული საერთო წონა (KG): 1750
- ბრუტო წონა (KG): 1200
- ზომები (L x W x H) (MM): 2960x1052x1970