{"title":"Window cleaning robot","description":null,"products":[{"product_id":"მინის-საწმენდი-რობოტი-rcw-4","title":"მინის საწმენდი რობოტი RCW 4","description":"\u003ch3\u003eაღწერა\u003c\/h3\u003e\n\u003cp\u003e\u003cb\u003eRCW 4\u003c\/b\u003e ფანჯრის საწმენდი რობოტი უზრუნველყოფს სრულად ავტომატურ დახმარებას დიდი და რთულად მისადგომი ფანჯრების რეგულარულ წმენდაში და სუფთა ხედვის გარანტიას იძლევა.მძლავრი ვაკუუმური ტექნოლოგიის წყალობით, იგი უზრუნველყოფს საიმედო მოჭიდებას ყველა გლუვ ზედაპირზე, სარკეებისა და საშხაპე კაბინების ჩათვლით. ჩარჩოს, ობიექტებისა და კიდეების ამომცნობი ოთხი სენსორით აღჭურვილი სისტემატური ნავიგაციის დახმარებით, უჩარჩო მინის ზედაპირებიც კი სწრაფად და საიმედოდ იწმინდება.შთამბეჭდავი შედეგის მისაღებად, მიკროფიბრის საწმენდი ტილო მუდმივად და ზუსტად ტენიანდება საწმენდი ხსნარით, ტუმბოზე მომუშავე ექვსი მფრქვეველი საქშენის მეშვეობით. პირდაპირი დატენიანება თავიდან აგარიდებთ წვეთების წარმოქმნასა და სითხის ქარისგან გაფანტვას. დასუფთავების ამოცანიდან გამომდინარე, შესაძლებელია წმენდის ოთხი ავტომატური და ერთი მექანიკური რეჟიმის არჩევა და მათი მარტივად მართვა დისტანციური პულტით. LED სიგნალები და ხმოვანი შეტყობინებები გვაწვდის ზუსტ ინფორმაციას მოწყობილობის სტატუსის შესახებ, მაგალითად, როდესაც სარეცხი საშუალების ავზი ცარიელია. პროდუქტის კომპლექტაციაში შემავალი ფანჯრის საწმენდი საშუალება \u003cb\u003eRM 503\u003c\/b\u003e საიმედოდ აშორებს ჭუჭყს, შრება კვალის დატოვების გარეშე და ხელს უწყობს წვიმის წყლის უფრო სწრაფად ჩამოდინებას. დენის გათიშვის შემთხვევაშიც კი, სათადარიგო ელემენტისა და უსაფრთხოების კაბელის წყალობით, RCW 4 მყარად რჩება მინაზე მიმაგრებული.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cbr\u003e\u003c\/p\u003e\n\u003ch3 class=\"section-headline\"\u003eმახასიათებლები და სარგებელი\u003c\/h3\u003e\n\u003cp\u003e\u003cbr\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cimg src=\"https:\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0754\/1932\/0606\/files\/Adobe_Express_-_file-2_b06b57b0-9757-437f-a112-bc666d489820.jpg?v=1787056567\" alt=\"\"\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cb\u003eსისტემატური ნავიგაცია\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eიგი სისტემატურად ასუფთავებს მთლიან ფართობს, არცერთი მონაკვეთის გამოტოვების გარეშე. დაბრკოლებებთან შეხებისას სათიბის (მოწყობილობის) მოძრაობის მიმართულება ავტომატურად იცვლება. იგი ავტომატურად ბრუნდება საწყის პოზიციაზე\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cbr\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cbr\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cimg src=\"https:\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0754\/1932\/0606\/files\/Adobe_Express_-_file_276eb3ab-4459-4d3d-b1f8-831ff9d0b50b.jpg?v=1787056567\" alt=\"\"\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cb\u003eსარეცხი საშუალების ავტომატური დატანა\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eტუმბოზე მომუშავე ექვსი მფრქვეველი საქშენი მუდმივად ატენიანებს საწმენდ ტილოს. შესხურებული ნაკადი არ წვეთავს და არ იფანტება. კომპლექტაციაში შემავალი ფანჯრის საწმენდი საშუალება უზრუნველყოფს უნაკლო ბზინვარებას ზოლების დატოვების გარეშე და ხელს უწყობს წვიმის წყლის უფრო სწრაფად ჩამოდინებას, რაც აფერხებს ზედაპირის ხელახლა დასვრას\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cbr\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cimg src=\"https:\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0754\/1932\/0606\/files\/Adobe_Express_-_file-3_072619dc-6833-46da-a8d6-0a7ba9765a72.jpg?v=1787056567\" alt=\"\"\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cb\u003eუჩარჩო ფანჯრებისა და მინის ზედაპირების ამომცნობი სენსორები\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eფანჯრის ჩარჩოებისა და სხვა დაბრკოლებების საიმედო ამოცნობა. ოთხი კუთხის სენსორი ასევე ამოიცნობს უჩარჩო მინის ზედაპირების კიდეებს და შესაბამისად არეგულირებს ნავიგაციას\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cb\u003e\u003cbr\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cb\u003e\u003cbr\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cb\u003e\u003cbr\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cb\u003eუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cul\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eსაიმედო ვაკუუმური ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების დამატებითი სისტემის წყალობით უზრუნველყოფილია უსაფრთხო მოჭიდება.\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eდამატებითი დაცვა ინტეგრირებული სათადარიგო ელემენტის წყალობით, რომელიც ფანჯრის საწმენდ რობოტს მინაზე უსაფრთხოდ ტოვებს მიმაგრებულს დენის გათიშვის შემთხვევაშიც კი.\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003c\/ul\u003e\n\u003cp\u003e\u003cb\u003eჭკვიანი დისტანციური მართვის პულტი მარტივი ექსპლუატაციისა და მონიტორინგისთვის\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cul\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003e\u003cb\u003e4\u003c\/b\u003e ავტომატური რეჟიმი წმენდის ნებისმიერი ამოცანის ეფექტურად შესასრულებლად: სწრაფი წმენდა, ინტენსიური წმენდა, წერტილოვანი წმენდა და გაპრიალება.\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eასევე შესაძლებელია მექანიკური მართვა.\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003c\/ul\u003e\n\u003cp\u003e\u003cb\u003eინტუიციური მომხმარებლის ინტერფეისი\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cul\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eჩართვა\/გამორთვის (ON\/OFF) ღილაკი მარტივი გამოყენებისთვის.\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eუკუკავშირი და შეცდომის შეტყობინებები ადვილად წასაკითხი LED ეკრანის მეშვეობით.\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eმუდმივად ინფორმირებული: მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან მიმდინარე სტატუსი ცხადდება ხმოვანი შეტყობინებების მეშვეობით.\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003c\/ul\u003e\n\u003cp\u003e\u003cb\u003eმიკროფიბრის საწმენდი ტილო\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cul\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eტილოს რბილი მიკროფიბრის ბოჭკოები ოპტიმალურად ისრუტავს ჭუჭყს.\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eირეცხება სარეცხ მანქანაში მაქსიმუმ \u003cb\u003e40°C\u003c\/b\u003e ტემპერატურაზე.\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eფხრიწიანი შესაკრავის წყალობით, საწმენდი ტილოს შეცვლა უკიდურესად სწრაფი და მარტივია.\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003c\/ul\u003e\n\u003cp\u003e\u003cbr\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cbr\u003e\u003c\/p\u003e\n\u003ch3\u003eსპეციფიკაცია\u003c\/h3\u003e\n\u003cp\u003e\u003cbr\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eტექნიკური მონაცემენი\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003ctable class=\"table\" style=\"width: 100%; height: 391.876px;\"\u003e\n\u003ctbody\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eსარეცხი საშუალების ავზის მოცულობა (მლ)\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003e150\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eდასუფთავების ფართობი ავზის ერთი გავსებით (მ²)\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003eდაახლ. 100\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eწმენდის წარმადობა (წთ\/მ²)\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003e2,5\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eშეწოვის სიმძლავრე (პა)\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003e3000\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eშეწოვის მაქსიმალური სიმძლავრე (პა)\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003e5000\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eკაბელის სიგრძე (მ)\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003e5\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eხმის სიმძლავრის დონე (dB(A))\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003e\u0026lt; 77\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eხმის წნევის დონე (dB(A))\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003e62\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eფანჯრის მინიმალური ზომა (სიგანე x სიმაღლე) (სმ)\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003e40 x 40\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eძაბვა (ვ)\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003e100 - 240\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eსიხშირე (ჰც)\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003e50 - 60\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 39.1875px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 39.1875px;\"\u003eსათადარიგო კვების ელემენტის ტიპი\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 39.1875px;\"\u003eლითიუმ-იონური (Li-ion) ელემენტი\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eსათადარიგო კვების ელემენტის ტევადობა (Ah)\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003e0,65\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eსათადარიგო კვების ელემენტის ძაბვა (ვ)\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003e14,8\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eსათადარიგო კვების ელემენტის მუშაობის დრო (წთ)\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003e40\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eფერი\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003eთეთრი\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eწონა აქსესუარების გარეშე (კგ)\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003e1,5\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eწონა შეფუთვით (კგ)\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003e2,7\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003ctr style=\"height: 19.5938px;\"\u003e\n\u003ctd style=\"width: 69.4775%; height: 19.5938px;\"\u003eზომები (სიგრძე × სიგანე × სიმაღლე) (მმ)\u003c\/td\u003e\n\u003ctd style=\"width: 27.7687%; height: 19.5938px;\"\u003e264 x 256 x 72\u003c\/td\u003e\n\u003c\/tr\u003e\n\u003c\/tbody\u003e\n\u003c\/table\u003e\n\u003cp\u003e \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e \u003c\/p\u003e\n\u003ch3\u003e\u003cb\u003eკომპლექტაცია\u003c\/b\u003e\u003c\/h3\u003e\n\u003cul\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eდისტანციური მართვის პულტი\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eშესავსები ბოთლი\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eსაწმენდი ტილო: 3 ცალი\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eსარეცხი საშუალებები: ფანჯრის საწმენდი საშუალება RM 503, 125 მლ\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003c\/ul\u003e\n\u003ch3\u003e\u003cb\u003eაღჭურვილობა\u003c\/b\u003e\u003c\/h3\u003e\n\u003cul\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eსწრაფი წმენდის რეჟიმი\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eინტენსიური წმენდის რეჟიმი\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eწერტილოვანი წმენდის რეჟიმი\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eგაპრიალების რეჟიმი\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eმექანიკური წმენდის რეჟიმი\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eუჩარჩო მინის ზედაპირების ამომცნობი სენსორები\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eხმოვანი შეტყობინებები \u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eმოსახერხებელი სატარებელი სახელური\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eფხრიწიანი შესაკრავი  საწმენდი ტილოსთვის\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\n\u003cp\u003eუსაფრთხოების კაბელი\u003c\/p\u003e\n\u003c\/li\u003e\n\u003c\/ul\u003e","brand":"Kärcher Georgia","offers":[{"title":"Default Title","offer_id":56126404592001,"sku":"1.269-230.0","price":780.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0754\/1932\/0606\/files\/d0_1_b5ecc7fb-7eaa-4c81-b920-0e2cdaa49754.jpg?v=1787058102"}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0754\/1932\/0606\/collections\/Fensterroboter_1269230_300x200px.jpg?v=1787057145","url":"https:\/\/karchershop.ge\/en\/collections\/window-cleaning-robot.oembed","provider":"Kärcher Georgia","version":"1.0","type":"link"}